სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკა

მსოფლიო რეიტინგი #4

დიდი გზის დასაწყისი: იაპონელთა უდიდესი სენსაცია გასულ მსოფლიო თასზე [VIDEO]
იაპონიის და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება მსოფლიო თასამდე, რომელშიც აფრიკელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]
როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?
სამხრეთ აფრიკელებმა იაპონიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს
ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ
რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
სამხრეთ აფრიკას ერთ-ერთი ლიდერი უბრუნდება
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
12 ქვეყანამ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად გაიფორმა
მეოთხედფინალის ყველა წყვილის ვინაობა ცნობილია!
სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში ჩამოდის
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
კობუს რეინახი - ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი მსოფლიო თასის ისტორიაში
რასი ერაზმუსი: "მეოთხედფინალში ადვილ გასეირნებას არ ველით"
სამხრეთ აფრიკა - კანადა 66:7 [VIDEO]
არხი სნეიმანი: "მიუხედავად 80 წუთი თამაშისა, თავს ისევ მსუბუქად ვგრძნობ"
ვინ დასახელდა სამხრეთ აფრიკა - კანადის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ?
სამხრეთ აფრიკამ კანადასთან გაისეირნა
მსოფლიო თასის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი
ჩესლინ კოლბის ბრწყინვალე მატჩი იტალიასთან [VIDEO]
სამხრეთ აფრიკა - იტალია 49:3 [VIDEO]
რასი ერაზმუსი: "ეს ჯერ არ არის მსოფლიო თასის მომგების სტანდარტი"
ჩესლინ კოლბი: "თავს კარგად ვგრძნობ. მიხარია მატჩის მოთამაშე რომ გავხდი"
სამხრეთ აფრიკამ იტალია გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
ხუთი ულამაზესი არეკნი მიმდინარე მსოფლიო თასზე [VIDEO]
სამხრეთ აფრიკას ჯესი კრილი გამოაკლდა
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია 57:3 [VIDEO]
ლუდ დე იახერი: "კარგი თამაში ჩავატარეთ"
სამხრეთ აფრიკამ ნამიბია უპრობლემოდ დაამარცხა
ჩესლინ კოლბის ბრწყინვალე თამაში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ [VIDEO]

