ინგლისი

ინგლისი

მსოფლიო რეიტინგი #1

ედი ჯოუნსი მისი დამმარცხებელი მწვრთნელის გადაბირებას ცდილობს
ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2021 წლის ტურნეს განრიგი ცნობილია
ფაფ დე კლერკმა 10 წამის განმავლობაში ბურთი ჩაჭრა, 60 მეტრი გაირბინა, ლელო დადო და იჩხუბა [VIDEO]
უეინ ბარნსმა 2007 წლის მსოფლიო თასზე დაშვებული შეცდომა აღიარა, რომელსაც "ოლ ბლექსი" ემსხვერპლა [VIDEO]
ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონატი სენსაციური მიზეზის გამო დატოვა
პრემიერშიპის ისტორიაში ყველაზე მძიმეწონოსანი ტოპ 10 მორაგბე
ჟვანიამ ძირითადში ითამაშა, "უოსპსი" უშანსოდ დამარცხდა
"სარასენსის" -18
ძლიერმა წყალდიდობამ დერბის სტადიონი გაანადგურა [ვიდეო+ფოტო]
ქართველების "მონპელიემ" ჩემპიონთა თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩემპიონთა თასი: "ტულუზმა" ბოლო 20 წუთში ივარგა, "ტომონდ პარკზე" ზავი დაიდო
"სარასენსის" აპელაცია არ დააკმაყოფილეს და ლონდონურმა გრანდმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა
ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]
ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე წესებში რადიკალურ ცვლილებას ითხოვს
ჩემპიონთა თასის პროგნოზები: ვის თვლიან ტურნირის ფავორიტად?
ინგლისური სარკაზმი: "გლოსტერის" გულშემატკივრებმა "სარასენსს" მაზოლზე ფეხი დააჭირეს
საფეხბურთო უნარებით გატანილი კვირის გამორჩეული ოთხი ლელო [VIDEO]
მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #20: ტონგელი მორაგბის ბრწყინვალე ბოჭვა [VIDEO]
რთულ დღეში მყოფმა "სარასენსმა" გლოსტერში იმარჯვა
"სეილ შარქსმა" "უოსპსი" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
2020 წლის ზაფხულში იაპონია ინგლისთან 2 ტესტ მატჩს გამართავს
ინგლისური რაგბის ლეგენდამ კარიერა დაასრულა
"ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ" - "ექსეტერ ჩიფსის" დირექტორი კონკურენტის მიმართ შეუბრალებელია
ინგლისური პრემიერშიპის ტურის საუკეთესო ლელოები [VIDEO]
უმკაცრესი სასჯელი "სარასენსს": -35 ქულა და სოლიდური ფულადი ჯარიმა
სამხრეთ აფრიკის შერკინების დომინირება ინგლისზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" 2019 წლის საუკეთესო მსაჯი დაასახელა
კაილ სინკლერი: "სპორტი სასტიკი რამ არის"
10 მნიშვნელოვანი ფაქტი დღევანდელი ფინალიდან

