ბრივი - ძებრე (მატჩის სანაავი ბმულები)

ბრივი - ძებრე (მატჩის სანაავი ბმულები)

დღეს თბილისის დროით 23:59 საათზე ჩელენჯ თასის მეორე ტურში "ბრივი" საკუთარ კედლებში "ძებრეს" დაუხვდება.

ფრანგული კლუბის რიგებში ხუთ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. "ბრივს" უბრუნდებიან საქართველოს ნაკრების მორაგბეები მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და თედო აბჟანდაძე, რომლებიც შემოდგომის ერთა თასის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშებენ. გიორგაძე თადარიგშია, ისევე როგორც მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო აბჟანდაძე სასტარტო თხუთმეტეულია. თედოს გარდა, ძირითადში იქნებიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე, რომელთაც გასულ პარასკევს ჩელენჯ თასზე დებიუტი ჰქონდათ. 

გთავაზობთ მატჩის პირდაპირ ეთერში სანახავ ბმულებს. 

ბმული 1​​​

ბმული 2​​​

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"