იტალია

იტალია

მსოფლიო რეიტინგი #13

ჩემპიონთა თასი: "ტულუზმა" ბოლო 20 წუთში ივარგა, "ტომონდ პარკზე" ზავი დაიდო
ჩემპიონთა თასის პროგნოზები: ვის თვლიან ტურნირის ფავორიტად?
"მანსტერმა" "ალსტერი" ბრძოლაში დაამარცხა, "საუზერნ კინგსმა" ისტორიული გამარჯვება იზეიმა
პარისემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაიფიქრა და მსოფლიო რეკორდის მოხსნას უმიზნებს
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
სერჯიო პარისე: "ახალ ზელანდიას რომ დასჭირებოდა 4 ან 5 ქულა თამაში არ ჩაიშლებოდა"
რა გავლენას მოახდენს გაუქმებული მატჩები ჯგუფური ეტაპის შედეგებზე?
ოფიციალურად: მსოფლიო თასის ორი შეხვედრა გაუქმებულია
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
საინტერესო შეთავაზება ახალ ზელანდიას: "წააგეთ იტალიასთან და სამხ.აფრიკა ჯგუფში ჩავტოვოთ"
"მსოფლიო რაგბიმ" იტალიელი ბურჯები დასაჯა
კურიოზული მომენტები მიმდინარე მსოფლიო თასიდან [VIDEO]
სამხრეთ აფრიკა - იტალია 49:3 [VIDEO]
ჩესლინ კოლბი: "თავს კარგად ვგრძნობ. მიხარია მატჩის მოთამაშე რომ გავხდი"
სამხრეთ აფრიკამ იტალია გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
იტალია - კანადა 48:7 [VIDEO]
კონორ ო'ში: "კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით"
იტალიამ კანადა გაანადგურა
იტალია კანადას ამარცხებს
იტალია მომდევნო მსოფლიო თასის საგზურის განაღდებისთვის ითამაშებს [პრევიუ]
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
ფილ დევისი:"კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით"
იტალია - ნამიბია 47:22 [VIDEO]
იტალიამ უხვქულიან მატჩში ნამიბიას იოლად სძლია
იტალია ნამიბიას ამარცხებს
იტალია და ნამიბია განსხვავებული მიზნებით [პრევიუ]
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]

შემადგენლობა

ლუკა ბიჯი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 21

ოლივიერო ფაბიანი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 29

კეპი: 9

ლეონარდო გირალდინი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 34

კეპი: 104

სიმონე ფერარი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 26

ანდრეა ლოვოტი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 38

ტიციანო პასკუალი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 20

ნიკოლა ქუალიო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 11

მარკო რიციონი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 21

კეპი: 4

ფედერიკო ძანი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 11

ფედერიკო რუძა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 15

დეივ სისი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 7

ალესანდრო ძანი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 35

კეპი: 115

მაქსიმ მბანდა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 18

სებასტიან ნეგრი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 20

სერჯო პარისე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 36

კეპი: 140

ჯეიკ პოლედრი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 10

აბრაამ სტეინი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 33

კალუმ ბრელი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 25

კეპი: 3

გულიელმო პალაძანი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 28

კეპი: 34

ტიტო ტებალდი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 31

კეპი: 34

ტომასო ალანი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 26

კეპი: 51

კარლო კანა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 27

კეპი: 36

ტომასო ბენვენუტი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 59

მიკელე კამპანიარო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 44

ლუკა მორისი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 28

კეპი: 27

მატია ბელინი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 20

ჯულიო ბისენი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 27

კეპი: 13

ედოარდო პადოვანი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 23

ჯეიდენ ჰეივარდი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 32

კეპი: 20

მატეო მინოძი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 23

კეპი: 13

დინ ბადი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 23


იტალიაში რაგბს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თამაშობენ. რაგბის კავშირი ქვეყანაში 1928 წელს დაარსდა. იტალიის ნაკრებს ზედმეტ სახელად “აძურის” უწოდებენ. 2000 წლიდან იტალიელები 6 ერის ტურნირში მონაწილეობენ, სადაც მათი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია, რომელიც 2007 და 2013 წლებში დაიკავეს.

იტალია მსოფლიო თასებზე

იტალიის ნაკრებს აქამდე ჩატარებულ ყველა მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ჯგუფიდან არასოდეს გასულან. პირველ სამ მსოფლიო თასზე ისინი თითო გამარჯვების მოპოვებას ახერხებდნენ. 1987 წელს ფიჯი დაამარცხეს ანგარიშით 18:15. ოთხი წლის შემდეგ კი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს 30:9 მოუგეს. 1995 წელს იტალიელებმა არგენტინას სძლიეს 6 ქულის სხვაობით 31:25, რაც შეეხება 1999 წლის მსოფლიო თასს, იტალიელებმა ტურნირი გამარჯვების გარეშე დაასრულეს.

2003 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯგუფში გუნდების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, იტალია სტაბილურად ახერხებს ყოველ ჩემპიონატზე ორი თამაშის მოგებას და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვედრას. "აძურის" მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, რომელიმე დიდი გრანდი არასოდეს დაუმარცხებია და თუ გავითვალისწინებთ მათ წლევანდელ მეტოქეებს, დიდ სენსაციას არც წელს არ უნდა ველოდოთ.