შემადგენლობა

ლუკ ქოუან-დიქი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 26

კეპი: 15

ჯეიმი ჯორჯი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 39

ჯეკ სინგლეტონი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 23

კეპი: 2

დენ კოული

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 89

ელის გენჯი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 12

ჯო მარლერი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 62

კაილ სინქლერი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 26

კეპი: 24

მაკო ვუნიპოლა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 57

მარო იტოჯე

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 30

ჯორჯ კრუისი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 35

ჯო ლონჩბრი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 61

ქორთნი ლოუსი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 75

ტომ ქარი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 21

კეპი: 13

ლევის ლუდლემი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 2

სემ ანდერჰილი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 8

ბილი ვუნიპოლა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 45

მარკ უილსონი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 29

კეპი: 15

ვილი ჰეინცი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 32

კეპი: 4

ბენ იანგსი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 89

ჯორჯ ფორდი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 26

კეპი: 59

ოუენ ფარელი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 27

კეპი: 73

პიერს ფრანცისი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 29

კეპი: 8

ჯონათან ჯოზეფი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 42

ჰენრი სლეიდი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 22

მანუ ტუილაგი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 35

ჯო კოკანასიგა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 21

კეპი: 8

ჯონი მეი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 29

კეპი: 47

რუარიდ მაკქონოჩი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 1

ჯეკ ნოუელი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 31

ელიოტ დეილი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 26

კეპი: 34

ენტონი უოტსონი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 25

კეპი: 39

ბენ სპენსერი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 27

კეპი: 3

რაგბი ინგლისური თამაშია. ის პირველად 1823 წლის 7 აპრილს ქალაქ რაგბიში ითამაშეს და შესაბამისად, მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. 16 წლის უილიამ უებ ელისმა, რომლის სახელსაც მსოფლიო თასის ჯილდო ატარებს, ფეხბურთის თამაშის დროს ბურთს ხელი დასტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა. არსებობს ვერსია, რომ ეს ლამაზი მითია, თუმცა ფაქტია მსოფლიო რაგბის მთავარ თასს, უებ ელისის თასი ჰქვია და ისიც ფაქტია, რომ მისი სამშობლო ინგლისია. რაგბი ინგლისში ფეხბურთთან, კრიკეტთან და რაგბის ლიგასთან ერთად ეროვნულ სახეობად ითვლება.

ინგლისმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა შორეულ 1871 წლის 27 მარტს გამართა, მათ შოტლანდიასთან 0:1 წააგეს. მაშინ რაგბიში სულ სხვანაირი ქულების აღრიცხვის სისტემა იყო, რაც გასაკვირი არაა, რადგან რაგბი მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა და წესებიც ნელნელა ყალიბდებოდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ინგლისმა პირველი შეხვედრა გამართა, მაშინ გერმანია, როგორც ერთიანი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ არსებობდა, ოტო ფონ ბისმარკი ამისთვის უკანასკნელ ღონისძიებებს ახორციელებდა და საფრანგეთთან ომისთვის ემზადებოდა, რომელსაც ნაპოლეონ მესამე მართავდა. მოკლედ ცოტა შორს წავედით, მაგრამ ამით იმის თქმა გვინდა, რომ როდესაც ინგლისში რაგბი პირველად ითამაშეს, პარალელურად მსოფლიოში ასეთი ამბები ხდებოდა.

მათი ემბლემა და ზედმეტსახელი „წითელი ვარდებია“.

ინგლისი მსოფლიო თასებზე

ინგლისი დღემდე ევროპის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიო თასებზე და ერთადერთი, რომელსაც ევროპიდან უჩემპიონია. მათ ეს 2003 წელს მოახერხეს, როდესაც მასპინძელი ავსტრალიის ნაკრები დამატებით დროში ჯონი ვილკინსონის ლეგენდარული არეკნის წყალობით დაამარცხეს.

„წითელ ვარდებს“ ორჯერ ფინალში უთამაშიათ: 1991 წელს ლონდონში ლეგენდარულ „თვიქნემ სთედიუმზე“ ავსტრალიასთან 6:12 დამარცხდნენ, ხოლო 2007 წელს „სტად დე ფრანსზე“ გადამწყვეტი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან დათმეს - 6:15.

1987, 1999 და 2011 წლებში ინგლისელები მეოთხედფინალში გავარდნენ, ხოლო 1995 წელს და 2015 წელს ჯგუფში ჩარჩნენ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ მსოფლიო სწორედ ინგლისი მასპინძლობდა, მაგრამ ავსტრალიას და უელსს ვერაფერი მოუხერხა. შესაბამისად, პირველი მასპინძელი გახდა, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო

ინგლისი 6 ერში

Home Nations Championship ჯერ კიდევ 1883 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობას ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი იღებდნენ, მას 1910 წელს საფრანგეთი შეუერთდა და ხუთი ერი გახდა, 2000 წელს კი იტალია დაემატა და 6 ერი მივიღეთ.

ჯამში ინგლისს ყველა ამ ტურნირზე 122 სეზონი აქვს ჩატარებული, საიდანაც 28-ჯერ უჩემპიონია და აქედან 13-ჯერ დიდი სლემით. „წითელმა ვარდებმა“ Home Nations-ში 5-ჯერ იჩემპიონეს, 17-ჯერ ხუთ ერში იმარჯვეს, ხოლო 6 ერის გამარჯვებულები 6-ჯერ გახდნენ. ინგლისელებს სამივე ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი აქვთ.

დღევანდელი მდგომარეობა

ინგლისის ნაკრები ბრწყინვალე ფორმაშია და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება. მათ წლევანდელ 6 ერში 3 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და ჩემპიონ უელსთან 13:21 დამარცხდნენ, შესაბამისად ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს.

