საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
ტოპ 14-ის მეთექვსმეტე ტურში "ბაიონი" საკუთარ მოედანზე "ბრივს" დაუხვდა და რთული გამარჯვება მოიპოვა - 26:23.
თავდაპირველად მასპინძლები 10:0-ს იგებდნენ, თუმცა 25-ე წუთიდან მოყოლებული ტაიმის ბოლომდე ბრიველებმა ოცი უპასუხო ქულის გატანა მოახერხეს და ტაიმი 10:20 დასრულდა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ათქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს: ენცო ერვემ 3 ქულა შემატა საკუთარი გუნდის მონაგარს, საპასუხოდ კი, ბასკებმა გარდასახული ლელო და სამი ჯარიმა გაიტანეს.
სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ მატჩში "ბრივის" შემადგენლობაში უჩვეულოდ ცოტა ქართველი ვიხილეთ, უფრო სწორად მხოლოდ მარჯვენა ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა ითამაშა, რომელიც თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო "ბაიონის" რიგებში "ბორჯღალოსანი" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე 41-ე წუთზე გამოჩნდა.
"ბრივს" ეს მატჩი რომ მოეგო, სარელეგაციო ზონას უკვე 15 ქულით გაუსწრებდა, ხოლო საპლეიოფო ზონასთან ჩამორჩენა მხოლოდ ხუთი ქულა იქნებოდა, თუმცა ამის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. "ბაიონმა" კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ბასკებმა 26 ქულა დააგროვეს და მე-13 ადგილზე დარჩნენ, თუმცა "მონპელიეს" მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან და ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.
ვეტერანი "ბორჯღალოსნის" მევლუდ მთიულიშვილის ვრცელი ინტერვიუ.