რუსეთი

რუსეთი

მსოფლიო რეიტინგი #20

რუსეთმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის, მასპინძელი ქალაქი შეარჩია
ვასილი არტემიევი: "რაგბის რუსეთის სამ ან ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტში შესვლა შეუძლია"
რუსეთი მსოფლიო თასს მიღმა?
რუსეთის ნაკრების მორაგბე ფრანგულ ტოპ 14-ში?
დიდი სკანდალი: რუსეთი, შესაძლოა, ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიკვეთოს
რუსებს ქართველებთან ერთად საკლუბო ჩემპიონატის შექმნა სურთ
დავით მესხმა ჩელენჯ თასზე დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
ოთხი ქართველი რუსეთის 2019 წლის ჩემპიონატის სიმბოლურში
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა პრემიერლიგის დებიუტანტს მიაშურა
ქართველების და მოსკოვური კლუბის გზები გაიყარა
რუსულმა "ლოკომოტივმა" ორი ქართველი მორაგბე დაიმატა
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძოლებს
ქართველების "ენისეი" რუსეთის ჩემპიონი გახდა
რუსეთის ჩემპიონმა ევროთასისთვის ორი ქართველი და სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მორაგბე დაიმატა
იგორ არტემიევი: "რუსეთის ნაკრების ამოცანა რაგბი ევროპის მოგებაა"
"ჩვენი მიზანი საქართველოს დამარცხებაა" - რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე
გიორგი ნემსაძე მცირე ხნით "ვევეა პადმასკოვიეს" შეუერთდა
მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური, რომლიდანაც "ბორჯღალოსნები" ამოშალეს
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
შოტლანდია - რუსეთი 61:0 [VIDEO]
რუსეთის მეორე უქულო მატჩი - შოტლანდიამ ბონუსით იმარჯვა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
რუსების დიდი გეგმა | 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა
კურიოზული მომენტები მიმდინარე მსოფლიო თასიდან [VIDEO]
ირლანდია - რუსეთი 35:0 [VIDEO]
ვასილი არტემიევი: "ამ წაგების გამო არ გავტყდებით"
ირლანდიამ რუსეთი ბონუს ქულით დაამარცხა
ხუთი ულამაზესი არეკნი მიმდინარე მსოფლიო თასზე [VIDEO]
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
ვასილი არტემიევი: "გვსურს ჩვენი თამაშით სარაგბო სამყაროს პატივისცემა დავიმსახუროთ"

შემადგენლობა

სერგეი ჩერნიშევი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 31

კეპი: 12

ევგენი მატვეევი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 34

კეპი: 59

სტანისლავ სელსკი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 36

აზამატ ბიტიევი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 20

კირილ გოტოვცევი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 3

ვალერი მოროზოვი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 18

ვლადიმირ პოდრეზოვი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 25

ანდრეი პოლივალოვი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 33

კეპი: 26

ევგენი ელგინი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 32

კეპი: 24

ბოგდან ფედოტკო

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 20

ანდრეი გარბუზოვი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 36

კეპი: 95

ანდრეი ოსტრიკოვი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 32

კეპი: 33

ტაგირ გაჯიევი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 27

ვიქტორ გრესევი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 101

რომან ხოდინი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 5

ანტონ სიჩევი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 14

ნიკიტა ვავილინი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 10

ვიტალი ჟივატოვი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 9

ვასილი დოროფეევი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 22

დმიტრი პეროვი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 34

კეპი: 10

რამილ გაისინი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 28

კეპი: 44

იური კუშნარევი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 34

კეპი: 109

სერგეი იანუშკინი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 32

კეპი: 16

იგორ გალინოვსკი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 33

კეპი: 50

დმიტრი გერასიმოვი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 31

კეპი: 64

კირილ გოლოსნიცკი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 9

ვლადიმირ ოსტრუშკო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 32

კეპი: 48

გერმან დავიდოვი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 17

დენის სიმპლიკევიჩი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 28

კეპი: 28

ვლადისლავ სოზონოვი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 8

ვასილი არტემიევი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 32

კეპი: 88

საბჭოთა კავშირში რაგბის თამაში 1936 წელს დაიწყეს, თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრები მხოლოდ 1974 წელს შეიქმნა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, 1992 წლი 6 ივნისს რუსეთის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა მოსკოვში "ბარბაროსების" წინააღმდეგ გამართა და 27:23 იმარჯვა. გუნდის ემბლემა და ზედმეტსახელი "დათვებია".

რუსეთი მსოფლიო თასებზე

"რუს დათვებს" ერთადერთ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ მონაწილეობა მიღებული 2011 წელს, სადაც ყველა მატჩი წააგეს.


