არგენტინა

არგენტინა

მსოფლიო რეიტინგი #10

არგენტინის ზაფხულის ტესტები ცნობილია
2020 წლის ამერიკის 6 ერის კალენდარი
სამხრეთ ამერიკაში პირველი პროფესიონალური საკლუბო ტურნირი დაარსდა
"ტულონმა" არგენტინის ნაკრების მორაგბე დაიმატა
ოფიციალურად: საქართველო XV არგენტინული "ხაგუარესის" წინააღმდეგ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები 2020 წელს არგენტინაში დაიწყებს
ფაკუნდო ისა: "არგენტინაში დაბრუნებას არ ვაპირებ"
4 ერის გათამაშებას მომდევნო წლიდან ორი გუნდი დაემატება?
"არგენტინის ნაკრებს შეუძლია, რომ 2020 წელს საქართველოს ესტუმროს" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
საფრანგეთმა ზაფხულის ტესტებზე არგენტინული ტური დაგეგმა
არგენტინელებმა ნიჭიერ მოთამაშეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
არგენტინა - აშშ 47:17 [VIDEO]
პაბლო მატერა: "რთული და ფიზიკური მატჩი გამოდგა"
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
არგენტინული რაგბის ლეგენდა კარიერას ასრულებს
არგენტინის ნაკრებში იძულებითი ცვლილება მოხდა
ლავანინი ფარელზე გაკეთებული ბოჭვის გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა
ლავანინი სადისციპლინო კომიტეტზეა დაბარებული
ინგლისი - არგენტინა 39:10 [VIDEO]
მარიო ლედესმა: "წითელი ბარათის მიღების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა"
არგენტინა ინგლისთან უიმედოდ დამარცხდა და 99%-ით ჯგუფში ჩარჩა
ჟულიენ მონტოჟა: "მოხარული ვარ იმ თამაშით, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ"
არგენტინა - ტონგა 28:12 [VIDEO]
არგენტინამ ტონგა ბონუსით დაამარცხა
ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, ფიჯის მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო გადაუსწრებს
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
გიომ გირადო: "მეგონა, რომ თამაში უკვე წაგებული იყო"

შემადგენლობა

აგუსტინ კრევი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 34

კეპი: 85

ხულიან მონტოია

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 25

კეპი: 55

სანტიაგო სოსინო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 27

კეპი: 2

ტეტაზ ნაუელ ჩაპარო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 54

მეიკო ვივასი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 4

ენრიკე პიერეტო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 23

ხუან ფიგალიო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 31

კეპი: 30

სანტიაგო მედრანო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 14

გუიდო პეტი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 49

ტომას ლავანინი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 53

მატიას ალემანო

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 57

მარკოს კრემერი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 22

კეპი: 24

ხუან მანუელ ლეგისამონი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 36

კეპი: 86

პაბლო მატერა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 62

ტომას ლეზანა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 34

როდრიგო ბრუნი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 3

ხავიერ ორტეგა დესიო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 54

ტომას კუბელი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 72

ფელიპე ეზკურა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 26

კეპი: 5

ნიკოლას სანჩესი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 30

კეპი: 77

ბენჯამინ ურდაფილეტა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 33

კეპი: 12

ხერონიმო დე ლა ფუენტე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 50

ხუან კრუზ მალია

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 23

კეპი: 4

მატიას მორონი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 43

მატიას ორლანდო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 27

კეპი: 41

ლუკას მენსა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 23

კეპი: 1

ბატისტა დელგი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 22

კეპი: 11

რამირო მოჟანო

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 29

კეპი: 34

სანტიაგო კარერასი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 21

კეპი: 1

ემილიანო ბოფელი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 24

კეპი: 20

ხოაკინ ტუკულეტი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 55

გონსალო ბერტრანუ

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 25

კეპი: 21

არგენტინამ პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1910 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ გამართა და ბუენოს აირესში 3:28 დამარცხდა. მათ „პუმების“ ზედმეტსახელით ვიცნობთ, თუმცა საინტერესოა, რომ ამ სახელის გავრცელება შეცდომით მოხდა. სამხრეთ ამერიკელების სიმბოლო იაგუარი იყო, თუმცა 1965 წელს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფ არგენტინელებს ადგილობრივმა ჟურნალისტმა კარლ კოჰლერმა იაგუარების ნაცვლად, შეცდომით პუმები დაუძახა და მათ ზედმეტსახელად „პუმები“ სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ.

არგენტინა მსოფლიო თასებზე

არგენტინას რვავე გამართულ მსოფლიო თასზე უთამაშია და იაპონიაში მეცხრე პლანეტის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას. „პუმებმა“ პირველივე მსოფლიო თასზე შეძლეს თამაშის მოგება და 1987 წელს კრაისტჩერჩში იტალიას 25:16 სძლიეს, თუმცა ფიჯისთან 9:28 დამარცხდნენ და მეოთხედფინალის საგზური სწორედ კუნძულელებს დაუთმეს.

