უელსი

უელსი

მსოფლიო რეიტინგი #5

როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?
ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
მეოთხედფინალის ყველა წყვილის ვინაობა ცნობილია!
უელსმა შეხვედრა მოიგო, ურუგვაიმ - გულშემატკივრების გულები
ჯონათან დევისის ულამაზესი ოფლოუდი და უელსელთა ლელო [VIDEO]
უელსი - ფიჯი 29:17 [VIDEO]
უელსმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, ფიჯიმ მსოფლიო თასი ღირსეულად დაასრულა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
ფიჯისა და უელსის ყველაზე ცნობილი მატჩი მსოფლიო თასზე [VIDEO]
კურიოზული მომენტები მიმდინარე მსოფლიო თასიდან [VIDEO]
ხუთი ულამაზესი არეკნი მიმდინარე მსოფლიო თასზე [VIDEO]
ხუთი დაუვიწყარი ლელო მიმდინარე მსოფლიო თასზე [VIDEO]
ავსტრალია - უელსი 25:29 [VIDEO]
უელსმა ავსტრალია უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
უელსი - საქართველო 43:14 [ვრცელი ვიდეომიმოხილვა]
ალან უინ ჯონსი:"პირველ ტაიმში ძალაინ კარგი თამაში ვაჩვენეთ"
უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]
საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო უელსთან უშანსოდ მარცხდება
ლუკ პირსი, რომელიც უელსშია დაბადებული, საქართველო - უელსის მატჩში იმსაჯებს
საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]
უელსის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]
უელსის რაგბის კავშირმა საქართველოს ნაკრებს სტატია მიუძღვნა
ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეები მსოფლიო თასზე?
"შოკირებულნი ვიყავით" - გეთლენდი რობ ჰოულის მიმართ ბრალდებას გამოეხმაურა
უელსის ნაკრებს აზარტული თამაშების გამო მწვრთნელი გამოაკლდა

შემადგენლობა

ელიოტ დი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 25

კეპი: 21

რაიან ელიასი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 24

კეპი: 8

კენ ოუენსი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 32

კეპი: 66

რის ქერი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 1

ტომას ფრანცისი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 42

უინ ჯონსი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 14

დილონ ლევისი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 14

ნიკი სმიტი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 30

ჯეიკ ბელი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 35

ადამ ბერდი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 15

კორი ჰილი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 34

ალან უინ ჯონსი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 34

კეპი: 127

ჯეიმს დევისი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 5

როს მორიანტი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 33

ჯოშ ნავიდი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 281

კეპი: 18

აარონ შინგლერი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 32

კეპი: 20

ჯასტინ ტიპურიკი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 65

აარონ ვეინურაითი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 21

კეპი: 11

ალედ დევისი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 27

კეპი: 19

გარეთ დევისი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 43

ტომოს უილიამსი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 24

კეპი: 8

დენ ბიგარი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 29

კეპი: 72

რის პაჩელი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 26

კეპი: 11

ჯონათან დევისი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 31

კეპი: 75

ჰედლი პარკსი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 31

კეპი: 17

ოუენ უატკინი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 22

კეპი: 16

ჯოშ ადამსი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 24

კეპი: 13

ჰალამ ემოსი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 24

კეპი: 20

ჯორჯ ნორსი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 85

ლი ჰალფპენი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 81

ლიამ უილიამსი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 28

კეპი: 56

უელსში რაგბი სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება და ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ის რელიგიისავითაა. უელსმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1881 წლის 19 თებერვალს ინგლისის წინააღმდეგ გამართა და 0:8 დამარცხდა. მათ "დრაკონების" ზედმეტსახელით იცნობენ.

უელსი მსოფლიო თასებზე

დრაკონებიპირველი დონის სარაგბო ქვეყნების სიას მიეკუთვნებიან და გასაკვირი არაა, რომ რვავე მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად ამისა, ფინალში არასდროს გასულან და მათი საუკეთესო შედეგი მე-3 ადგილია, რომელიც პირველივე მსოფლიო თასზე 1987 წელს მოიპოვეს.

ნახსნებ 1987 წელს უელსმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქეს: ირლანდიას (13:6), ტონგას (29:16) და კანადას (40:9) სძლია, მეოთხედფინალში გავიდა და ინგლისის ნაკრებს აჯობა (16:3), ნახევარფინალში კი ახალ ზელანდიასთან უშანსოდ დამარცხდა (6:49), ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ავსტრალიას მინიმალური სხვაობით 22:21 მოუგო.

