იაპონია

იაპონია

მსოფლიო რეიტინგი #9

ჯაბა ბრეგვაძე: "თუ ასე გაგრძელდა, აქაური ჩემპიონატი 3-4 წელიწადში ინგლისის პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს გაუტოლდება"
ოფიციალურად: ჯეიმი ჯოზეფმა იაპონიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #10: სიყვარულით იაპონიიდან [VIDEO]
2020 წლის ზაფხულში იაპონია ინგლისთან 2 ტესტ მატჩს გამართავს
რეკორდები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა
სენსაციური ინფორმაცია: 6 ერში ახალ ქვეყანას იწვევენ?
შოტლანდია იაპონიასთან რევანშის აღებას გაისად შეეცდება
4 ერის გათამაშებას მომდევნო წლიდან ორი გუნდი დაემატება?
აგუსტინ პიშო: "იაპონია, შესაძლოა, 4 ერში 2021 წლისთვის გაწევრიანდეს"
ინგლისის ნაკრები ზაფხულში იაპონიაში დაბრუნდება
იაპონიის ნაკრების ტოპ 5 ტექნიკური  თამაში მსოფლიო თასზე [VIDEO]
იაპონიის ნაკრები - მომავალი წლიდან 4 ერში?
რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა იაპონიის ნაკრების მატჩებს მსოფლიო თასზე?
როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?
იაპონია - სამხრეთ აფრიკა 3:26 [VIDEO]
ასეთი გულშემატკივრები ჰყავს რაგბის [VIDEO]
სასწაული არ შედგა: სამხრეთ აფრიკამ იაპონია მეორე ტაიმში დაჩაგრა
იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა
იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა
დიდი გზის დასაწყისი: იაპონელთა უდიდესი სენსაცია გასულ მსოფლიო თასზე [VIDEO]
კეიტა ინაგაკი: "იაპონიის ნაკრებში ფული მთავარი არ არის"
იაპონიის და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება მსოფლიო თასამდე, რომელშიც აფრიკელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]
როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?
დიდებული ატმოსფერო იაპონიის ნაკრებში: ასე ერთობიან მწვრთნელი და კაპიტანი [VIDEO]
ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ
იაპონელთა ემოციური მიმართვა: "მადლობა თქვენ, რომ იაპონიაში ყველას აჩვენეთ, თუ რა დიდებული სპორტია რაგბი"
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
იაპონიის ნაკრების გმირი კარიერას სენსაციური მიზეზით ასრულებს
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
იაპონიის ულამაზესი ლელო ბრწყინვალე რაკურსით [VIDEO]

შემადგენლობა

ტაკუია კიტადე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 27

კეპი: 0

აცუში საკატე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 26

კეპი: 16

შოტა ჰორიე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 33

კეპი: 61

კეიტა ინაგაკი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 28

კოო ჟი-ვონი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 7

იუსუკე კიზუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 3

ისილელი ნაკაჯიმა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 2

ასაელი აი ვალუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 8

უვე ჰელუ

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 13

ჯეიმს მური

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 2

ლუკ ტომპსონი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 38

კეპი: 66

უიმპი ვან დერ ვალტი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 12

კაზუკი ჰიმენო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 12

მაიკლ ლიტჩი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 62

ლაპის ლაბუსკახნი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 2

ამანაკი მაფი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 24

იოშიტაკა ტოკუნაგა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 11

ჰენდრიკ ტუი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 44

იუტაკა ნაგარე

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 27

კეპი: 18

კაიტო შიგენო

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 28

კეპი: 9

ფუმიაკი ტანაკა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 34

კეპი: 70

იუ ტამურა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 30

კეპი: 57

რიკიია მაცუდა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 30

კეპი: 19

რიოტო ნაკამურა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 18

ტიმოტი ლაფაელე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 17

უილ ტუპო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 29

კეპი: 9

კენკი ფუკუოკა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 33

ლომანო ლემეკი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 30

კეპი: 11

ატაატა მოეაკიოლა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 23

კეპი: 3

კოტარო მაცუშიმა

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 26

კეპი: 33

რიოჰეი იამანაკა

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 31

კეპი: 13


იაპონიის ნაკრები აზიის კონტინენტის უძლიერეს გუნდს წარმოადგენს, როგორც ცნობილია იაპონიაში რაგბი პირველად 1866 წელს ითამაშეს, ამ სპორტის პოპულარობის ზრდა ქვეყანაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებიდან იწყება, იმავე პერიოდთან არის დაკავშირებული რაგბის კავშირის დაარსება 1926 წელს. მათი სიმბოლოა საკურა( ალუბლის მსგავსი მცენარე), ხოლო ზედმეტსახელად კი “მამაც ყვავილებს”(brave blossoms) უწოდებენ. აზიის ჩემპიონატში “საკურები” 1969 წლიდან მონაწილეობენ და აღნიშნული ტურნირი 25-ჯერ მოუგიათ. რაც შეეხება წყნარი ოკეანის ქვეყნების თასს, იაპონელები ტურნირში 2006 წელს ჩაერთნენ და ჩემპიონები სამჯერ 2011,2014 და 2019 წლებში გახდნენ.