შემადგენლობა

მალკოლმ მარქსი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 25

კეპი: 27

ბონგი მბონამბი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 30

შალქ ბრიცი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 38

კეპი: 13

სტივენ კიტშოფი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 40

ვინსენტ კოხ

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 15

ფრანს მალჰერბე

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 32

ტენდაი მტავარირა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 34

კეპი: 111

ტრევორ ნიაკანე

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 30

კეპი: 41

ებენ ეთზებეთი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 79

ლუდ დე იახერი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 40

ფრანკო მოსტერტი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 32

ერჯი სნიმანი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 24

კეპი: 16

პიტერ-სტეფ დუ ტოი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 50

სიია კოლისი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 43

ფრანსუა ლოუ

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 34

კეპი: 69

კვაგა სმიტი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 23

კეპი: 4

დუეინ ვერმულენი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 49

ფაფ დე კლერკი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 27

კეპი: 25

ჰერშელ იანტისი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 23

კეპი: 4

კობუს რეინახი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 12

ჰანდრე პოლარდი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 25

კეპი: 42

ელტონ იანტისი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 29

კეპი: 35

ლუქანიო ამი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 9

დამიან დე ალენდე

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 27

კეპი: 40

ჯესი კრილი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 25

კეპი: 45

ფრანსუა სტეინი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 32

კეპი: 61

ჩესლინ კოლბი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 25

კეპი: 10

მაკაზოლე მაპიმპი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 29

კეპი: 8

ს'ბუსისო ნკოსი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 23

კეპი: 8

უარიკ ხალანტი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 24

კეპი: 7

ვილი ლე რუ

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 56

ტომას დუ ტოი

ამპლუა: მარჯვენა ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 10

დამიან უილემსე

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 21

კეპი: 5


სამხრეთ აფრიკის ნაკრები რაგბის სამყაროში ერთერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდია. რაგბის თამაში ამ ქვეყანაში მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. ამავე პერიოდთან არის დაკავშირებული რაგბის კავშირის დაარსება, რომელიც 1889 წელს შეიქმნა და სამხრეთ აფრიკის რაგბის საბჭოს სახელით მოღვაწეობდა. აღნიშნული საბჭო შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თეთრკანიანების ინტერესების გამტარებელი იყო. 1992 წელს აპარტეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რაგბის საბჭო და არარასისტული სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი გაერთიანდა და დღეს ცნობილია, როგორც სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი. გუნდის ძირძველი სიმბოლოა ქურციკი(სპრინგბოკი). აპარტეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ კონგრესს სურდა "სპრინგბოკი" ყველა ნაკრებიდან ჩამოეშორებინა, როგორც რასისტული სეგრეგაციის სიმბოლო და ჩაენაცვლებინა იგი სამხრეთ აფრიკელთა ნაციონალური ყვავილით, პროტეათი. საბოლოოდ "სპრინგბოკი" დარჩა, როგორც აფრიკის სიმბოლო, თუმცა მთავარი სიმბოლო "პროტეა" გახდა. გუნდს ზედმეტსახელად "სპრინგბოკსს" და "ბოკეს" უწოდებენ. სამხრეთ აფრიკის ძირძველი მეტოქეები ავსტრალია და ახალი ზელანდია არიან მათთან ერთად 1996 წლიდან 2011 წლის ჩათვლის 3 ერის ტურნირს თამაშობდა, რა დროსაც ბოკე 3-ჯერ გახდა ჩემპიონი, 2012 წელს ტურნირს არგენტინა დაემატა და 4 ერი ეწოდა, მას შემდეგ აფრიკელებმა ერთადერთხელ, წელსღა მოახერხეს პირველად 4 ერის მოგება. მსოფლიო თასზე კი ორჯერ იჩემპიონეს.  აღსანიშნავია, რომ  ახალი ზელანდიის ნაკრებს მოგების ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი 59.18% სწორედ სამხრეთ აფრიკასთან აქვს და "სპრინგბოკსი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზელანდია ერთი წლის მანძილზე სერიაში 3:0 დაამარცხა. ეს კი 2009 წელს მოხდა.

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასებზე

სამხრეთ აფრიკაში არსებული აპარტეიდის გამო "სპრინგბოკსს" პირველ ორ მსოფლიო თასზე მონაწილეობა არ მიუღია. რეჟიმის დამხობის შემდეგ კი 1995 წელს მსოფლიო თასი სწორედ სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, რომელმაც პოლიტიკურად დაპირისპირებული შავკანიანი და თეთრკანიანი მოსახლეობა რაგბის გარშემო გააერთიანა. უკვე ლეგენდად ქცეულ ფინალში "ბოკემ" დამატებით დროში ჯოელ სტრენსკის მიერ გატანილი არეკნის წყალობით ახალი ზელანდია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ამ მსოფლიო თასზე ვიხილეთ ჯონა ლომუს და იუსტ ვან დერ ვესთეიზენის გაბრწყინება. სამწუხაროდ ორივე ვარსკვლავი ნაადრევად შეიწირა ჯანმრთლობის პრობლემებმა. გარდა ამისა, ლეგენდარული ფინალის მონაწილეთაგან ცოცხლები აღარ არიან ჯეიმს სმოლი და ჩესტერ უილიამსი. 1999 წელს სამხრეთ აფრიკა ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა ავსტრალიამ დაამარცხა და ახალი ზელანდიის დამარცხების შემდეგ მესამე ადგილს დასჯერდა, მომდევნო მსოფლიო თასზე კი მეოთხედფინალში ზელანდიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 2007 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასი აფრიკელთა ტრიუმფით დასრულდა. მაშინ "ბოკეს" რიგებში ბევრი ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც არიან: პერსი მონტგომერი, ბრაიან ჰაბანა, ვიქტორ მეტფილდი, შალკ ბურგერი და სხვა. აფრიკელებმა ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით გააღწიეს, იქ კი მოქმედი ჩემპიონი ინგლისი ანგარიშით 15:6 დაამარცხეს და ვებ ელისის თასს დაეუფლნენ. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ჩემპიონი აღარ გამხდარა, 2011 წელს მეოთხედფინალში ავსტრალიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო 2015 წელს ნახევარფინალში ზელანდიასთან 18:20 მარცხის შემდეგ, არგენტინას სძლია და მესამე ადგილს დასჯერდა. საინტერესო დამთხვევაა, რომ “სპრინგბოკსის” პირველ და მეორე ჩემპიონობას შორის დროის შუალედი 12 წელი იყო, წელს კი ზუსტად მე-12 წელია, მას შემდეგ რაც აფრიკელებმა ბოლოჯერ იჩემპიონეს. გარდა ამისა, იმ მსოფლიო თასებზე, სადაც ბოკე ჩემპიონი გახდა, პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის მოქმედ ჩემპიონთან უწევდა, წელსაც სამხრეთ აფრიკა ტურნირს, მოქმედ ჩემპიონ, ახალ ზელანდიასთან მატჩით დაიწყებს. B ჯგუფში მათ გარდა იტალია, ნამიბია და კანადა იასპარეზებენ.

