ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია

მსოფლიო რეიტინგი #3

ოფიციალურად: ახალ ზელანდიას ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ჩიფსს" ახალი ზელანდიის ნაკრების ვარსკვლავი უბრუნდება
ესპანეთში ახალი ზელანდიის სტუმრობას მოუთმენლად ელიან - რამდენი ბილეთი გაიყიდა 24 საათში?
უეინ ბარნსმა 2007 წლის მსოფლიო თასზე დაშვებული შეცდომა აღიარა, რომელსაც "ოლ ბლექსი" ემსხვერპლა [VIDEO]
ახალმა ზელანდიამ 2020 წლის საშინაო მატჩები დაგეგმა
"ახალი ლოგო ამაზრზენია" - "კრუსეიდერსის" გულშემატკივრები განრისხებულნი არიან
ესპანეთმა სუპერ ტესტ-მატჩი დაადასტურა
ახალი ზელანდიის ნაკრების 2019 წლის ყველა ლელო [VIDEO]
ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]
მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #19: რიჩი მოუნგამ "ოლ ბლექსი" ლელოსგან იხსნა [VIDEO]
სონი ბილი კანადელებს დათანხმდა და რაგბის ისტორია შეცვალა
ლეგენდარული რიჩი მაკქოუ, მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს
2019 წლის საუკეთესო სანაკრებო ლელო ცნობილია [VIDEO]
ახალი ზელანდია - უელსი 40:17 ვრცელი მიმოხილვა [VIDEO]
ქირან რიდი: "იაპონიამ მსოფლიო თასს შესანიშნავად უმასპინძლა"
სტივ ჰანსენი: "ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო"
ბროდი რეტალიკი - მესამე ადგილისთვის მატჩის საუკეთესო მოთამაშე
ახალი ზელანდია - უელსი 40:17 [VIDEO]
სონი ბილ უილიამსის დასაფასებელი საქციელი, რამაც პატარა იაპონელი ქომაგი ძალიან გაახარა [VIDEO]
კურიოზული მომენტი: ლენერ-ბრაუნს ბოჭვისას შორტი ჩახადეს [VIDEO]
"ოლ ბლექსი" ლეგენდებს გამოემშვიდობა [VIDEO]
ახალზელანდიელთა უკანასკნელი ჰაკა 2019 წლის მსოფლიო თასზე [VIDEO]
ახალმა ზელანდიამ უელსი იოლად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ბრწყინვალე სანახაობა - ერთდროული ჰაკა VS სიპიტაუ, ახალი ზელანდიის და ტონგას შესრულებით 2003 წლის მსოფლიო თასზე [VIDEO]
4 ერის გათამაშებას მომდევნო წლიდან ორი გუნდი დაემატება?
სონი ბილ უილიამსს რაგბი ლიგიდან ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობენ
ახალი ზელანდია მესამე ადგილისთვის 7 ცვლილებით იბრძოლებს
ინგლისი - ახალი ზელანდია 19:7 [ვრცელი ვიდეომიმოხილვა]
ინგლისისა და ახალი ზელანდიის მატჩის საინტერესო ფაქტები
როდის ჰქონდა უკანასკნელად ახალ ზელანდიას მსოფლიო თასზე წაგებული?

