ფიჯი

ფიჯი

მსოფლიო რეიტინგი #12

ედი ჯოუნსის არჩევანი - რაგბი ევროპა თუ ოკეანეთი?
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
როდის ითამაშა უკანასკნელად მეორე დონის გუნდმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში?
სემი რადრადრას ბრწყინვალე მატჩი უელსთან [VIDEO]
უელსი - ფიჯი 29:17 [VIDEO]
უელსმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, ფიჯიმ მსოფლიო თასი ღირსეულად დაასრულა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
ვილიამე მატა: "უელსთან მატჩისთვის ისევე ვემზადებით, როგორც ფინალისთვის"
ჯონ მაკქი: "ისტორია შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ფიჯისთვის"
ფიჯისა და უელსის ყველაზე ცნობილი მატჩი მსოფლიო თასზე [VIDEO]
ფიჯის ერთერთი უსწრაფესი ლელო საქართველოსთან [VIDEO]
მსოფლიო თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველო - ფიჯი 10:45 [ვრცელი ვიდეომიმოხილვა]
ჯოშუა ტუისოვა სანდრო თოდუაზე მაღალი ბოჭვისთვის, შესაძლოა, დასაჯონ
როგორ გამოეხმაურა საქართველოს უშანსო მარცხს მსოფლიო პრესა?
საქართველო - ფიჯი 10:45 [VIDEO]
რას წერენ ფიჯელები საქართველოსთან მარტივი მოგების შემდეგ?
ვინ გახდა საუკეთესო მოთამაშე საქართველო - ფიჯის მატჩში?
პირველი ტაიმის შემდეგ ფიჯი საქართველოს ამარცხებს
გადამწყვეტი ბრძოლა 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის: საქართველო VS ფიჯი [პრევიუ]
როგორია საქართველოს და ფიჯის ურთიერთშეხვედრების ისტორია? [+VIDEO]
როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების შანსებს ფიჯისთან უმნიშვნელოვანეს მატჩში?
ფიჯის საქართველოსთან მატჩისთვის ერთ-ერთი ლიდერი უბრუნდება
ფიჯის რაგბის კავშირს საქართველო დანიაში აერია
ხუან გამინარა: "ეს ისეთი მომენტია, რომელიც გინდა, რომ არასოდეს დასრულდეს"
ფიჯი - ურუგვაი 27:30 [VIDEO]
ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, ფიჯის მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო გადაუსწრებს
ესტებან მენესესი: "ამ მატჩისთვის წლების მანძილზე ვემზადებოდით"

შემადგენლობა

მესუ დოლოკოტო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 24

კეპი: 7

სემ მატავესი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 27

კეპი: 8

რატუ ვერემალუა ვუგაკოტო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 21

კეპი: 6

ლი როი ატალიფო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 31

კეპი: 11

კამპესე მა'აფუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 34

კეპი: 58

ერონი მავი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 9

პენი რავაი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 29

მანასა საულო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 43

ტევიტა კავუბატი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 32

კეპი: 26

ლეონე ნაკარავა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 57

აპი რატუნიიარავა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 31

ტევიტა რატუვა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 3

სემი კუნატანი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 2

კეპი: 10

ვილიამე მატა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 13

მოსესე ვოკა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 34

კეპი: 8

დომინიკო ვაქანიბუროტუ

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 46

პესელი იატო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 17

ფრენკ ლომანი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 23

კეპი: 11

ნიკოლა მატავალუ

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 36

ჰენრი სენილოლი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 26

ალივერეტი ვეიტოკანი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 26

კეპი: 8

ბენ ვოლავოლა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 28

კეპი: 32

ლევანი ბოტია

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 14

ჯოშ მატავესი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 21

სემი რადრადრა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 27

კეპი: 6

ჯეილ ვატუბუა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 15

ვერენიკი გონევა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 35

კეპი: 57

ფილიპო ნაკოსი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 1

ვაისეა ნაიასალევუ

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 29

კეპი: 18

ჯოშუა ტუისოვა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 9

კინი მურიმურივალუ

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 26

ფიჯიში რაგბის კავშირი, რაგბის ლიგასთან და 7-კაცა რაგბისთან ერთად ეროვნულ სახეობად ითვლება. მათ პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1924 წლის 18 აგვისტოს სამოას წინააღმდეგ გამართეს და 6:0 იმარჯვეს. მათი ემბლემა პალმებია, ხოლო ზედმეტსახელი „მფრინავი ფიჯელებია“.

