ტონგა

ტონგა

მსოფლიო რეიტინგი #15

მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #20: ტონგელი მორაგბის ბრწყინვალე ბოჭვა [VIDEO]
ბენ ტამეიფუნა საფრანგეთში 160 კგ დაბრუნდა, რისთვისაც სასჯელი ემუქრება
ბრწყინვალე სანახაობა - ერთდროული ჰაკა VS სიპიტაუ, ახალი ზელანდიის და ტონგას შესრულებით 2003 წლის მსოფლიო თასზე [VIDEO]
ტონგელმა კვაჭმა დისკვალიფიკაციის რეკორდი დაამყარა
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
ამერიკა - ტონგა 19:31 [VIDEO]
ტონგას მწვრთნელი: "რომელმა იდიოტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება"?
ტონგამ ამერიკა ბონუს ქულით დაამარცხა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
მსოფლიო თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი
საფრანგეთი - ტონგა 23:21[VIDEO]
საფრანგეთმა ტონგას ორქულიანი სხვაობით აჯობა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
არგენტინა - ტონგა 28:12 [VIDEO]
არგენტინამ ტონგა ბონუსით დაამარცხა
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
ინგლისი - ტონგა 35:3 [VIDEO]
ინგლისმა ბონუსი ბოლოსკენ გაინაღდა და 32-ქულიანი სხვაობით იმარჯვა
ინგლისი ტონგას ამარცხებს
საქმეში ინგლისიც ერთვება: "წითელი ვარდები" ტონგას უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშებიან  [პრევიუ]
ტონგას შერკინება ინგლისთან თითქმის ერთი ტონა იქნება
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]
ინგლისი - ტონგა (შემადგენლობები)

შემადგენლობა

სიუა მაილე

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 22

კეპი: 1

პოლ ნგაუამო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 29

კეპი: 19

სოსეფო საკალია

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 27

კეპი: 10

მა'აფუ ფია

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 6

ვუნიპოლა ფიფიტა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 2

სიგფრიდ ფისი'იჰოი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 9

სიუა ჰალანუკონუკა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 33

კეპი: 11

ლატუ ტალაკაი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 6

ბენ ტამეიფუნა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 11

ლევა ფიფიტა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 15

სემ ლოუსი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 4

სტივ მაფი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 32

დანიელ ფალეაფა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 22

სიონე კალამაფონი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 33

ზანე კაპელი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 6

ფოტუ ლოკოტუი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 9

ნასი მანუ

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 3

მაამა ვაიპულუ

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 8

სამისონი ფისილაუ

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 31

კეპი: 19

ლეონ ფუკოფუკა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 25

კეპი: 7

სონატანე ტაკულუა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 28

კეპი: 34

ჯეიმს ფაივა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 25

კეპი: 5

კურტ მორაცი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 34

კეპი: 37

მალი ჰინგანო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 27

კეპი: 4

სიალე პიუტაუ

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 33

კეპი: 39

ნაფი ტუიტავაკე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 13

ვილიამი ლოლოჰეა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 9

ატიელი პაკალანი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 30

კეპი: 10

კუპერ ვუნა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 32

კეპი: 13

დევიდ ჰალაიფონუა

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 32

კეპი: 33

ტელუსა ვეაინუ

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 28

კეპი: 9

ლატიუმე ფოსიტა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 27

კეპი: 29

ტონგაში რაგბი ეროვნულ სახეობად ითვლება. მათ პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1924 წლის 25 აგვისტოს ფიჯის წინააღმდეგ გამართეს და 9:6 იმარჯვეს. ზედმეტსახელი და სიმბოლო „იკალე ტაჰია“, რაც ქართულად „ზღვის არწივებად“ ითარგმნება.

ტონგა მსოფლიო თასებზე

ტონგას შვიდ მსოფლიო თასზე უთამაშია და მხოლოდ 1991 წლის პირველობაზე არ მიუღია მონაწილეობა. ფიჯისგან და სამოასგან განსხვავებით, მათ პლეი-ოფში არასდროს უთამაშიათ, თუმცა ორ შემთხვევაში ორი მატჩის მოგება შეძლეს და ხმაურიანი სენსაციაც შემოგვთავაზეს.

1987 წელს მათ კანადასთან (4:37), უელსთან (16:29) და ირლანდიასთან (9:32) წააგეს.

1995 წელს კოტ დ’ივუარს 29:11 მოუგეს და ისტორიული გამარჯვება იზეიმეს, თუმცა შოტლანდიასთან (5:41) და საფრანგეთთან (10:38) უშანსოდ დამარცხდნენ.

მომდევნო მსოფლიოზე მათ იტალიას აჯობეს (28:25), მაგრამ ახალ ზელანდიასთან (9:45) და ინგლისთან (10:101) წარმატების შანსი არ ჰქონიათ.

2003 წელი კი უფრო წარუმატებელი გამოდგა და „იკალე ტაჰიმ“ ყველა მატჩი წააგო: იტალიასთან (12:36), უელსთან (20:27), ახალ ზელანდიასთან (7:91) და კანადასთან (7:24).