შემადგენლობა

დენ კოულსი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 32

კეპი: 64

კოდი ტეილორი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 28

კეპი: 45

ლიამ კოლტმანი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 29

კეპი: 6

ნეპო ლაულალა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 20

ჯო მუდი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 31

კეპი: 41

ატუ მოლი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 24

კეპი: 2

ანგუს ტა'ავაო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 29

კეპი: 8

ოფა ტუ'უნგაფასი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 30

სკოტ ბარეტი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 31

ბროდი რეტალიკი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 77

პატრიკ ტუიპულოტუ

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 25

სემ უაითლოქი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 112

სემ კეინი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 27

კეპი: 63

შენონ ფრიზელი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 5

ქირან რიდი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 33

კეპი: 122

არდი სავეა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 25

კეპი: 39

მეთ თოდი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 21

აარონ სმიტი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 30

კეპი: 87

ტიჯეი პერენარა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 27

კეპი: 59

ბრედ ვებერი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 28

კეპი: 2

ბოდენ ბარეტი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 28

კეპი: 78

რიჩი მოუნგა

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 25

კეპი: 12

რაიან კროტი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 30

კეპი: 45

ჯეკ გუდჰუ

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 24

კეპი: 9

ენტონ ლინერტ-ბრაუნი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 24

კეპი: 38

სონი ბილ უილიამსი

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 34

კეპი: 53

ჯორჯ ბრიჯი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 24

კეპი: 5

რიეკო იოანი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 22

კეპი: 26

სევუ რისი

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 22

კეპი: 3

ჯორდი ბარეტი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 22

კეპი: 12

ბენ სმიტი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 33

კეპი: 80


ახალი ზელანდიის ნაკრები რაგბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი გუნდია. როგორც ცნობილია. რაგბი ახალ ზელანდიაში ჩარლზ მონრომ  ჩაიტანა 1870 წელს ინგლისიდან, სადაც ის სასწავლებლად იმყოფებოდა. რაგბის კავშირი კი ზელანდიელებმა 1892 წელს დააარსეს. მათ ნაკრებს ზედმეტსახელად “ოლ ბლექსს” და “კივებს” უწოდებენ. “ოლ ბლექსი” 1996 წლიდან 2011 წლამდე მონაწილეობდა 3 ერის გათამაშებაში სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან ერთად. აღნიშნული ტურნირი "კივებმა" 10-ჯერ მოიგეს. 2012 წლიდან 3 ერს არგენტინა დაემატა და 4 ერად გადაკეთდა. მისი მოგება კი ზელანდიელებმა 6-ჯერ მოახერხეს.

აღსანიშნავია რომ ახალ ზელანდიას გამართული მატჩების 87%-იანი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს და არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ყველა მოწინააღმდეგესთან დადებით ბალანსი აქვს. 2003 წელს მსოფლიო რეიტინგის შექმნის დღიდან ახალ ზელანდიას იმაზე მეტი ხანი აქვს რეიტინგის პირველ ადგილას გატარებული, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი გუნდს ერთად აღებულს.

ახალი ზელანდია მსოფლიო თასებზე

რა თქმა უნდა ახალ ზელანდიას აქამდე გამართულ ყველა მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მოღებული, 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ერთხელ მეორე ადგილოსანი, ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი და ერთხელ მეოთხე. ყველაზე ცუდი შედეგი “ოლ ბლექსმა” 2007 წელს აჩვენა, სადაც საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე მასპინძლებთან მეოთხედფინალში 18:20 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა უნდა ითქვას რომ ამ მატჩში მსაჯმა ფრანგებს გადამწყვეტი ლელო აშკარ წინ პასის შემდეგ ჩაუთვალა.

პირველად ზელანდიელებმა 1987 წელს მშობლიურ კედლებში იჩემპიონეს, როდესაც ფინალში საფრანგეთი 29:9 დაამარცხეს. მომდევნო 4 მსოფლიო თასის განმავლობაში “კივები” მუდმივად საუკეთესო ოთხეულში ტრიალებდნენ, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალი, სადაც სამხრეთ აფრიკამ “ოლ ბლექსი” დამატებით დროში ჯოელ სტრენსკის არეკნის წყალობით დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.  აგრეთვე ამ ჩემპიონატზე პირველად გაიბრწყინა ყველა დროის ერთერთმა უდიდესმა მორაგბემ, ჯონა ლომუმ. მომდევნო მსოფლიო თასზე კი ზელანდია ფრანგებმა დაამარცხეს ნახევარფინალში ანგარიშით 43:31. 

2007 წლის იმედგაცრუების შემდეგ ზელანდიელებმა ზედიზედ ორჯერ მოახერხეს მსოფლიო თასზე გამარჯვება. 2011 წელს ტურნირი ისევ ახალ ზელანდიაში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მიაღწიეს, ფინალში კი საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და დიდი ბრძოლის შემდეგ 8:7 გაიმარჯვეს. 2015 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე “ოლ ბლექსს” ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა გაუწია ნახევარფინალში, სადაც ზელანდიამ მძიმე ბრძოლაში 20:18 იმარჯვა, ფინალში კი ავსტრალიის ნაკრებთან მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და საბოლოოდ 34:17 იმარჯვა.

