ურუგვაი

ურუგვაი

მსოფლიო რეიტინგი #17

სამხრეთ ამერიკაში პირველი პროფესიონალური საკლუბო ტურნირი დაარსდა
ურუგვაული რაგბის ლეგენდის ბრწყინვალე მიღწევა
ურუგვაის მსოფლიო თასზე კარგი გამოსვლა უფასდება და მაღალი დონის ტესტ-მატჩთან ახლოსაა
"არგენტინის ნაკრებს შეუძლია, რომ 2020 წელს საქართველოს ესტუმროს" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
"მსოფლიო რაგბის" საბჭოს ახალი ქვეყანა შეემატა
ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
უელსმა შეხვედრა მოიგო, ურუგვაიმ - გულშემატკივრების გულები
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
ავსტრალია - ურუგვაი 45:10 [VIDEO]
ავსტრალიამ ურუგვაის ბონუსით სძლია
ხუთი დაუვიწყარი ლელო მიმდინარე მსოფლიო თასზე [VIDEO]
შალვა სუთიაშვილზე უხეში თამაშისთვის ურუგვაის კვაჭი "მსოფლიო რაგბიმ" დასაჯა
საქართველო - ურუგვაი 33:7 [ვრცელი ვიდეომიმოხილვა]
საქართველო - ურუგვაი 33:7 [VIDEO]
ისტორიაში პირველად: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბონუსით იმარჯვა
პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე - საქართველომ ურუგვაი დიდი ანგარიშით დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ურუგვაის ამარცხებს
ურუგვაისთვის საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია???
"ბორჯღალოსნები" პირველი მატჩის მოსაგებად ემზადებიან: საქართველო VS ურუგვაი [პრევიუ]
საქართველო - ურუგვაის უკანასკნელი დაპირისპირება, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს [VIDEO]
რომელ ადგილზე იყო ურუგვაი ფიჯიმდე და რომელზე არის ახლა?
ურუგვაელი გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩზე: "უნდა მოვიგოთ და ავიღოთ 2023 წლის მსოფლიო თასის ბილეთები საფრანგეთში"
ურუგვაელი მორაგბე საქართველოს წინააღმდეგ ორი რეკორდის დამყარებას შეეცდება
ურუგვაის მწვრთნელმა საქართველოსთან შანსები შეაფასა: "მსოფლიო უნდა გავაოცოთ"
ურუგვაი საქართველოსთან სათამაშოდ დაირაზმა
როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების შანსებს ურუგვაისთან მატჩში?
მსოფლიო თასზე გამარჯვება 16-წლიანი ლოდინის შემდეგ: ურუგვაელებს ბოლოს საქართველო ჰყავდათ დამარცხებული [VIDEO]
გიჟური ემოციები, სიხარულის ცრემლები და დღე, რომელსაც ურუგვაელი მორაგბეები და ფანები ვერასდროს დაივიწყებენ [VIDEO]

შემადგენლობა

ფაკუნდო გატასი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 24

კეპი: 30

ჟერმან კესლერი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 25

კეპი: 49

გილერმო პუხადასი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 22

კეპი: 9

დიეგო არბელო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 5

ხუან ეჩევერია

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 51

ხოაკინ ხაუნსოლო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 1

ხუან რომბისი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 30

მატეო სანგუინეტი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 63

იგნასიო დოტი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 46

მანუელ ლეინდეკარი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 22

კეპი: 14

დიეგო მაგნო

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 90

მანუელ დიანა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 22

სანტიაგო ჩივეტა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 21

კეპი: 5

ფრანკო ლამანა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 44

მანუელ არდაო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 21

კეპი: 4

ხუან მანუელ გამინარა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 67

ალეხანდრო ნიეტო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 69

ხუან დიეგო ორმაეჩეა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 31

სანტიაგო არატა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 23

კეპი: 39

ტომას ინსიარტე

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 22

კეპი: 14

აგუსტინ ორმაეჩეა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 28

კეპი: 45

ფელიპე ბერჩესი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 28

კეპი: 32

ხუან მანუელ კატი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 23

კეპი: 31

აგუსტინ დელა კორტე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 22

კეპი: 8

ნიკოლას ფრეიტასი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 34

ანდრეს ვილასეკა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 55

ფედერიკო ფავარო

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 28

კეპი: 30

ლეანდრო ლეივასი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 31

კეპი: 74

როდრიგო სილვა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 57

ფელიპე ეჩევერი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 23

კეპი: 2

გასტონ მიერესი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 29

კეპი: 67

ურუგვაის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1948 წლის 5 აგვისტოს ჩილეს წინააღმდეგ გამართა და 3:21 დამარცხდა. მათი ემბლემა და ზედმეტსახელია „ლოს ტეროსი“, ქართულ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ურუგვაის ნაკრებს „პრანწიები“ (ჩიტია - ავტ.) უნდა ვუწოდოთ.