სამხრეთ ამერიკელთათვის 1991 წლის მსოფლიო წარუმატებელი გამოდგა, დასავლეთ სამოასთან, უელსთან და ავსტრალიასთან მატჩები წააგეს და შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

იგივე სცენარი განმეორდა 1995 წელსაც და „პუმები“ იმავე დასავლეთ სამოასთან, იტალიასთან და ინგლისთან დამარცხდნენ. საინტერესოა, რომ მათ სამივე შეხვედრა შვიდ ქულაზე ნაკლებით დათმეს და სამი ბონუს ქულა აიღეს.

1999 წლის მსოფლიო თასი კი არგენტინელთათვის ისტორიული გამოდგა და მათ პირველად შეძლეს მეოთხედფინალში გასვლა. მაშინ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა და ხუთი ოთხგუნდიანი ჯგუფი იყო, საიდანაც ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ხვდებოდნენ მეოთხედფინალში, ხოლო მეორეადგილოსნებს და საუკეთესო მესამეადგილოსანს მეოთხედფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში უნდა ეთამაშათ და წყვილების გამარჯვებულნი მეოთხედფინალში გავიდოდნენ.

არგენტინელებმა ჯგუფში სამოას (32:16) და იაპონიას (33:12) სძლიეს, თუმცა უელსთან 18:23 წააგეს და მესამე ადგილზე გავიდნენ, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით. მათ მეოთხედფინალის შესარჩევში ირლანდიას 28:24 მოუგეს და რვა საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდნენ, შემდეგ კი საფრანგეთთან 26:47 წააგეს.

„პუმები“ 2003 წელსაც ჯგუფში ჩარჩნენ, თუმცა ამჯერად ორი თამაშის მოგება შეძლეს. მათ ნამიბიას (67:14) და რუმინეთს (50:3) აჯობეს, ირლანდიასთან (15:16) და ავსტრალიასთან (8:24) კი ვერაფერს გახდნენ.

2007 წლის მსოფლიო თასი არგენტინისთვის დღემდე ყველაზე წარმატებულია. მათ ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთს, ირლანდიას, საქართველოს და ნამიბიას მოუგეს და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ, სადაც შოტლანდიას 19:13 მოუგეს, ნახევარფინალში კი მომავალ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 13:37 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს 34:10 სძლიეს და ბრინჯაოს მედალს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დაეუფლნენ.

2011 წელს ჯგუფში შოტლანდიას, საქართველოს და რუმინეთს აჯობეს, ხოლო ინგლისთან 9:13 წააგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, მეოთხედფინალში კი ახალ ზელანდიასთან უშანსოდ დამარცხდნენ - 10:33.

არგენტინელები ისტორიული შედეგის განმეორებასთან ძალზე ახლოს იყვნენ 2015 წელს, სადაც ასევე ნახევარფინალამდე უწიეს, მაგრამ ავსტრალიას ვერაფერი მოუხერხეს, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში სამხრეთ აფრიკასთან 13:24 წააგეს.

არგენტინა 4 ერში

არგენტინელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ სარაგბო ელიტის წევრები გამხდარიყვნენ. მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული, სამხრეთ ამერიკელები ცდილობდნენ, რომ რომელიმე მაღალი დონის ტურნირში, მათ შორის იმდროინდელ ხუთ ერში მოხვედრილიყვნენ, თუმცა ამპარტავანმა ევროპელებმა „პუმები“ ახლოს არ გაიკარა.

სამხრეთ ამერიკელებმა 2007 წელს მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავეს და ამაზე დიდი რამ რაღა უნდა გაეკეთებინა, რომ ელიტაში მიეღოთ? თუმცა, მათ კიდევ ხუთი წელი მოუწიათ მოცდა და მათთვის სამხრეთის 3 ერის კარი, მხოლოდ 2012 წელს გაიღო.

2012 წლიდან მოყოლებული არგენტინამ რაგბი ჩემპიონშიპში სულ 42 შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით წარმატებით ვერ დაიკვეხნიან. მათ მხოლოდ 5 მატჩის მოგება შეძლეს, 1 ფრედ ითამაშეს და 36-ჯერ დამარცხდნენ.

საკლუბო დონე

არგენტინას 2016 წლიდან ფრანჩიზი ჰყავს სუპერ რაგბიში, რომელიც „ხაგუარესის“ სახელით ასპარეზობს და წლევანდელ „ზე რაგბიში“ ფურორიც მოახდინა. ისინი ყველასთვის მოულოდენლად ფინალში გავიდნენ, სადაც ახალზელანდიურ „კრუსეიდერსთან“ დამარცხდნენ.