დღევანდელი მდგომარეობა

მართალია იტალიის ნაკრებს 2015 წლის შემდეგ 6 ერში თამაში არ მოუგია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდს ირლანდიელი მთავარი მწვრთნელი კონორ ოში წვრთნის “აძურის” თამაში აშკარად გამოსწორდა და როგორც 6 ერის სტატისტიკიდან ჩანს, ასეთი სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. ყველაზე დიდი გამარჯვება იტალიელებმა სწორედ კონორ ოშის მეთაურობით მოიპოვეს სამხეთ აფრიკის წინააღმდეგ. გასულ წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდათ პრო 14-ში მოასპარეზე იტალიურ გუნდებს: “ბენეტონმა” არსებობის ისტორიაში პირველად გააღწია პლეი-ოფში და იქ ირლანდიურ "მანსტერთან" დასანანი მარცხი იწვნია, მეორე იტალიური გუნდი “ძებრე” მართალია ბოლო ადგილზე გავიდა კონფერენციაში, თუმცა წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი და გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფრის გათვალისწინებით, იტალიის ჯგუფიდან გასვლის შანსები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან მცირეა, რადგან მათთან ერთად B ჯგუფში ორი სუპერგრანდი ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა იასპარეზებს.

საკვანძო მოთამაშეები

სერჯო პარისე - უკვე 36 წლის არის, თუმცა მას ზურგს უდიდესი გამოცილება უმაგრებს და ნებისმიერ დროს შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. იტალიელთა კაპიტანს რაგბიში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს და იტალიელთა წარმატებაში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მიკელე კამპანიარო - იტალიის ნაკრების ერთერთი საკვანძო მოთამაშეა, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მორაგბე, რომელსაც ხაზის გაჭრის კარგი ალღო აქვს და გაშლილ თამაშში ძალიან სახიფათოა.

ჯეიკ პოლედრი - ინგლისურ “გლოსტერში” თავის გამოჩენის შემდეგ 23 წლის ჯეიკ პოლედრის როლი იტალიის ნაკრებში სულ უფრო იზრდება, პოლედრი ძალიან კარგია ფიზიკურ ორთაბრძოლებში, კარგად მიაქვს ბურთი წინ და საკმაოდ ტექნიკური მორაგბეა.

საინტერესო ფაქტები იტალიის შესახებ

  • იტალიამ პირველი ოფიციალური მატჩი 1929 წელს ჩაატარა ესპანეთის წინააღმდეგ და ანგარიშით 0:9 დამარცხდა.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით იტალიას ჩეხეთი ჰყავს დამარცხებული 1994 წელს 104:8.
  • თავად კი ყველაზე დიდი მარცხი სამხრეთ აფრიკისგან იწვნიეს, მატჩი 1999 წელს დურბანში გაიმართა და მასპინძლებმა 101:0 იმარჯვეს.
  • იტალიის მაისურით ყველაზე მეტი 25 ლელო მარსელო კუტიტას აქვს დადებული.
  • სერჯო პარისეს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი 134 კეპი აქვს მოხვეჭილი.
  • “აძურის” საუკეთესო მექულე დიეგო დომინგესია 983 ქულით.
  • იტალიის ნაკრების კაპიტანი 36 წლის სერჯო პარისეა, რომელიც ფრანგულ "ტულონში" თამაშობს.
  • იტალიის ნაკრებს ისტორიის მანძილზე არაერთი პირველი დონის ნაკრები ჰყავს დამარცხებული, სანამ 6 ერში გაწევრიანდებოდნენ იტალიამ სამჯერ მოუგო არგენტინას და ირლანდიას, ერთხელ კი საფრანგეთს და შოტლანდიას. 6 ერში გაერთიანების შემდეგ იტალიამ კიდევ უფრო გაზარდა მოგებების რიცხვი, საბოლოოდ კი მათ ანგარიშზე საფრანგეთთან 3, არგენტინასთან 5, ირლანდიასთან 4, შოტლანდიასთან 8  და უელსთან ერთი გამარჯვებაა. იტალიური რაგბის ყველაზე დიდი წარმატება კი 2016 წელს ფლორენციაში სამხრეთ აფრიკის დამარცხებაა ანგარიშით 20:18.
  • მსოფლიოში სულ ორი მორაგბეა, რომელსაც 5 მსოფლიო თასზე უასპარეზია, მათ შორის ერთერთი იტალიელი მაურო ბერგამასკოა, წელს კი მათ რიცხვს თუ რაიმე სასწაული არ მოხდა იტალიელთა კაპიტანი სერჯიო პარისე შეემატება.
  • იტალიის ნაკრებს ყველაზე მეტი 42 მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ უთამაშია, საიდანაც 23-ჯერ იმარჯვა, 16-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ ითამაშა. სულ იტალიას 501 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 185 მოიგო, რაც 36.94%-იანი მაჩვენებელია.