საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
ტოპ 14-ის მეთექვსმეტე ტურში "ტულონი" "სტად მაიოლზე" "ლა როშელს" დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა - 11:29.
საწყის 40 წუთში ლელო არ გასულა და ტაიმი 6:9 დასრულდა. მეორე ნახევარში კი "ლა როშელმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა და ორ გარდასახულ ლელოსთან ერთად, ორი ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა კი მხოლოდ პრესტიჟის ლელოს დადება შეძლეს.
ტულონელთა რიგებში ბექა გიგაშვილს არ უთამაშია, ხოლო ლუკა ჭელიძე მინდორზე 34-ე წუთზე გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.
ვეტერანი "ბორჯღალოსნის" მევლუდ მთიულიშვილის ვრცელი ინტერვიუ.