1987 წელს, ისტორიაში პირველ მსოფლიო თასზე მონაწილეობაზე უარი საბჭოთა კავშირმა პოლიტიკური მიზეზით თქვა. რაც შეეხება 1991 წლის მსოფლიოს, ამ დროისთვის რუსეთი მაშინდელი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის IRB-ს წევრი არ იყო და შესაბამისად მსოფლიოზე მონაწილეობა ვერ მიიღო. 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთმა რუმინეთთან ბრძოლაში დაკარგა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ხოლო 1999 წლისთვის კი რუსეთი ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც მსოფლიოზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

განსხვავებულად დასრულდა 2003 წლის საგზურისთვის ბრძოლა რუსეთმა კი დაამარცხა ესპანეთი, მაგრამ ამ უკანასკნელმა რუსეთს უჩივლა სამი სამხრეთ აფრიკელი ნატურალიზებული მორაგბის არასწორად დარეგისტრირების გამო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ესპანეთმა გააგრძელა, რუსეთმა კი IRB-სგან დუსკვალიფიკაცია მიიღო.

2007 წლის საგზური რუსეთმა პორტუგალიასთან მძიმე ბრძოლაში დათმო. რუსეთის დებიუტი მსოფლიო თასზე 2011 წელს შედგა, როდესაც "დათვებმა" ევროპის ერთა თასი მეორე ადგილზე დაამთავრეს. ახალ ზელანდიაში გამართულ ტურნირზე რუსეთი გახდა 25-ე გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ყველა თამაშის წაგების მიუხედავად, ყველაზე მეტად ამერიკასთან იბრძოლეს და ბონუს ქულაც გამოიმუშავეს 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის(6:13). რუსეთი გახდა პირველი დებიუტანტი პროფესიონალურ ხანაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ლელო გაიტანა.

დღევანდელი მდგომარეობა

რუსეთის ნაკრები დღევანდელი მდგომარეობით სუსტი გუნდია და სრულიად შემთხვევით მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ამისთვის კი მადლობა რუმინეთს და ესპანეთს უნდა გადაუხადოს, რომლებიც "მსოფლიო რაგბიმ" ნატურალიზებული მოთამაშეების არასწორად დარეგისტრირებისთვის დასაჯა და მათ ნაცვლად, რაგბი ევროპაზე მე-4 ადგილზე გასული რუსეთი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. "დათვები" ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზე არიან, თუმცა მათ რაგბიში ბოლო დროს საკმაოდ დიდი თანხები ჩაიდო და მომავლის მიმართ იმედიანად არიან განწყობილნი.

საკვანძო მოთამაშეები

ანდრეი ოსტრიკოვი - რუსეთის ნაკრები ლეგიონერების სიხშირით არ გამოირჩევა, მათ შორის გამონაკლისია ოსრიკოვი, რომელიც წლების მანძილზე ინგლისურ "სეილ შარქსში" თამაშობდა. ახლა კი, ფრანგული "გრენობლის" ღირსებას იცავს. გამოცდილ მეორეხაზელზე რუსეთის ნაკრებში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ვალერი მოროზოვი - საკმაოდ მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი ბურჯი, რომელიც ინგლისური "სეილ შარქსის" ღირსებას იცავს, რუსეთის ნაკრებში ერთერთი გამორჩეული მოთამაშეა.

ვიქტორ გრესევი - 33 წლის გამოცდილი მესამეხაზელი, რომელსაც ნაკრებში უკვე 100-ზე მეტი კეპი დაუგროვდა, მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება რუსეთისთვის მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

იური კუშნაროვი - წლების მანძილზე რუსეთის ნაკრების 10 ნომერი, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი(109) აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი ქულა აქვს გატანილი (772).

საინტერესო ფაქტები რუსეთის შესახებ

  • რუსეთის ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1992 წელს ბარბაროსების წინააღმდეგ ჩაატარა და 27:23 გაიმარჯვა.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით რუსეთს 2000 წელს დანიასთან აქვს სტუმრად მოგებული 104:7.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით რუსეთი 2010 წელს იაპონიასთან დამარცხდა - 3:75.
  • რუსეთის მაისურით ყველაზე მეტი ლელო (30) ვასილი არტემიევს აქვს დადებული.
  • იური კუშნაროვს რუსეთის მაისურით ყველაზე მეტი ქულა აქვს გატანილი - 772.
  • ყველაზე მეტი კეპი (109) აგრეთვე იური კუშნაროვს აქვს მოხვეჭილი.
  • გუნდის კაპიტანი ვასილი არტემიევია, რომელიც ამჟამად რუსულ "კრასნი იარში" თამაშობს, მწვრთნელი კი ლინ ჯონსია რომელიც გუნდს 2018 წლიდან წვრთნის.
  • რუსეთს ყველაზე მეტჯერ საქართველოსთან და რუმინეთთან უთამაშია. 23 მატჩი, საიდანაც საქართველისთან მხოლოდ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული. ერთხელ ფრე ითამაშა და 21-ჯერწააგო, ხოლო რუმინეთთან 6 მატჩში იმარჯვა, 16 წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.