ავსტრალია

ავსტრალია

მსოფლიო რეიტინგი #6

ინგლისი - ავსტრალი 40:16 [VIDEO]
ინგლისმა ავსტრალია დიდი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]
ინგლისური რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი ავსტრალიასთან [VIDEO]
თინეიჯერი ავსტრალიელი მორაგბე ინგლისთან მატჩში რამდენიმე რეკორდს დაამყარებს
როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?
ავსტრალია და ინგლისი დაირაზმნენ
ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
მეოთხედფინალის ყველა წყვილის ვინაობა ცნობილია!
ავსტრალია - საქართველო 27:8 [VIDEO]
დევიდ პოქოქი: "დაცვაში დიდებულად ვითამაშეთ"
პირველად ისტორიაში: საქართველო ავსტრალიის წინააღმდეგ [პრევიუ]
ავსტრალიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
მაიკლ ჩეკა: "საქართველო ძალიან დახვეწილი მეტოქეა"
ავსტრალია საქართველოს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს
დევიდ პოქოქი: "საქართველოსგან და ურუგვაისგან დაცვაში ბევრი რამის სწავლა შეიძლება"
მსოფლიო თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი
მაიკლ ჩეკა: "არ შეიძლება ამდენჯერ დაჯარიმება"
ტევიტა კურიდრანი: "პირველ ტაიმში ხარვეზები გვქონდა"
ავსტრალია - ურუგვაი 45:10 [VIDEO]
ავსტრალიამ ურუგვაის ბონუსით სძლია
სამუ კერევი: "რაგბიში შეტაკებები ხშირია და თუ უბრალო შეხებით თამაში გსურს, მაშინ კალათბურთი უნდა ითამაშო"
მაიკლ ჩეკა: " ალბათ ავსტრალიის ნაკრებს არ აქვს შერკინებაში თამაშის უფლება"
ავსტრალია - უელსი 25:29 [VIDEO]
უელსმა ავსტრალია უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა
რის ჰოჯი სამი კვირით დასაჯეს და საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

შემადგენლობა

ფოლაუ ფაინგა'ა

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 24

კეპი: 11

ტოლუ ლატუ

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 26

კეპი: 24

ჯორდან უელესი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 22

კეპი: 3

ალან ალაალატოა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 34

სეკოპე კეპუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 33

კეპი: 105

სკოტ სი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 58

ჯეიმს სლიპერი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 90

ტანიელა ტუპო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 15

რორი არნოლდი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 22

ადამ კოულმენი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 33

იზაკ როდა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 21

რობ სიმონსი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 97

ჯეკ დემპსი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 11

მაიკლ ჰუპერი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 95

ისი ნაისარანი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 4

დევიდ პოკოქი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 77

ლუქან სალაკაია-ლოტო

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 15

უილ გენია

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 31

კეპი: 104

ნიკ უაითი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 26

ბერნარდ ფოლი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 30

კეპი: 69

კრისტიან ლეალიიფანო

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 31

კეპი: 22

სამუ კერევი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 29

ტევიტა კურიდრანი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 60

ჯეიმს ო'კონორი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 29

კეპი: 47

მეთ ტუმოა

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 29

კეპი: 46

ადამ ეშლი-კუპერი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 35

კეპი: 118

რის ჰოჯი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 37

მარიკა კოროიბეტე

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 23

ჯორდან პეტაია

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 19

კეპი: 0

ქერთლი ბილი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 87

დეინ ჰეილეტ-პეტი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 32

ავსტრალიის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო 1899 წლის 24 ივნისს გამართა და ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს 13:3 სძლია. გუნდის ზედმეტსახელი „ვოლაბებია“, რაც ქართულად კენგურუებს ნიშნავს.

ავსტრალია მსოფლიო თასებზე

ვოლაბებს“ რვავე მსოფლიო თასზე უთამაშიათ და ორ შემთხვევაში ოქროს მედლების მოპოვება მოახერხეს. „კუნგურუებმა“ პირველად მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წოდება 1991 წელს მოიპოვეს, როდესაც ფინალში ინგლისი „თვიქნემ სთედიუმზე“ 12:6 დაამარცხეს, ხოლო მეორედ 1999 წელს „მილენიუმ სთედიუმზე“ იპირველეს, სადაც გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთს დამაჯერებლად 35:12 სძლიეს.

ავსტრალიის ნაკრები ორ შემთხვევაში ფინალში დამარცხდა. 2003 წელს სიდნეიში ინგლისთან დამატებით დროში 17:20 დამარცხდნენ, ხოლო უკანასკნელ, 2015 წლის მსოფლიო თასზე „თვიქნემ სთედიუმზე“ ახალ ზელანდიასთან იყვნენ უძლურნი - 17:34.

2011 წელს „ვოლაბებს“ ბრინჯაოს მედალი ერგოთ, 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავეს, ხოლო 1995 და 2007 წლებში გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

ავსტრალია რაგბი ჩემპიონშიპში

ტურნირი 1996 წელს დაარსდა და თავდაპირველად სამი ერი არსებობდა, რომელშიც მონაწილეობას ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა იღებდნენ. ამ პერიოდში „ვოლაბებმა“ 72 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 29-ჯერ მოიგეს, 42-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ავსტრალია ჩემპიონი სამჯერ გახდა.

