ირაკლი აბუსერიძე: "არავის მივცემთ საშუალებას, რომ პირადი ინტერესების გამო რაგბის განვითარებას ხელი შეუშალონ"

ირაკლი აბუსერიძე: "არავის მივცემთ საშუალებას, რომ პირადი ინტერესების გამო რაგბის განვითარებას ხელი შეუშალონ"

დღეს "მედიაცენტრ მთავარში" ირაკლი აბუსერიძემ პრესკონფერენცია გამართა.

აბუსერიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 30 დეკემბერს ჩატარებული საარჩევნო ყრილობა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მისი პრეზიდენტად არჩევა კანონის ყველანაირი დაცვით მოხდა. "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ იურისტებთან ერთად რეესტრის მიერ მითითებულ ხარვეზზე მუშაობა უკვე დაიწყო და ახალ დოკუმენტებს მომდევნო კვირაში წარადგენს, რის შემდეგაც მისი პრეზიდენტად დარეგისტირირება მოხდება.

გარდა ამისა, აბუსერიძემ განცხადება ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ხოლო სრული პრესკონფერენცია ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ იხილოთ. 

"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და ახლა, მაშინ როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან, რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს. რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ, უბრალოდ რატომ?

ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად? ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაებს რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების  სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა. გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს ჭირდება. ეს  ყველამ გაიგო გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მითუმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას რომ რაგბს და რაგბის სიყვრულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს."


 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"