2019 წლის 27 აპრილის შემდეგ, ლენსტერი პრო 14-ში პირველად დამარცხდა (VIDEO)

2019 წლის 27 აპრილის შემდეგ, ლენსტერი პრო 14-ში პირველად დამარცხდა (VIDEO)

პრო 14-ის მეათე ტურში "ლენსტერი" საკუთარ მოედანზე "კონახტს" დაუხვდა და სენსაციურად 24:35 დამარცხდა. 

სტუმრებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 5:25 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში "კონახტმა" ბონუსის მომტანი მეოთხე ლელოც მიითვალა, ხოლო მასპინძლებმა სამი დადებული ლელოს მიუხედავად, შვიდ ქულაში შესვლაც კი ვერ მოახერხეს და ოთხი ლელოს დადებისთვის მოპოვებულ ერთ ბონუს ქულას დაჯერდნენ.

"ლენსტერმა" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა და "ა" ჯგუფში "ალსტერს" 10 ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "კონახტი" კი "ბ" ჯგუფში 25 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "მანსტერს" 8 ქულით ჩამორჩება. 

აღსანიშნავია, რომ "ლენსტერს" პრო 14-ში უკანასკნელად წაგებული 2018/2019 წლების სეზონში ჰქონდა. ისინი 2019 წლის 27 აპრილს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში გასვლაზე "ალსტერთან" 13:14 დამარცხდნენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"