2012 წლიდან გათამაშებას არგენტინა დაემატა და მას შემდგომ გამართული 42 შეხვედრიდან, ავსტრალიელებმა 19-ჯერ იმარჯვეს, 20-ჯერ წააგეს და სამ შემთხვევაში ფრედ ითამაშეს. „ვოლაბებმა“ 2015 წელს იჩემპიონეს.

დღევანდელი მდგომარეობა

ბოლო წლებია ავსტრალიის ნაკრები სტაბილურობით ვერ გამოირჩევა. შესაძლოა, ერთ მატჩში საოცრად ითამაშონ და ნებისმიერი მეტოქე უშანსოდ დაამარცხონ, ხოლო მეორე შეხვედრაში ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლონ. ასე მოხდა განვლილ რაგბი ჩემპიონშიპშიც, როდესაც შინ ახალ ზელანდიას 47:26 დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის თავზე იმავე „ოლ ბლექსთან“ 0:36 განადგურდნენ. მოკლედ, „ვოლაბებისთვის“ სტაბილურობა დიდი პრობლემაა და ამის მოგვარების გარეშე, მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ავსტრალიისთვის დიდი პრობლემა იყო და არის ისრაელ ფოლაუს ამბავი და მისი მოკვეთის შემდეგ, ნაკრებში დარჩენილი სიცარიელე, რომლის შევსებასაც მაიკლ ჩეიკა და მთელი ავსტრალიის რაგბის კავშირი ცდილობს, თუმცა მისი დონის შემცვლელი მათ ნამდვილად არ ჰყავთ და საერთოდაც, ფოლაუს დონის ფულბექი, მსოფლიოში რამდენიმე თუ იქნება, მაგრამ ინსტაგრამზე განთავსებული ერთი პოსტის გამო, რომელშიც ისრაელმა აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალები, ლოთები, მეძავები, ქურდები და მატყუარები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ, მორაგბის კარიერაც თავდაყირა დადგა და ავსტრალიაც დაზარალდა, რადგან დეინ ჰეილეტ-პეტისა და ქერთლი ბილი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი ფოლაუს დონის ფულბექები ნამდვილად არ არიან. დანარჩენი კი მსოფლიო თასზე გამოჩნდება.

გამორჩეული მოთამაშეები

ავსტრალიის ნაკრებში უამრავი ძლიერი მორაგბე თამაშობს და ერთი ლიდერის გამოყოფა ალბათ სწორი არ იქნება.

„ვოლაბებისთვის“ ძალიან კარგია, რომ ნაკრებში დაბრუნდა ჯეიმს ო’კონორი, რომელსაც მშობლიური კვართით ნათამაშები 2013 წლის შემდეგ არ ჰქონდა. მან სამ ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ოლ ბლექსთან“ ზემოხსენებულ მოგებულ მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

გუნდის უდავო ლიდერები არიან და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მესამეხაზელებზე: მაიკლ ჰუპერზე და დევიდ პოკოქზე. ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი უილ გენია და უძლიერესი შუამარბების, სამუ კერევის და ტევიტა კურიდრანის დუეტი.

მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებს 35 წლის ადამ ეშლი-კუპერი, რომლის ანგარიშზეც 118 კეპი და 39 გატანილი ლელოა.

საინტერესო ფაქტები

  • ავსტრალიის ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2003 წლის მსოფლიო თასზე იმარჯვა. მათ 25 ოქტომბერს ნამიბია 142:0 გაანადგურეს.
  • „ვოლაბები“ ყველაზე დიდი სხვაობით 2008 წლის 30 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 8:53 დამარცხდნენ.
  • „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებენ. ყველაზე მაღლა 2004 წელს იყვნენ, როდესაც მე-2 პოზიცია ეკავათ, ხოლო ყველაზე უარესი შედეგი მე-7 საფეხურია, რომელზეც ერთი წლის წინ იმყოფებოდნენ.
  • ავსტრალიის ნაკრებში ყველაზე მეტი 139 შეხვედრა ჯორჯ გრეგანს აქვს ნათამაშები, რომელიც 1994-2007 წლებში ასპარეზობდა.
  • „კენგურუების“ კვართით 911 ქულა აქვს გატანილი მაიკლ ლინაგის, რომელიც 1984-1995 წლებში თამაშობდა.
  • „ვოლაბების“ ყველა დროის საუკეთესო მელელოვე დევიდ კამპესია. ის 1982-1996 წლებში ირჯებოდა და მეტოქეთა ლელოს აღება 64-ჯერ მოახერხა.
  • ავსტრალიას ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი მხოლოდ ახალ ზელანდიასთან (44 მოგება, 115 მარცხი, 7 ფრე) და სამხრეთ აფრიკასთან (37 მოგება, 48 მარცხი, 3 ფრე), ხოლო ინგლისთან მინიმალური უპირატესობა აქვს (25 მოგება, 24 მარცხი, 1 ფრე).
  • ავსტრალიას სულ 635 ტესტ-მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 50.71% ანუ 322 შეხვედრა მისი გამარჯვებით დასრულდა, 294-ჯერ დამარცხდა და 19-ჯერ ფრედ ითამაშა. მათ ანგარიშზე 13354 გატანილი ქულაა, ხოლო 11218 ქულა გაუშვეს.
  • საკლუბო დონეზე სუპერ რაგბიში ოთხი ფრანჩიზი ჰყავთ: „ვორათასი“, „ბრამბიზი“, „ქუინსლენდ რედსი“ და „რებელსი“.