2007 და 2011 წლების მსოფლიო თასები ტონგასთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან მათ ორ-ორი თამაშის მოგება მოახერხეს. 2007 წელს აშშ-ს (25:15) და ტონგას (19:15) მოუგეს, ხოლო ინგლისთან (20:36) და სამხრეთ აფრიკასთან (25:30) დამარცხდნენ.

2011 წელს ტონგელებმა მსოფლიო თასების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს და მომავალი ფინალისტი საფრანგეთი 19:14 დაამარცხეს. მათ იაპონიასაც სძლიეს (31:19), მაგრამ სამაგიეროდ კანადასთან 20:25 წააგეს და ამის გამო ჯგუფიდან ვეღარ გავიდნენ. ახალ ზელანდიასთან მარცხი (10:41) კი ჩვეულებრივი ამბავია.

ტონგას მომდევნო მსოფლიო თასზეც იგივე გეგმა ჰქონდა, მაგრამ ბევრისთვის მოულოდენლად საქართველოსთან 10:17 დამარცხდა და ერთი თამაშის მოგებით მოუწია დაკმაყოფილება. კუნძულელებმა ნამიბიას 35:21 მოუგეს, არგენტინასთან (16:45) და ახალ ზელანდიასთან (9:47) კი უშანსოდ იყვნენ.

დღევანდელი მდგომარეობა

ტონგას დღესაც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა გაცილებით ძლიერი იქნებოდა რომ არა, გადინების პროცესი, რაც კუნძულელთა განვითარებას ხელს უშლის. რომ გადავხედოთ წამყვან ნაკრებებს, ტონგური წარმოშობის მორაგბეებს არაერთ გუნდში ვნახავთ. მაგ: უელსში ტაულუპე ფალეტაუა, ინგლისში მაკო და ბილი ვუნიპოლები, ახალ ზელანდიაში შენონ ფრიზელი და ა.შ.

გუნდმა ზაფხულში წყნარი ოკეანის თასზე ითამაშა, სადაც იაპონიასთან (7:41) და სამოასთან (17:25) დამარცხდა, ხოლო კანადას 33:23 სძლია. ამის შემდეგ კი, სამი მოსამზადებელი ტესტ-მატჩი გამართა, რომელშიც „ვესტერ ფორსს“ 19:15 მოუგო, ფიჯისთან 19:29 წააგო, ხოლო ახალ ზელანდიასთან (7:92) განადგურდა.

გამორჩეული მოთამაშეები

ყველაზე ცნობილი მოთამაშე ალბათ „რასინგ 92“-ის მარჯვენა ბურჯი ბენ ტამეიფუნაა, რომელიც ძალიან ძლიერი მოთამაშეა, როგორც სტატიკაში, ასევე დინამიკაში. მეორე ხაზში სტივ მაფი ჰყავთ, რომელიც წლების განმავლობაში „კასტრში“ ასპარეზობდა და 2018 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ახალი სეზონიდან კი „ლონდონ აირიშს“ შეუერთდება.   

ჰყავთ საკმაოდ კარგი ცხრა ნომერი სონატანე ტაკულუა, რომელიც ინგლისურ „ნიუკასლ ფალკონსში“ ასპარეზობს. არ უნდა დავივიწყოთ გამოცდილი მგეზავი კურტ მორაცი და რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანი, „ბრისტოლის“ შუამარბი სიალე პიუტაუ.

საინტერესო ფაქტები

  • ტონგამ ყველაზე დიდი გამარჯვება 2003 წლის 22 მარტს სამხრეთ კორეასთან იზეიმა - 119:0.
  • „იკალე ტაჰის“ ანტირეკორდი 2000 წლის 16 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ახალ ზელანდიასთან სტუმრად 0:102 დამარცხდა.
  • კუნძულელები „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფებიან. ისინი ყველაზე მაღლა მე-9 პოზიციაზე 2011 იყვნენ, ხოლო 2006 წელს მე-20 საფეხურამდე ჩამოქვეიდნენ, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
  • ტონგის კვართით ყველაზე მეტჯერ ნილი ლატუს (54) უთამაშია, რომელიც ნაკრებში 2006-2017 წლებში თამაშობდა.
  • ყველაზე მეტი ქულის ავტორი ზემოხსენებული კურტ მორაცია, რომლის ანგარიშზე 338 გატანილი ქულაა.
  • ტონგელთა საუკეთესო მელელოვე ფეტუ’უ ვაინიკოლოა, რომლის ანგარიშზეც 15 ლელოა და მან 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოც დაალელოვა.
  • ტონგას სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე პირველი დონის გუნდი ჰყავს დამარცხებული. 1973 წელს ავსტრალიას 16:11 მოუგეს, 1999 და 2011 წლებში საფრანგეთს სძლიეს, 1999 და 2016 წლებში იტალიას მოუგეს, ხოლო 2012 წელს შოტლანდიას გასვლაზე 21:15 აჯობეს.