შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
© მარიამ გაგნიძე
დიდი 10-ის "ა" ჯგუფის მერვე ტურის მატჩში "ხარები" რუსთავში გათამაშების ლიდერ თბილისის "აკადემიას" დაუხვდა და 21:14 აჯობა.
მატჩის დასაწყისში სტუმართაგან დავით მოძღვრიშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც მალევე ვაჟა ხუციშვილმა უპასუხა ერთი ჯარიმით. რუსთაველებმა გადამწყვეტი უპირატესობა ტაიმის მიწურულს მოიპოვეს და მეტოქე ორჯერ დაალელოვეს: 35-ე წუთზე ჟორა მღებრიშვილმა აიღო აკადემიელთა ლელო, ხოლო გაწითლებულ დროში პაატა ბურჭულაძემ იყოჩაღა, გარდასახვა კი ხუციშვილმა გაიტანა და ტაიმი 15:6 დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტში ხუციშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც მიხეილ ახობაძემ 59-ე წუთზე ლელოთი უპასუხა და სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთიდან 73-ე წუთამდე "აკადემიას" სამი მორაგბე გაუსინბინეს: კოტიკო იაშვილი, იოანე ხელაია და თორნიკე ზოიძე, იქამდე კი მასპინძლებს 62-ე წუთზე გიორგი ნარიმანიძე გაუსინბინეს. ასეთი რიცხრობრივი უპირატესობის მიუხედავად, "ხარებმა" ამ პერიოდში მხოლოდ 3 ქულა აიღეს, როდესაც 70-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა. ლევან ობოლაძის გუნდმა კი ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე, როდესაც 13 იყვნენ მინდორზე, იოლი პოზიციიდან დასარტყმელი ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც სოსო მათიაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "ხარებმა" 4 ქულა მოიპოვა, 22 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "აკადემიამ" დაცვითი ბონუსი აიღო და 28 ქულას მოუყარა თავი. ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და "ა" ჯგუფში პლეი-ოფის სამი ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა უაღრესად დაძაბულია: "აკადემიას" პლეი-ოფის საგზური ფაქტობრივად განაღდებული აქვს, ხოლო სამ გუნდს "იუნკერებს", "ხარებს" და "ლოკომოტივს" დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ (ოღონდ იმ შემთხვევაში თუ "ლოკომოტივმა" გადადებულ მატჩში "ვეფხვები" დაამარცხა), ხოლო "ლელო სარასენსს" მიზერული შანსი დარჩა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.