ფიჯი მსოფლიო თასებზე

ფიჯის შვიდ მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ 1995 წელს ვერ მოხვდა ტურნირზე.

კუნძულელთათვის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა, რაც მათ ორჯერ მოახერხეს: 1987 და 2007 წლებში. პირველ მსოფლიოზე მათ არგენტინას 28:9 სძლიეს და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიასთან (13:74) და იტალიასთან (15:18) წააგეს, ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი გამოდგა, სადაც საფრანგეთთან 16:31 დამარცხდნენ.

2007 წელს მათ დიდი სენსაცია გამოაცხეს, უელსის ნაკრები 38:34 დაამარცხეს და ჯგუფში ჩატოვეს, მეოთხედფინალში ასევე მშვენივრად ითამაშეს სამხრეთ აფრიკასთან, თუმცა დასკვნით ათ წუთში ორი ლელო გაუშვა და 20:37 დამარცხდა

1991 წელს ფიჯელებმა სამივე მატჩი წააგეს და ამის შემდეგ, ისე აღარასდროს მომხდარა, რომ მსოფლიოზე ყველა მატჩი წაეგოთ.

1999 წელს ტურნირზე განსხვავებული ფორმატი მოქმედებდა და ჯგუფის მეორეადგილოსნებს, საუკეთესო მესამეადგილოსანთან ერთად, მეოთხედფინალში გასასვლელად შესარჩევში უნდა ეთამაშათ, სადაც ფიჯელები ინგლისს შეხვდნენ და 24:45 დამარცხდნენ. იქამდე, ფიჯიმ ჯგუფში ნამიბიას 67:18, ხოლო კანადას 38:22 მოუგო, საფრანგეთთან კი 19:28 დამარცხდა.

2003 წელს ფიჯიმ ჯგუფში კვლავ ორი მატჩი მოიგო, ხოლო 2011 და 2015 წლების პლანეტის პირველობებზე თითო შეხვედრის მოგება მოახერხა.

დღევანდელი მდგომარეობა

ფიჯის ნაკრები ყოველწლიურად წყნარი ოკეანის თასზე ასპარეზობს. წელს ტურნირის ტრადიციულ გუნდებს, ფიჯის, სამოას და ტონგას, კანადა, აშშ და იაპონია დაემატნენ. შესაბამისად, ტურნირმა მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის სახე მიიღო. ჯონ მაკქის გუნდმა სამოა 10:3 დაამარცხა, კანადას 38:13 სძლია, ხოლო იაპონიასთან 21:34 დამარცხდა და ტურნირიც სწორედ „საკურებმა“ მოიგეს.

ფიჯიმ 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთს 14:21 მოუგო და ამით დაამტკიცა, რომ პირველი დონის გუნდებთან გამარჯვება შეუძლია. გარდა ამისა, მათ ივლისში ძალიან ძლიერ „მაორი ოლ ბლექსს“ (ახალი ზელანდიის მეორე ნაკრები) 27:10 სძლიეს და ახლა უმიზნებენ, რომ ავსტრალია ან უელსს დამართონ იგივე დღე, ვნახოთ რა გამოუვათ.

ასევე უნდა ითქვას, რომ ფიჯელები წინ მიდიან საკლუბო დონეზეც, რადგან ორი წელია მათი გუნდი „ფიჯიან დრუა“ ავსტრალიის ჩემპიონატს დაემატა და 2018 წელს ჩემპიონიც გახდა.

გამორჩეული მოთამაშეები

ფიჯის ევროპაში უამრავი მაღალი დონის უკანახაზელი ჰყავს და მათ ნაკლებობას სამხრეთ ჰემისფეროშიც არ განიცდიან. ბევრია ისეთი, რომელმაც მშობლიურ ქვეყანაში თამაშს, ტიერ 1-ის გუნდში თამაში არჩია, მაგალითად სევუ რისი, რომელსაც ახალ ზელანდიაში დებიუტი ივლისში ჰქონდა და მსოფლიო თასზე ითამაშებს, ალივერეტი რაკა, რომელმაც საფრანგეთის კვართი პირველად აგვისტოში მოირგო.

