მიხეილ ალანიამ პრო დ2ში დებიუტი ლელოთი აღნიშნა VIDEO

მიხეილ ალანიამ პრო დ2ში დებიუტი ლელოთი აღნიშნა VIDEO

პრო დ2-ის მეოთხე ტურში "ორიაკი" გასვლაზე "მონტობანს" დაუპირისპირდა და 20:11 იმარჯვა.

"ორიაკის" რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ცხრა ნომერს მიხეილ ალანიას, რომელიც მინდორზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიერ 22-მეტრიანიდან წამოწყებული იერიში ჩინებული ლელოთი დააგვირგვინა. ალანია თანაგუნდელებს მიჰყვა, რომელსაც ბურთი ფულბექმა თომას ვინსენმა ამოუგდო, შემდეგ კი ახალგაზრდა ქართველმა 40 მეტრი გაირბინა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთადერთი ლელო დადო.

სტუმართა სასტარტოში გახლდათ მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდა.

ოთხი ტურის შემდეგ "ორიაკი" 9 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"