ურუგვაი მსოფლიო თასებზე

ურუგვაის ნაკრებს მსოფლიო თასებზე სამჯერ უთამაშია. პირველად „ლოს ტეროსი“ პლანეტის პირველობაზე 1999 წელს გავიდა, სადაც ჯგუფში ესპანეთთან, შოტლანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად მოხვდა. სამხრეთ ამერიკელებმა პირველივე მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, ესპანეთს 27:15 სძლიეს. შოტლანდიასთან (12:43) და სამხრეთ აფრიკასთან კი შანსი არ ჰქონიათ (3:39).

„ლოს ტეროსმა“ 2003 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა და ერთადერთი გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ იზეიმა (24:12), რომელსაც მოახლოებულ მსოფლიოზეც შეერკინება. რაც შეეხება დანარჩენ სამ შეხვედრას, სამხრეთ აფრიკასთან 6:72 დამარცხდნენ, სამოასთან 13:60 წააგეს, ხოლო ინგლისთან დაპირისპირება 11:113 დათმეს.

2003 და 2007 წლების პლანეტის პირველობაზე ვერ გავიდნენ, სამაგიეროდ 2015 წელს დაბრუნდნენ საუკეთესოთა შორის, თუმცა ამჯერად ყველა მატჩი წააგეს: უელსთან (9:54), ავსტრალიასთან (3:65), ფიჯისთან (15:47) და ინგლისთან (3:60).

დღევანდელი მდგომარეობა

ურუგვაის ნაკრები ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპში იღებს მონაწილეობას, რომელშიც აშშ, კანადა, არგენტინა XV (არგენტინის მეორე ნაკრები), ჩილე და ბრაზილია გამოდიან. ტურნირი 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ ტურნირს არგენტინელები ან ამერიკელები იგებენ, ხოლო ურუგვაის საუკეთესო შედეგი მეორე ადგილია. „ლოს ტეროსმა“ 2019 წლის ამერიკის პირველობაზე ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს და მეორე პოზიცია დაიკავეს. ისინი მხოლოდ არგენტინა XV-თან დამარცხდნენ (10:35).

„ლოს ტეროსი“ აშკარად პროგრესირებს, თუმცა პირველი დონის გუნდებთან თამაშის ნაკლებობას ძალიან განიცდის და ამის გამო განვითარება უფერხდება. ურუგვაის ნაკრებს 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტიერ 1-ის გუნდთან საერთოდ აღარ უთამაშია და ყველაზე მაღალი დონის ტესტი 2018 წლის ნოემბერში ფიჯისთან ჰქონდათ, რომელთანაც 7:68 წააგეს.

ურუგვაის საკლუბო ჩემპიონატი ნახევრად სამოყვარულოა და მათი მოთამაშეების ნახევარი, 31 მორაგბიდან 15 სწორედ ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მაღალი დონის მატჩების დეფიციტს განიცდიან. მათი ლეგიონერების უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წელს ჩამოყალიბებულ ჩემპიონატში ასპარეზობს, რომელიც ყოველწლიურად პროგრესირებს და დონეც იწევს და იწევს. მათ „ამერიკის მეიჯორ ლიგაში“ 12 მორაგბე ჰყავთ, ხოლო ოთხი მორაგბე ევროპაში ჰყავს - სამი საფრანგეთში, საიდანაც ერთი პრო დ2-ში თამაშობს, ორი კი ფედერალ 1-ში, ხოლო ერთი მოთამაშე ინგლისის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

ყველაზე ცნობილი ურუგვაელი მორაგბე როდრიგო კაპო ორტეგა მსოფლიო თასზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ფრანგული „კასტრის“ 38 წლის კაპიტანი ზამთარში დაშავდა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. ის 2013 და 2018 წლებში საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საინტერესო ფაქტები

  • ურუგვაის ნაკრებმა სარეკორდო გამარჯვება 2011 წლის 15 მაისს პარაგვაისთან იზეიმა - 102:6.
  • „ლოს ტეროსმა“ ყველაზე დიდი სხვაობით 2005 წლის 11 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან წააგო - 3:134.
  • სამხრეთ ამერიკელები „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-19 ადგილს იკავებენ. მათთვის საუკეთესო შედეგი მე-14 პოზიცია იყო, რომელზეც 2005 წელს იმყოფებოდნენ, ხოლო ყველაზე ქვემოთ 2005 წელს იყვნენ - 23-ე საფეხურზე
  • ურუგვაელთა მთავარი მწვრთნელი 46 წლის არგენტინელი ესტებან მენესესია, ხოლო კაპიტანი 30 წლის ფლანკერი ხუან მანუელ გამინარაა.
  • ყველაზე მეტი კეპი (90) დიეგო მაგნოს აქვს მოხვეჭილი, რომელიც ამერიკულ „ჰიუსტონში“ ასპარეზობს და პლანეტის პირველობაზეც ვიხილავთ.
  • „დაქსის“ 32 წლის მგეზავი ფელიპე ბერჩესი „ლოს ტეროსის“ ყველა დროის საუკეთესო მექულეა (270) და მსოფლიო თასზე მისი გაუმჯობესების საშუალება ექნება.
  • ყველა დროის საუკეთესო მელელოვე კი რვა ნომერი დიეგო ორმაეჩეა გახლავთ, რომელიც 1979-1999 წლებში თამაშობდა და 33 ლელოს გატანა მოახერხა.