აშშ

აშშ

მსოფლიო რეიტინგი #14

2020 წლის ამერიკის 6 ერის კალენდარი
ავსტრალია 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის ფავორიტია
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
ამერიკა - ტონგა 19:31 [VIDEO]
ტონგამ ამერიკა ბონუს ქულით დაამარცხა
არგენტინა - აშშ 47:17 [VIDEO]
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
საფრანგეთი - ამერიკა 33:9 [VIDEO]
ბრწყინვალე მომენტი საფრანგეთისა და ამერიკის მატჩის შემდეგ
გარი გოლდი: "65 წუთის მანძილზე შანსს ვინარჩუნებდით"
ამერიკა ბოლოს მაინც გატყდა: საფრანგეთმა მორიგი მატჩი მოიგო
მოსალოდნელი საფრთხის გამო, მსოფლიო თასის მატჩი, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს
ჯონ ქუილი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
მსოფლიო თასზე პირველი წითელი ბარათი ამერიკამ მიიღო
ინგლისმა ამერიკასთან გაისეირნა
ინგლისი ამერიკას მარტივად ამარცხებს
ინგლისი ამერიკის ბონუსით დამარცხებას გადახალისებული შემადგენლობით გეგმავს [პრევიუ]
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]
ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეები მსოფლიო თასზე?

შემადგენლობა

დილან ფოუსითი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 29

კეპი: 11

ჯეიმს ჰილტერბრენდი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 30

კეპი: 19

ჯო ტაუფეტე'ე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 26

კეპი: 22

დევიდ აინუუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 19

კეპი: 8

ოლივე კილიფი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 26

ერიკ ფრი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 44

ტიტი ლამოსიტელე

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 27

პოლ მულენი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 13

ნეით ბრექელი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 20

ნიკ ჩივეტა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 23

ბენ ლენდრი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 21

გრეგ პეტერსონი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 25

მელონ ალ-ჯიბური

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 22

კეპი: 4

ჰანკო გერმიშუისი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 16

ტონი ლემბორნი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 19

ბენ პიკელმენი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 2

ჯონ ქუილი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 35

სემ დოლანი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 46

ნეით ოგსპურგერი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 23

შონ დევისი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 24

რუბენ დე ჰაასი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 20

კეპი: 13

ეიჯეი მაკგინთი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 29

კეპი: 24

უილ მეჯი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 27

კეპი: 24

ბრაის კემპბელ

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 24

კეპი: 27

პოლ ლასიკე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 29

კეპი: 15

ტრეთონ პალამო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 18

მარსელ ბრეჩი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 31

კეპი: 18

მარტინ იოსეფო

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 29

კეპი: 5

მაიკ ტეო

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 23

ბლეინ სქალი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 31

კეპი: 49

უილ ჰული

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 25

კეპი: 11

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1912 წლის 16 ნოემბერს გამართა და 8:12 დამარცხდა. გუნდის ზედმეტსახელი და სიმბოლო „არწივებია“.

აშშ მსოფლიო თასებზე

ამერიკის შეერთებულ შტატებს შვიდ მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული. “არწივებმა” 1995 წელს ვერ შეძლეს გასვლა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინასთან ორივე მატჩში დამარცხდნენ.

ამერიკელები ჯგუფური ეტაპიდან არასდროს გასულან და მათთვის საუკეთესო შედეგი ჯგუფში ერთი მატჩის მოგებაა. 1987 წელს აშშ ავსტრალიასთან, ინგლისთან და იაპონიასთან ერთად მოხვდა და მე-3 ადგილზე გავიდა. “საკურებს” 21:18 მოუგეს, ხოლო “ვოლაბებთან” (12:47) და “წითელ ვარდებთან” (6:34) უშანსოდ დამარცხდნენ.

1991 წელს სამივე მატჩი წააგეს (იტალიასთან, ინგლისთან და ახალზელანდიასთან) და ბოლო ადგილზე გავიდნენ. მომდევნო მსოფლიო თასზე არ უთამაშიათ, ხოლო 1999 წელს კვლავ სამივე მატჩი დათმეს: რუმინეთთან მცირე სხვაობით დამარცხდნენ (25:27), ხოლო ირლანდიასთან (8:53) და ავსტრალიასთან (19:55) შანსი არ ჰქონიათ.

2003 წლის პლანეტის პირველობაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და თითო ჯგუფში უკვე ხუთი გუნდი იმყოფებოდა. ამ გათამაშებაში "არწივებს" კარგი შანსი ჰქონდათ, რომ პირველად ორი თამაში მოეგო, თუმცა ფიჯისთან მინიმალური სხვაობით 18:19 დამარცხდნენ. ამერიკელებმა ორი შეხვედრა შოტლანდიასთან (15:39) და საფრანგეთთან (14:41) წააგეს, ხოლო იაპონიას 39:26 მოუგეს.

მომდევნო მსოფლიო თასზე აშშ რთულ ჯგუფში მოხვდა. ჩრდილო ამერიკელებმა ინგლისთან (10:28), ტონგასთან (15:25) და სამოასთან (21:25) ღირსეული მარცხი განიცადეს, სამხრეთ აფრიკასთან კი 15:64 განადგურდნენ.