1991 წლის და 1995 წლის მსოფლიო თასებმა უელსელთათვის კრახით ჩაიარა. მეორე პლანეტის პირველობაზე მათ ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მოუგეს (16:7), თუმცა დასავლეთ სამოასთან (13:16) და ავსტრალიასთან (3:38) დამარცხდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ, ისევე როგორც ოთხი წლის თავზე, როდესაცდრაკონებმაჯგუფურ ეტაპზე კვლავ ერთი მატჩი მოიგეს. მათ იაპონია გაანადგურეს (57:10), მაგრამ ახალზელანდიასთან (9:34) და ირლანდიასთან (23:24) წააგეს.

1999 წლის მსოფლიო თასს უელსმა უმასპინძლა. მათ ჯგუფურ ეტაპზე იაპონია (64:15) და არგენტინა დაამარცხეს (23:18), სამოასთან კი წააგეს (31:38), მაგრამ მეოთხედფინალში მაინც პირველი ადგილით გავიდნენ, სადაც ავსტრალიასთან დამარცხდნენ (9:24).

2003 წელსდრაკონებმაკანადას (41:10), ტონგას (27:20) და იტალიას (27:15) აჯობეს, ხოლოოლ ბლექსთანუხვქულიან მატჩში დამარცხდნენ (37:53). მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან ინგლისთან წააგეს (28:17).

2007 წლის მსოფლიო თასი ძალიან წარუმატებელი გამოდგა: მათ კანადის (42:17) და იაპონიის (72:18) დამარცხება შეძლეს, თუმცა ავსტრალიასთან (20:32) და ფიჯისთან (34:38) მატჩები დათმეს და ფლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

2011 წლის პლანეტის პირველობაზე უელსის ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ჯგუფში სამოას (17:10), ნამიბიას (81:7) და ფიჯის (66:0) მოუგო, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (16:17). მეოთხედფინალში ფინალშიდრაკონებმაირლანდიას აჯობეს (22:10), ნახევარფინალში კი მასპინძელ საფრანგეთთან ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს (8:9). იმ თამაშში მე-18 წუთზე მოედნიდან სემ უარბარტონი წითელი ბარათით გააძევეს დადრაკონებსერთ საათზე მეტი 14 კაცით მოუწიათ თამაში, თუმცა მათ მაინც ბოლომდე იბრძოლეს და ფინალამდე სულ ცოტა დააკლდათ: ფრანგებიდან სამი ჯარიმა მორგან პარამ გაიტანა, საპასუხოდ ჰუკმა ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ფილიპსმა ლელო დადო, მაგრამ მისი გარდასახვა ვერ მოხერხდა და გადამწყვეტი სწორედ ეს 2 ქულა გამოდგა. მე-3 ადგილისთვის მატჩში უელსი ავსტრალიასთან 18:21 დამარცხდა.

უკანასკნელ მსოფლიო თასზე კი, უელსმა ურთულესი ჯგუფიდან შეძლო გასვლა. ისინი ავსტრალიასთან დამარცხდნენ (6:15), სამაგიეროდ მოუგეს მასპინძელ ინგლისს (28:25) და ჯგუფში ჩატოვეს. გარდა ამისა, “დრაკონებმაფიჯის (23:13) და ურუგვაის (54:9) სძლიეს, მეოთხედფინალში კი სამხრეთ აფრიკასთან ბოლო წუთებზე გაშვებული ლელოთი დამარცხდნენ (19:23).

უელსი 6 ერის გათამაშებაში

2000 წელს ევროპულ სარაგბო ელიტას იტალიის ნაკრები შეუერთდა და 5 ერის ჩემპიონატი, 6 ერად იქცა. მას შემდგომ გამართული 17 გათამაშებიდან, უელსმა 4-ჯერ მოახერხა ტურნირის მოგება: 2005, 2008, 2012 და 2013 წლებში. პირველ სამ შემთხვევაში მან ყველა მეტოქე დაამარცხა დაგრანდ სლემისწოდება მოიპოვა. “დრაკონებისთვისყველაზე წარუმატებელი 2003 წლის გათამაშება გამოდგა, როდესაც უკანასკნელ ადგილზე გავიდა დახის კოვზიერგო.

მას შემდეგ, რაც 6 ერის ტურნირი არსებობს, გუნდებმა სულ 95-ჯერ ითამაშეს. “დრაკონებმა” 55 მატჩი მოიგეს, 37 წააგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს.

