კანადა

კანადა

მსოფლიო რეიტინგი #21

კანადელმა ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
კანადელი მორაგბეები ტაიფუნის შემდეგ მოსახლეობას დაეხმარნენ [VIDEO]
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
როდის ითამაშა უკანასკნელად მეორე დონის გუნდმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში?
ოფიციალურად: ტაიფუნის გამო მსოფლიო თასის კიდევ ერთი შეხვედრა გაუქმდა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
სამხრეთ აფრიკა - კანადა 66:7 [VIDEO]
ვინ დასახელდა სამხრეთ აფრიკა - კანადის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ?
სამხრეთ აფრიკამ კანადასთან გაისეირნა
კურიოზული მომენტები მიმდინარე მსოფლიო თასიდან [VIDEO]
ახალი ზელანდია - კანადა 63:0 [VIDEO]
"ოლ ბლექსმა" კანადასთან გაივარჯიშა
იტალია - კანადა 48:7 [VIDEO]
იტალიამ კანადა გაანადგურა
იტალია კანადას ამარცხებს
იტალია მომდევნო მსოფლიო თასის საგზურის განაღდებისთვის ითამაშებს [პრევიუ]
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]

შემადგენლობა

ერიკ ჰოვარდი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 26

კეპი: 23

ბენოი პიფერო

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 32

კეპი: 24

ენდრიუ ქუატრინი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 23

კეპი: 3

ჰუბერტ ბაიდენსი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 37

კეპი: 55

ჯეიკ ილნიცკი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 36

კოულ კეითი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 22

კეპი: 14

დუსტის სერს-დურუ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 49

მეთ ტერნი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 23

კეპი: 20

კონორ ქეისი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 16

ევან ოლმშტედი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 31

მაიკ შეპარდი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 8

ტაილერ არდრონი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 34

კაილ ბაილი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 28

ჯოშ ლარსენი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 12

ლუკ კემპბელი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 12

მეთ ჰიტონი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 25

ლუკას რამბოლი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 32

ფილ მაკი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 34

კეპი: 57

ჯეიმს მაკქენზი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 19

გორდონ მაკრორი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 31

კეპი: 43

შეინ ო'ლირი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 25

კეპი: 13

პეტ პერფრი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 27

კეპი: 30

ნიკ ბლევინსი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 62

კირან ჰერნი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 33

კეპი: 70

ბენ ლესაჯი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 23

კეპი: 15

კონორ ტრეინორი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 34

ჯეფ ჰესლერი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 28

კეპი: 24

ტეილორ პარისი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 27

დითიეიჩ ვან დერ მერვე

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 33

კეპი: 58

ენდიუ ქო

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 23

კეპი: 11

პიტერ ნელსონი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 26

კეპი: 4

ჯუზეპე დუ ტოი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 24

კეპი: 13

კანადაში რაგბი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შევიდა, თუმცა პირველად ნაკრებმა საერთაშორისო მატჩი მხოლოდ 1932 წლის 31 იანვარს გამართა და იაპონიასთან 8:9 დამარცხდა. კანადელების სიმბოლო ნეკერჩხლის ფოთოლი, ზედმეტსახელად მას წითლებითაც მოიხსენიებენ.

კანადა მსოფლიო თასებზე

“ნეკერჩხლებს” რვავე მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული და ჯერჯერობით მათი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა, რაც 1991 წელს მიაღწიეს – მაშინ კანადელებმა ფიჯი (13:3) და რუმინეთი (19:11) დაამარცხეს, საფრანგეთთან ბრძოლაში (13:19) წააგეს და მე-2 ადგილით პლეი-ოფს უწიეს, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრებთან 13:29 დამარცხდნენ.

კანადალები მსოფლიო თასზე გარკვეულ წარმატებას ყოველთვის აღწევდნენ. 1987 წელს ტონგას დამაჯერებლად 37:4 მოუგეს, 1995 წელს რუმინეთს სძლიეს დიდი ანგარიშით (34:3), 1999 წელს ნამიბია გაანადგურეს (72:11), 2003 წელს კი კვლავ ტონგას მოუგეს (24:7) და იტალიასთანაც ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ 14:19 დამარცხდნენ.

2007 წელს ჩრდილო ამერიკელებმა გამარჯვება ვეღარ მოახერხეს, თუმცა ქულები მაინც აიღეს: იაპონიის ნაკრებთან ფრედ 12:12 ითამაშეს. მომდევნო მსოფლიო თასზე კი კანადელებმა კვლავ ტონგა გაამწარეს, რომელმაც შემდგომ ძალიან დიდი სენსაცია მოახდინა და საფრანგეთის ნაკრებს მოუგო, მაგრამ ჯგუფიდან სწორედ კანადასთან მარცხის გამო ვერ გავიდა.  გარდა ამისა, “ნეკერჩხლებმა” ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და ისევ იაპონიასთან.