2011 წელს მათ რუსეთის ნაკრებს სძლიეს (13:6), ირლანდიასთან (10:22) და იტალიასთან (10:27) ბრძოლაში დამარცხდნენ, ავსტრალიასთან (5:67) კი დიდი ანგარიშით წააგეს და საბოლოო ჯამში მე-4 ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხება უკანასკნელ 2015 წლის მსოფლიო თასს, თუ აქამდე აშშ იაპონიას ყოველთვის ჯობნიდა და სამი მოგებიდან ორი სწორედ “საკურებთან” ჰქონდა მოგებული, ამჯერად 18:28 წააგო. გარდა ამისა, “არწივები” სამოასთან (15:26) და შოტლანდიასთან (16:39) დამარცხდნენ, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან მშრალზე განადგურდნენ (0:64) და ბოლო ადგილი დაიკავეს.

"არწივებს" ჯამში მსოფლიო თასზე 25 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 3-ჯერ იმარჯვეს და 22-ჯერ დამარცხდნენ. სულ 350 ქულა აქვთ გაიტანეს და 892 აქვთ გაუშვეს.

დღევანდელი მდგომარეობა

აშშ-ის ნაკრები პროგრესირებს და უშუალო კონკურენტს კანადას აშკარად აჯობა, თანაც ბევრად. ეს ურთიერთშეხვედრებშიც აისახება: კანადამ “არწივების” დამარცხება ბოლოს 2013 წელს შეძლო, ხოლო მას შემდეგ გამართული 12 მატჩიდან 11 ამერიკელებმა მოიგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. არადა, იქამდე უფრო წინ ყოველთვის კანადა იდგა და ეს ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებიდანაც ჩანს: 1977 წლიდან ერთმანეთის წინააღმდეგ 63-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 38-ჯერ კანადამ იმარჯვა, 23-ჯერ ამერიკამ, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

აშშ მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-14 ადგილზეა. მათთვის საუკეთესო შედეგი მე-12 ადგილია (2018 წელი), ხოლო უარესი მე-20 პოზიცია (2008 წელი).

საკლუბო დონეზე ამერიკელები წინ და წინ მიიწევენ. 2018 წელს მათ „მეიჯორ რაგბი ლიგა“ დაარსეს, რომელიც ჯერ 7, შემდეგ 9 გუნდისგან შედგებოდა, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 12-მდე გაიზრდება და ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად ჩატარდება. ამერიკელებმა უკვე შეძლეს და რამდენიმე საინტერესო მორაგბის, მათ შორის ფრანგი ვარსკვლავის მატიო ბასტაროს დამატება და უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ჩემპიონატის განვითარებას სერიოზულად მოკიდეს ხელი.

გამორჩეული მოთამაშეები

ამერიკელებს რამდენიმე კარგი ლეგიონერები ჰყავთ, რომლებიც უმეტესად ინგლისის პრემიერშიპში ასპარეზობენ. თუმცა, პირველ რიგში ალბათ, „ვუსტერ უორიორსის“ კვაჭი ჯო ტაუფეტე’ე და „სეილ შარქსის“ მგეზავი ეიჯეი მაკგინთი უნდა გამოვარჩიოთ, რომლებიც საკმაოდ მაღალი დონის მორაგბეები არიან და მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ისევე როგორც გუნდის კაპიტან ბლეინ სქალიზე. 

გარდა ამისა, „არწივების“ რიგებში არიან „ჰარლექუინსის“ შუამარბი პოლ ლასიკე, „ლონდონ აირიშის“ შუამარბი ბრაის კემპბელი, „ნიუკასლ ფალკონსის“ მეორეხაზელი გრეგ პეტერსონი და „ტულუზის“ 19 წლის პერსპექტიული ბურჯი დევიდ აინუ’უ. ნაკრებში აღარაა სამუ მანოა, რომელმაც საერთაშორისო კარიერა გასულ წელს დაასრულა.  

საინტერესო ფაქტები

  • “არწივებმა” სარეკორდო გამარჯვება 2006 წლის 1 ივლისს ბარბადოსის წინააღმდეგ იზეიმეს – 91:0.
  • ყველაზე დიდი მარცხი კი 1999 წლის 21 აგვისტოს ინგლისთან განიცადეს – 8:106.
  • აშშ-ის მაისურით ყველაზე მეტი 26 ლელო ვაეა ანიტონის აქვს დადებული, რომელიც ნაკრებში 1992-2000 წლებში (46 კეპი მოიხვეჭა) თამაშობდა.
  • ამერიკელთა რიგებში ყველაზე მეტჯერ ტოდ კლევერს უთამაშია. მან “არწივების” მაისური 76-ჯერ მოირგო, 2003-2017 წლებში თამაშობდა.
  • ყველაზე მეტი 465 ქულა მაიკ ჰერკუსს აქვს გატანილი, რომელიც აშშ-ის ღირსებას 2002-2009 წლებში იცავდა.
  • ამერიკელთა პრინციპული მეტოქე კანადის ნაკრებია. სულ 63-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 23-ჯერ “არწივებმა” იმარჯვეს, 38-ჯერ “ნეკერჩხლებმა”, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • აშშ-ს პირველი დონის გუნდი ორჯერ ჰყავს დამარცხებული. პირველად, შორეულ 1924 წელს: 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთს 17:3 მოუგეს, ხოლო მეორედ 2018 წლის 16 ივნისს შინ შოტლანდიას 30:29 სძლიეს. ძლიერი გუნდებიდან ფიჯი და ტონგა თითოჯერ ჰყავთ დამარცხებული, ხოლო იაპონიასთან გამართული 23 მატჩიდან 13-ჯერ “არწივებს” დარჩათ გამარჯვება.
  • "არწივებს" სულ 257-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც მატჩების 36.96%, ანუ 95 შეხვედრა მოგებული აქვთ, 158 წაგებული და 4 მატჩი ფრედ დაასრულეს.