ედი ჯონსის შეგირდებმა გასახურებელი მატჩები ძალიან კარგად ჩაატარეს და ოთხიდან სამ მატჩში იმარჯვეს. უელსთან შინ 33:19 იმარჯვეს, ხოლო გასვლაზე 6:13 დამარცხეს. შავი დღე აყარეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ირილანდიის ნაკრებს და „თვიქნემზე“ 57:15 დაამარცხეს, ხოლო ბოლო გასახურებელ მატჩში იტალიას 37:0 მოუგეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელ მორაგბეებს გამარჯვების შემთხვევაში პრემიის სახით 200000 გირვანქა სტერლინგს დაჰპირდნენ, რაც სარაგბო საზომებით ძალზე დიდი თანხაა და ბევრი მათგანი წლიურ ხელფასსაც კი უდრის, ასე რომ, თუ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება, „წითელ ვარდებს“ ისედაც უდიდესი მოტივაცია, კიდევ უფრო გაეზრდებათ.

წამყვანი მოთამაშეები

ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ რთულია რომელიმე მოთამაშე გამოყო. უძლიერესია მათი ავსტრალიელი მწვრთნელი ედი ჯონსი, რომელსაც „ცბიერ ედის“ ეძახიან. შემადგენლობა მთლიანად ვარსკვლავურია, მაგრამ თუ ვინმეს გამოყოფა აუცილებელი იქნება, ალბათ მაინც ძმები მაკო და ბილი ვუნიპოლები, ოუენ ფარელი, მანუ ტუილაგი, მარო იტოჯე და ჯონი მეი უნდა გამოვყოთ, თუმცა არაფრით ნაკლებნი არ არიან ბენ იანგსი, ელიოტ დეილი, ჯეიმი ჯორჯი და სხვა მოთამაშეები. მოკლედ, შემადგენლობის მხრივ უძლიერესი გუნდია და კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშე განაცხადში ვერ მოხვდა, მათ შორი პრემიერშიპის საუკეთესო მორაგბე დენი სიპრიანი, დენი ქეა, ბენ ტე’ო, ნეითან ჰიუზი, ჰარი უილიამსი და ა.შ.

საინტერესო ფაქტები

  • ინგლისის ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2001 წლის 17 ნოემბერს რუმინეთის წინააღმდეგ იმარჯვა - 134:0.
  • „წითელმა ვარდების“ ისტორიაში ლაქად არის 1998 წლის 6 ივნისს გამართული შეხვედრა, რომელშიც ავსტრალიასთან 0:76 შერცხვნენ.
  • ბრიტანელები ამჟამად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, ისინი 2003 წელს პირველ ადგილზეც ყოფილან, ხოლო ყველაზე დაბლა 2015 წელს დაეშვნენ, მე-8 პოზიციაზე.
  • ყველაზე მეტი 114 კეპი ჯესონ ლეონარდს აქვს მოხვეჭილი, რომელიც 1990-2004 წლებში თამაშობდა.
  • 1179 ქულაა ლეგენდარული ჯონი ვილკინსონის ანგარიშზე, რაც ბუნებრივია საუკეთესო მაჩვენებელია.
  • ყველა დროის საუკეთესო მელელოვე რორი ანდერვუდია, რომელმაც 1984-1996 წლებში მეტოქეთა ლელო 49-ჯერ აიღო
  • ინგლისის ნაკრებს ძალიან უყვარს „თვიქნემზე“ თამაში და უიშვიათესად, რომ საშინაო მატჩები სხვაგან ითამაშონ. ასეთი შემთხვევა სულ რვაჯერ დაფიქსირდა, მათ შორის უკანასკნელი მატჩი ნიუკასლში, „სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართეს და იტალია 37:0 გაანადგურეს. იქამდე 2015 წლის მსოფლიო თასზე „ეტიჰად სთედიუმზე“ ურუგვაი 60:3 გაანადგურეს, თუმცა ეს გაწერილი მსოფლიო თასის მატჩი იყო და არა ინგლისის რაგბის კავშირის მიერ დანიშნული ტესტ-მატჩი ან 6 ერის შეხვედრა. იქამდე 2009 წელს „ოლდ ტრაფორდზე“ არგენტინა მიიღეს და მეტჯერ, 21-ე საუკუნეში სხვა სტადიონზე საშინაო მატჩი არ გაუმართავთ.
  • ინგლისის ნაკრებს 735 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 405 მატჩი ანუ 55.10% მათი გამარჯვებით დასრულდა, 279 შეხვედრა დათმეს, ხოლო 51 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.