დღევანდელი მდგომარეობა

“ოლ ბლექსი” ბოლო ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის სათავეში იყო და კარგად ინარჩუნებდა ფორმას, თუმცა შარშანდელი ნოემბრის ტესტებიდან, მას შემდეგ, რაც ირლანდიასთან 9:16 დამარცხდა, ტრადიციულად გუნდის კრიზისზე დაიწყო საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ წელს გუნდი თავისთვის ჩვეულ თამაშს ვეღარ აჩვენებს, რაც ზოგი სპეციალისტის აზრით, სტივ ჰანსენის მიერ სხვადასხვა ექსპერიმენტებით აიხსნება, თუმცა ფაქტია, რომ წლევანდელ 4 ერზე ახალი ზელანდიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა. დამარცხდა ავსტრალიასთან 21 ქულის სხვაობით და ფრედ ითამაშა სამხრეთ აფრიკასთან. სულ ცოტა ხნის წინ, "ოლ ბლექსმა" 2010 წლის შემდეგ  პირველად დააკარგა პირველი ადგილი, რაც სწორედ ავსტრალიასთან მარცხმა განაპირობა. თავის მხრივ "კივებმა" მსოფლიო თასამდე ხასიათი ავსტრალიასთან (36:0) და ტონგასთან (92:7) გამარჯვებით გამოიკეთეს.

საკვანძო მოთამაშეები

შეიძლება ითქვას, რომ ახალ ზელანდიას ამ მსოფლიო თასზე შემადგენლობის მხრივ, ისეთი მრავალფეროვნება და სიღრმეები აღარ ექნება, როგორიც ეს წინა შემთხვევებში ჰქონდა, თუმცა გუნდი მაინც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილია. შემადგენლობიდან ქირან რიდის, ბოდენ ბარეტის, ბროდი რეტალიკის, სემ უაითლოქის და ბენ სმიტის გამოყოფა შეიძლება. მათ თამაშზე წელს ზელანდიისთვის ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

საინტერესო ფაქტები ახალი ზელანდიის შესახებ

  • ახალი ზელანდიის ნაკრებმა პირველი სანაკრებო მატჩი 1903 წელს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 22:3 დაამარცხა.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით ზელანდიელებს იაპონია ჰყავთ დამარცხებული 1995 წელს, ანგარიშით 145:17.
  • “ოლ ბლექსი” ყველაზე დიდი ანგარიშით ავსტრალიასთან დამარცხდა 1999 წელს 7:28 და 2019 წელს 26:47.
  • “ოლ ბლექსის” კვართით ყველაზე მეტი ლელო დუგ ჰოულეტს აქვს დადებული - 49
  • ყველაზე მეტი 148 კეპი კი  რიჩი მაკქოუს აქვს აქვს მოხვეჭილი.
  • ზელანდიის ნაკრების საუკეთსო მექულე დენ კარტერია 1598 ქულით.
  • გუნდის კაპიტანი 33 წლის ქირან რიდია, რომელიც სუპერ რაგბში მოასპარეზე "კრუსეიდერსის" ღირსებას იცავს, მთავარი მწვრთნელი კი უკვე შვიდი წელია, რაც სტივ ჰანსენია.
  • ზელანდიის პრინციპულ მეტოქეს ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა წარმოადგენენ. ავსტრალიის წინააღმდეგ ჩატარებული 166 მატჩიდან “ოლ ბლექსმა” 115-ჯერ გაიმარჯვა, 44-ჯერ დამარცხდა და 7 მატჩი ფრედ ითამაშა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, 98 მატჩიდან ზელანდიამ 58 მატჩი მოიგო, 36 წააგო და 4 მატჩი ფრედ დაასრულა.
  •  ისტორიის მანძილზე ახალ ზელანდიას სულ 585 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 77.26% ანუ 452 მატჩი მოგებული აქვს, დამარცხდა 112 შეხვედრაში და ფრედ ითამაშა 21 მატჩი.