რამდენიმე თვის წინ, მოულოდენლად, სანაკრებო კარიერა დაასრულა ნემანი ნადოლომ, რომელიც ფიჯელთა ერთ-ერთი ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა შემცვლელებიც ძალიან ძლიერები ჰყავს.

ფიჯელთა უკანახაზს რომ გადავხედოთ, არაერთ ვარსკვლავს აღმოვაჩენთ, პირველ რიგში ეს ჯოშუა ტუისოვაზე და სემი რადრადრაზე ითქმის, რომელსაც რაგბის ლიგაშიც უთამაშია მსოფლიო თასზე და 7-კაცას მსოფლიო სერიებზეც. კინი მურიმურივალუ, ფილიპო ნაკოსი, ვერენიკი გონევა, ლევანი ბოტია, მოკლედ სუპერ უკანახახი ჰყავთ. კარგები ჰყავთ ცხრა ნომრებიც ფრანკ ლომანი და ნიკო მატავალუ, ხოლო მგეზავი არასტაბილურია და ბენ ვილავოლამ შეიძლება ერთ თამაშში გუნდი ააშენოს, ხოლო მეორეში პირიქით - დააქციოს.

ვარსკვლავების ნაკლებობას არც ფიჯელთა შერკინება განიცდის. „რასინგ 92“-ის მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გასულ წელს ევროპის საკლუბო გათამაშებების საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. მესამეხაზში ჰყავთ „ედინბურგის“ მორაგბე ვილიამე მატა, რომელიც პრო 14-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მშვენიერი მორაგბეები არიან პესელი იატო და კაპიტანი დომინიკო ვაქანიბუროტუ. მოკლედ, შემადგენლობა უძლიერესი ჰყავთ და საოცარი ინდივიდუალისტები არიან, რომლებიც ბრწყინვალედ ბურთაობენ, მაგრამ რამდენად კარგად ითამაშებენ გუნდურად და დისციპლინირებულად, ეს მალე გამოჩნდება.

საინტერესო ფაქტები

  • ფიჯიმ სარეკორდო სხვაობით 1983 წლის 10 სექტემბერს ნიუესთან იმარჯვა - 120:4.
  • „მფრინავმა ფიჯელებმა“ ყველაზე დიდი ანგარიშით 2005 წლის 10 ივნისს ახალ ზელანდიასთან წააგეს - 0:91.
  • ფიჯი ამჟამად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება. მათთვის საუკეთესო შედეგი მე-8 ადგილია, რომელზეც ერთი წლის წინ იმყოფებოდნენ. ყველაზე დაბლა, მე-16 საფეხურზე კი 2012 წელს იყვნენ.
  • ფიჯის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო მექულე ნიკი ლითლია, რომელიც 1996-2011 წლებში თამაშობდა და 670 ქულა გაიტანა. მას აქვს ასევე ყველაზე მეტი 71 კეპი მოხვეჭილი.
  • კუნძულელთა ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ვერენიკი გონევაა, რომლის ანგარიშზეც 21 ლელოა და შანსი აქვს, რომ შედეგი გააუმჯობესოს.
  • მათ სხვადასხვა პერიოდში პირველი დონის გუნდებისთვის ბევრჯერ მოუგიათ. 1952 და 1954 წლებში ავსტრალიას სძლიეს, 1987 წელს არგენტინას 28:9 აჯობეს, 1998 და 2017 წლებში შოტლანდია დაამარცხეს, 2007 წელს უელსი ჩატოვეს მსოფლიო თასის ჯგუფში, 2018 წელს საფრანგეთზე ძლიერები აღმოჩნდნენ, 2019 წელს კი „მაორი ოლ ბლექსს“ სძლიეს,   იტალიას კი სხვადასხვა პერიოდში ხუთჯერ მოუგეს, მათ შორის ბოლოს 2017 წლის ივნისში.
  • ფიჯის ნაკრებს სულ 342 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 49.12% ანუ 168 მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა, 164 შემთხვევაში დამარცხდა, ხოლო 10 თამაში ფრედ დასრულდა.