დღევანდელი მდგომარეობა

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ახალ 4-წლიან ციკლში სამხრეთ აფრიკის ნაკრები მულატმა ალისტერ კუციამ ჩაიბარა, რომლის მეთაურობითაც "ბოკემ" არნახული რეგრესი განიცადა. სამხრეთ აფრიკამ დაკარგა ის ბრძოლისუნარიანობა, რაც ყოველთვის გააჩნდა და ანტირეკორდების მთელი სერიის შემდეგ კუცია გაათავისუფლეს. 2018 წელს მთავარ მწვრთნელად რასი ერაზმუსი დაინიშნა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. გუნდი დაუბრუნდა თავის ტრადიციული თამაშის სტილს, საგრძნობლად გამოასწორა დაცვაში თამაში, "ოლ ბლექსთან" გამართული 3 მატჩიდან ერთი მოიგო, ერთხელ დამარცხდა და ერთხელაც ფრედ ითამაშა, წელს კი 4 ერის გათამაშება პირველად მოიგო და მსოფლიო თასის დაწყებამდე საუკეთესო დროს შევიდა ოპტიმალურ ფორმაში. ამ ფორმაციის სამხრეთ აფრიკა საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული და მსოფლიო ჩემპიონობის ერთერთი მთავარი ფავორიტია.

საკვანძო მოთამაშეები

“სპრინგბოკსის” თამაში ძირითადად მორკინალებზეა აწყობილი, შერკინებიდან გამოსარჩევია მალკოლმ მარქსი, ებენ ეთზებეთი, პიტერ-სტეფ დუ ტოი და დუეინ ვერმიულენი, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესონი არიან.  ხაზიდან გამოსარჩევია ფაფ დე კლერკი, ანდრე პოლარდი და ჩესლინ კოლბი, მათ მატჩის ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის საკუთარ თავზე აღება და მისი ბედის გადაწყვეტა.

საინტერესო ფაქტები სამხრეთ აფრიკის შესახებ

  • სამხრეთ აფრიკამ პირველი სანაკრებო მატჩი 1891 წელს, ბრიტანულ კუნძულებთან გამართა და 0:4 დამარცხდა.
  • “სპრინგბოკსს” ყველაზე დიდი ანგარიშით ურუგვაი ჰყავს დამარცხებული 2005 წელს - 134:3.
  • თავად "სპრინგბოკსი" ყველაზე დიდი სხვაობით 2017 წელს დამარცხდა - 0:57. აღსანიშნავია, რომ ალისტერ კუციას ხელმძღვანელობით აფრიკელებმა არაერთი ანტორეკორდი დაამყარეს, მათ შორის გამოსარჩევია ისტორიაში პირველი მარცხი იტალიასთან.
  • “ბოკეს” კვართით ყველაზე მეტი 67 ლელო ლეგენდარულ ბრაიან ჰაბანას აქვს დადებული.
  • ყველაზე მეტი 127 კეპი კი ვიქტორ მერფილდს აქვს აქვს მოხვეჭილი.
  • "სპრინგბოკსის საუკეთესო მექულე პერსი მონტგომერია 893 ქულით.
  • გუნდს ისტორიაში პირველად კაპიტნობს შავკანიანი მორაგბე, ეს პატივი "სტორმერზის" მესამე ხაზელ სია კოლისის ხვდა წილად. მთავარი მწვრთნელი კი 46 წლის რასი ერაზმუსია.
  • მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი "სპრინგბოკსმა" 2008 და 2010 წელს აჩვენა, ყველაზე ცუდი შედეგი კი 2017 და 2018 წლებში ჰქონდათ მე-7 ადგილი, ამჟამად კი მეოთხე საფეხურს იკავებენ. სამხრეთ აფრიკას ყველაზე მეტი მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გაუმართავს, 98 შეხვედრიდან "ბოკემ" 36-ჯერ იმარჯვა, 58-ჯერ დამარცხდა და 4 მატჩი ფრედ დაასრულა.
  • სამხრეთ აფრიკას არსებობის მანძილზე 496 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მატჩების 62.3% ანუ 309 თამაში მოგებული აქვს, 163 წაგებული და 24 ფრედ დასრულებული.