„ხაგუარესი“ ფაქტობრივად იგივე არგენტინის ნაკრებია. „პუმების“ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, 31 მოთამაშიდან მხოლოდ სამი ლეგიონერია: „სარასენსის“ მარჯვენა ბურჯი ხუან ფიგალიო, „კასტრის“ მგეზავი ბენჯამინ ურდაფილეტა და „სტად ფრანსეს“ მგეზავი ნიკოლას სანჩესი. ასე რომ, „ხაგუარესი“ ნაკრებს შეთამაშებაში ძალიან ეხმარება და ფაქტობრივად, მთელი წელი ერთად ვარჯიშობენ და თამაშობენ.

გამორჩეული მოთამაშეები

როგორც აღვნიშნეთ, ნაკრებში მხოლოდ სამი ლეგიონერია, რადგან 2015 წლიდან მოყოლებული არგენტინელებმა ლეგიონერები რბილად რომ ვთქვათ აითვალწუნეს და 2018 წლამდე საერთოდ აღარ იძახებდნენ. შემდეგ თითქოს მოხსნეს ეს შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია, რომ ლეგიონერებს მხოლოდ იმ ამპლუაზე იძახებენ, სადაც სხვა გზა არ აქვთ. ამის დასტურია, რომ მსოფლიო თასს მიღმა დატოვეს სამი ბრწყინვალე ლეგიონერი: „ტულონის“ მესამეხაზელი ფაკუნდო ისა, „რასინგ 92“-ის ფრთა ხუან იმჰოფი და „ბორდოს“ ფრთა სანტიაგო კორდერო, რომელსაც ფულბექადაც შეუძლიათ თამაში.

ლეგიონერებზე ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც შეუცვლელი წევრია ნიკოლას სანჩესი, რომელიც „პუმების“ ყველა დროის საუკეთესო მექულეა და მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რაგბი ჩემპიონშიპში ის მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა.

გუნდის უპირობო ლიდერია კაპიტანი პაბლო მატერა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო და სუპერ რაგბიში წაგებული ფინალის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. მას შეუძლია ხაზის გაჭრა, კარგი პასების კეთება, ოფლოუდების ამოგდება, არის ბრწინვალე მბოჭავი და ბურთის ღლეტვაც კარგად ეხერხება.

ბევრი რამ იქნება ასევე დამოკიდებული აგუსტინ კრევიზე და ხუან ფიგალიოზე. არგენტინა ბოლო პერიოდში შერკინებაში ძალიან ცუდად გამოიყურება და ამ კომპონენტში თუ ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეთ, ისევ ფიგალიოა, რომელიც ბევრი ტრავმის შემდეგ, სასურველ ფორმაში ვერ ჩადგა.

უკანახაზიდან აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ რამირო მოჟანო და ემილიანო ბოფელი.

საინტერესო ფაქტები

  • „პუმებმა“ სარეკორდო გამარჯვება 2002 წლის 1 მაისს იზეიმეს, როდესაც მენდოსაში პარაგვაი 152:0 გაანადგურეს.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით არგენტინა 1997 წლის 21 ივნისს ველინგტონში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 8:93.
  • „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ყველაზე მაღალ, მესამე პოზიციაზე 2008 წელს იმყოფებოდნენ, ხოლო 2014 წელს მე-12 ადგილამდე დაეშვნენ, რაც მათთვის ყველაზე უარესი შედეგია.
  • საინტერესოა, რომ არგენტინის ნაკრებს ცენტურიონი არ ჰყავს. დღემდე ყველაზე მეტი (87) კეპი ფელიპე კონტეპომის აქვს მოხვეჭილი.
  • „პუმების“ ყველაზე დროის საუკეთესო მექულე დღევანდელი მგეზავი ნიკოლას სანჩესია, რომლის ანგარიშზეც 655 გატანილი ქულაა, ხოლო ყველაზე მეტი ლელოს ავტორი ხოსე მარია ნუნეზ პიოსეკია.
  • არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ორი ნაკრების წინააღმდეგ არ აქვს მოგებული, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. აქედან ერთი ახალი ზელანდიაა, რაც გასაკვირი არ გახლავთ. 29 მატჩიდან სამხრეთ ამერიკელებისთვის ყველაზე კარგი შედეგი მათი მეორე დაპირისპირებაა: 1985 წლის 2 ნოემბერს ბუენოს აირესში ფრედ 21:21 ითამაშეს და მას შემდეგ ყველა ჯერზე „ოლ ბლექსმა“ იმარჯვა. რაც შეეხება მეორე ნაკრებს, ეს არც ავსტრალიაა, არც ინგლისი და ან რომელიმე სხვა გრანდი, ეს ზიმბაბვე გახლავთ, რომელსაც „პუმები“ ერთადერთხელ შორეულ 1965 წელს ეთამაშნენ და 12:17 დამარცხდნენ.
  • „პუმებს“ დღემდე 445 ტესტ-მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც მატჩების 51.01% ანუ 227 მატჩი მოგებული აქვთ, 208-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 10-ჯერ ფრედ ითამაშეს. მათ 12601 ქულა აქვთ გატანილი, ხოლო 9091 ქულა გაშვებული.