უკანასკნელ გათამაშებაში უელსმა ყველა მატჩი მოიგო, შესაბამისად 6 ერში დიდი სლემით იჩემპიონა.

გეტყვით იმასაც, რომ 5 ერის გათამაშების პერიოდში (1940-1999) უელსმა ეს ტურნირი 15-ჯერ მოიგო.

წამყვანი მოთამაშეები

უელსელებმა ბოლო ორი წელია იმ ლეგიონერებზე შეზღუდა დააწერესეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა თამაშობენ და ამიტომაც, წლების მანძილზე ძირითადი ცხრა ნომერი რის ვები განაცხადში ვერ მოხვდა, რომელიც "ტულონში" ასპარეზობს. ტრავმების გამო კი, გუნდს მგეზავი გარეთ ენსკომბი და მესამეხაზელი ტაულუპე ფალეტაუ გამოაკლდნენ.

რაც შეეხება საკვანძო მოთამაშეებს. გუნდის სული და გული ლეგენდარული მეორეხაზელი ალან უინ ჯონსია, რომელსაც ამ მსოფლიოს მერე ყველაზე მეტი კეპი ექნება მოხვეჭილი. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ლიამ უილიამსზე, ლი ჰალფპენიზე და ჯორჯ ნორსიზე. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ფალეტაუ, "დრაკონების" მესამე ხაზი მაინც ძალზე ძლიერია და მათ რიგებში ჯოშ ნავიდის, როს მორიარტის, აარონ შინგლერის და ჯასტინ ტიპურიკის დონის მორაგბეები არიან. არ უნდა დავივიწყოთ ღერძი, გარეთ დევისის და დენ ბიგარის დუეტი. მიუხედავად იმისა, რომ ბიგარს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, მაინც უმაღლესი დონის მგეზავია და თუ თამაში წაუვიდა, მაშინ მოწინააღმდეგეს უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას.

საკლუბო დონე

უელსის პირველობა ფრინსიფალითი პრემიერშიფი ორ დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებადაა დაყოფილი, რომელშიც 8-8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თუმცა, ეს ჩემპიონატი უელსელთათვის მეორე ხარისხოვანია, რადგან მათთვის უმთავრესი პრო 14 არის, რომელშიც 4 უელსური ფრანჩიზი ("სკარლეტსი", "ოსპრეიზი", "დრაგონსი" და "კარდიფ ბლუზი") ასპარეზობს დადრაკონებიშევსების უდიდესს ნაწილს სწორედ მათგან იღებენ. ოთხივე ეს გუნდი, რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებენ ევროპის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე

საინტერესო ფაქტები უელსის შესახებ

  • დრაკონებმასარეკორდო გამარჯვება 2004 წლის 26 ნოემბერს იაპონიასთან გამართულ მატჩში იზეიმეს - 98:0.
  • უელსელები ყველაზე დიდი ანგარიშით 1998 წლის 27 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 13:96.
  • უელსის ნაკრების კაპიტანი 32 წლის მეორეხაზელი ალუნ უინ ჯონსია, რომლის ანგარიშზეც 128 სანაკრებო მატჩია და რეკორდის განმეორებამდე ერთი მატჩიღა აშორებს.
  • უელსელთა მაისურით ყველაზე მეტი 58 ლელო, ლეგენდარულ შეინ უილიამსს (2000-2011) აქვს გატანილი.
  • მათი რიგებიდან ყველაზე მეტი 1049 ქულა ნილ ჯენკინსის ანგარიშზეა.
  • 36 წლის ბურჯს გეთინ ჯენკინსს უელსელთა რიგებში ყველაზე მეტი 129 კეპი აქვს მოხვეჭილი.
  • უელსს სხვადასხვა პერიოდში ყველა ის ნაკრები ჰყავს დამარცხებული, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი კი მხოლოდ რამდენიმე გუნდთან აქვს: ავსტრალიასთან (11 მოგება, 30 მარცხი, 1 ფრე), ინგლისთან (59 მოგება, 63 მარცხი, 12 ფრე), ახალზელანდიასთან (3 მოგება, 31 მარცხი) და სამხრეთ აფრიკასთან (6 მოგება, 28 მარცხი, 1 ფრე).
  • უელსს სულ 724 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მატჩების 52.49% ანუ 380 თამაში მოიგო, 315 წააგო და 29-ჯერ ფრედ ითამაშა.
  • დრაკონებს” 2007 წლიდან უორენ გეტლანდი წვრთნის, რომელიც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2013 და 2017 წლის ტურნეებს ედგა სათავეში.