იაპონია მსოფლიო თასებზე

იაპონიის ნაკრებს აქამდე გამართულ ყველა მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ჯგუფიდან არასოდეს გასულა და 2015 წლის მსოფლიო თასამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული, რომელიც საკურებმა 1991 წელს ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრები მსოფლიო თასზე 2007 და 2011 წლებში კანადის ნაკრებს ორჯერ ეთამაშა და ორივე მატჩი ფრედ დაასრულდა, რაც რაგბიში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. 2015 წელს ინგლისში გამართული მსოფლიო თასი იაპონელებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, "საკურებმა" ავსტრალიელი სპეციალისტის, ედი ჯოუნსის, ხელმძღვანელობით პირველ ტურში სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხეს და რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედნი გახდნენ. სამხრეთ აფრიკასთან ერთად იაპონელებმა დაამარცხეს სამოა და ამერიკაც, თუმცა ამის მიუხედავად მსოფლიო თასების ისტორიაში ისინი გახდნენ პირველი გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაში მოიგო და მეოთხედფინალში მაინც ვერ გავიდა.

დღევანდელი მდგომარეობა

2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ იაპონური ფრენჩაიზი “სანვულვზი”, რაგბის ყველაზე მაღალი დონის ტურნირ “სუპერ რაგბიში” ჩაერთო, რაც მათი ნაკრების განვითარებაზე დიდ როლს თამაშობს, გარდა ამისა შიდა ჩემპიონატის თვალსაზრისით “ტოპ ლიგა” ერთერთ ყველაზე მდიდარ ჩემპიონატს წარმოადგენს, გუნდების უმეტესობას სპონსორად საკმაოდ გულუხვი იაპონური კომპანიები ჰყავს და სულ უფრო მეტი და მეტი მსოფლიო ვარსკვლავი გადადის იქ სათამაშოდ, შესაბამისად ჩემპიონატის დონე სულ უფრო მაღლა იწევს. იაპონიის ნაკრებს დღეს საკმაოდ ბევრი ნატურალიზებული მორაგბე ჰყავს. ქვეყანაში არსებული გამართული სისტემის წყალობით ის მაღალი დონის უცხოელი მორაგბეები, რომლების “ტოპ ლიგაში” ან “სანვულვზში” თამაშობენ და მშობლიური ქვეყნის ნაკრებში ვერ ხვდებიან, ნატურალიზების შემდეგ იაპონიის ნაკრების წევრები ხდებიან. იაპონიის ნაკრები დღეისთვის ერთერთ ყველაზე სწრაფ და სანახაობრივ რაგბს თამაშობს, მსოფლიო თასის წინ საკურები კარგ ფორმაში არიან, რაშიც წყნარი ოკეანეთის თასზე მათმა ასპარეზობამაც დაგვარწმუნა, როდესაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგეს.

საკვანძო მოთამაშეები

იაპონიის ნაკრებს რამდენიმე საკვანძო მოთამაშე ჰყავს მათ შორის ამანაკი მაფი და გუნდის კაპიტანი მაიკლ ლიტჩი, ისინი გამოირჩევიან როგორც ფიზიკურ ორთაბრძოლებში სიძლიერით, ასევე ღია თამაშითაც. გამოსარჩევია აგრეთვე გამოცდილი კვაჭი შოტა ჰორიე და უკანახაზელი კოტარო მაცუშიმა.

საინტერესო ფაქტები იაპონიის შესახებ

  • იაპონიის ნაკრებმა პირველი სანაკრებო მატჩი 1932 წელს კანადის წინააღმდეგ ჩაატარა და 9:8 გაიმარჯვა.
  • "საკურებმა" ისტორიაში  ყველაზე დიდი ანგარიშით ჩინეთი დაამარცხეს 2002 წელს ანგარიშით 155:3.
  • თავად იაპონია უდიდესი სხვაობით ახალ ზელანდიასთან 1995 წელს დამარცხდა 17:145.
  • ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი 98 მატჩი ჰიტოში ონოს აქვს ჩატარებული.
  • ყველაზე მეტი ლელო საკურების რიგებში დაისუკე ოჰატას აქვს დადებული - 69.
  • საუკეთესო მექულე აიუმუ გორომარუა 708 ქულით.
  • იაპონიის ნაკრების კაპიტანი "სანვულვზის" მორაგბე მაიკლ ლიტჩია, ხოლო მთავარი მწვრთნელი კი ახალ ზელანდიელი ჯეიმი ჯოზეფი.
  • მსოფლიო რეიტინგში იაპონიის საუკეთსო შედეგი მე-9 ადგილია, ყველაზე ცუდი კი მე-20. იაპონიის ნაკრებს არაერთი პირველი დონის ნაკრები ჰყავს დამარცხებული, მათ შორის არგენტინა, უელსი, იტალია და რაც ყველაზე მთავარია სამხრეთ აფრიკა. ამჟამად ისინი რეიტინგში მე-10 საფეხურზე იმყოფებიან.
  • სულ იაპონიის ნაკრებს არსებობის მანძილზე 345 შეხვედრა აქვს გამართული აქედან 149 მატჩი ანუ 43.19% მოიგო, 186 წააგო და 10 ფრედ დაასრულა.