"ჩვენ დავიწყებთ შეხებაზე თამაშს, არა?" - ლიამ უილიამსი ნაჩვენებმა წითელმა ბარათმა აღაშფოთა

"ჩვენ დავიწყებთ შეხებაზე თამაშს, არა?" -  ლიამ უილიამსი ნაჩვენებმა წითელმა ბარათმა აღაშფოთა

გინეს პრო 14-ის მეთერთმეტე ტურში "კარდიფ ბლუზი" საკუთარ მოედანზე "სკარლეტსს" დაუხვდა და 29:20 სძლია.

შეხვედრის 37-ე წუთზე სტუმართა მხრიდან წითელი ბარათი მიიღო უელსის ნაკრების ვარსკვლავმა ლიამ უილიამსმა, რომელიც რაქის გასუფთავებას ცდილობდა, მაგრამ შემთხვევით მეტოქეს თავით თავში დაეჯახა და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გრეიგ ევანსმა წითელი ბარათი უჩვენა. არბიტრის გადაწყვეტილებით უილიამსი ძალიან უკმაყოფილო დარჩა და მსაჯს ირონიულად უთხრა "ჩვენ დავიწყებთ შეხებაზე თამაშს, არა"?

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ეპიზოდი სოციალურ ქსელებში მალე გავრცელდა. გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ უილიამსი გასაძევებელი არ იყო, რადგან განზრახ უხეშობას ადგილი არ ჰქონია და წესების ზედმეტად გამკაცრება სანახაობრივი კუთხისთვის ცუდი იქნება. ქომაგებთა ნაწილი კი თვლიდა, რომ მსაჯი სწორი იყო და უილიამსს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ემოციები უნდა შეეკავებინა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"