2015 წლის მსოფლიო თასი კანადასთვის ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ყველა თამაში წააგო: ირლანდიასთან (7:50) და საფრანგეთთან (18:41) დიდი ანგარიშით წააგო, ხოლო იტალიასთან (18:23) და რუმინეთთან (15:17) ბრძოლაში დამარცხდა. კანადალები 53-ე წუთისთვის 15:0-ს უგებდნენ რუმინეთს, თუმცა დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაუშვეს და ხელმოცარულნი დარჩნენ.

ამრიგად, კანადას მსოფლიო თასზე სულ 29 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 20 წააგო.

დღევანდელი მდგომარეობა

კანადის ნაკრებს მძიმე პერიოდი უდგას. რაგბი ძველებურად ვეღარ ვითარდება და ეს ბევრი რამიდან ჩანს: 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველად წააგეს ყველა შეხვედრა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 22-ე ადგილზე არიან მათზე ზემოთ ამ მომენტში ისეთი ნაკრებები იმყოფებიან, როგორებიც არიან:, რუსეთი, ურუგვაი, პორტუგალია. ბოლო 17 მატჩიდან კანადელებმა მხოლოდ ორის მოგება მოახერხეს ისიც ჩილესთან და ტონგის "ა" ნაკრებთან. ბოლო ოთხ წელიწადში გუნდის რეგრესმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება კი რეპეშაჟში ჰონგ კონგის, გერმანიის და კენიის დამარცხების შემდეგღა მოიპოვა.

საკვანძო მოთამაშეები

დითიეიჩ ვან დერ მერვე წინა მსოფლიო თასზე კანადელთა უპირობო ლიდერი იყო და თავი ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრა. მართალია ახლა 33 წლის არის და უკვე ასაკშია, თუმცა ამ მსოფლიო თასზეც კანადელთა ნაკრებში მის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ტეილორ არდრონი გუნდის კაპიტანი და შერკინების უდაო ლიდერია სუპერ რაგბის გამოცდილებით და მასზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, აგრეთვე ფილ მაკიც, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მორაგბეა და კარგად ათამაშებს ბურთს.

საინტერესო ფაქტები კანადის შესახებ

  • კანადის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1932 წელს ჩაატარა და იაპონიის ნაკრებთან 8:9 დამარცხდა.
  • “ნეკერჩხლებმა” სარეკორდო გამარჯვება 2006 წლის 24 ივნისს ბარბადოსთან გამართულ მატჩში იზეიმეს: 71:3.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით კი 2004 წლის 13 ნოემბერს ინგლისთან დამარცხდნენ: 0:70.
  • კანადელთა მაისურით ყველაზე მეტი 38 ლელო, სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ დანიელ თაილიფერე ჰაუმან ვან დერ მერვეს აქვს გატანილი, რომელიც ამჟამად “გლაზგო უორიორსის” ღირსებას იცავს.
  • 36 წლის მესამეხაზელს აარონ კარპენტერს კანადელთა რიგებში ყველაზე მეტი 80 კეპი აქვს მოხვეჭილი.
  • “ნეკერჩხლების” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 607 ქულა ჯეიმს პრიტჩარდს აქვს გატანილი, რომელიც 2008-2015 წლებში თამაშობდა.
  • კანადის კაპიტანი 30 წლის ტეილორ არდრონია, რომელსაც როგორც მეორე, ისე მესამე ხაზში შეუძლია თამაში. ამჟამად იგი სუპერ რაგბიში მოთამაშე ახალზელანდიური “ჩიფსის” ღირსებას იცავს.
  • კანადას სხვადასხვა პერიოდში ოთხი პირველი დონის გუნდი ჰყავს დამარცხებული: მათ სამჯერ არგენტინისთვის მოუგიათ (ორჯერ 1990 წელს და 2005 წელს), თითოჯერ კი უელსი (1993 წელს), საფრანგეთი (1994 წელს) და შოტლანდია (2002 წელს) წააქციეს.
  • “ნეკერჩხლების” პრინციპული მეტოქე აშშ-ის ნაკრებია. სულ 63-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 38-ჯერ კანადელებმა იმარჯვეს, 23-ჯერ ამერიკელებმა და ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
  • კანადას სულ 274 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მატჩების 40.14% ანუ 107 შეხვედრა მოგებული აქვს, 161 წაგებული და 6 ყაიმი.
  • კანადის ნაკრები სექტემბრის ბოლოს უელსელმა სპეციალისტმა კინგსლი ჯონსმა ჩაიბარა, რომელიც 2011-2014 წლებში რუსეთს წვრთნიდა.