სამოა

სამოა

მსოფლიო რეიტინგი #16

რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?
როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?
როდის ითამაშა უკანასკნელად მეორე დონის გუნდმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში?
სამოელების ღირსეული საქციელი ბანდი აკის მიმართ
ირლანდია - სამოა 47:5 [VIDEO]
ირლანდიამ სამოა 14 კაცითაც იოლად დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა
როგორ აფასებენ გუნდებს შანსებს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში?
იაპონია - სამოა 38:19 [VIDEO]
ჯეიმი ჯოზეფი: "ვიცოდით, რომ სამოასთან დიდი ფიზიკური ორთაბრძოლა გველოდა"
იაპონიამ სამოას ბონუს ქულით სძლია
სამოელი მორაგბე უხეში თამაშის გამო სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს
შოტლანდია - სამოა 34:0 [VIDEO]
სამოელთა შთამბეჭდავი რიტუალი "სივა ტაუ" შოტლანდიასთან მატჩამდე [VIDEO]
გრეგორ თაუნსენდი: "ბონუს ქულა რომ ვერ აგვეღო, იმედგაცრუებულნი ვიქნებოდით"
ედ ფიდოუ - პირველი მოთამაშე მიმდინარე მსოფლიო თასზე, როდესაც ერთ მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო
სამოა - პირველი გუნდი მიმდინარე მსოფლიო თასზე, რომელმაც ნოლზე წააგო
შოტლანდიამ სამოა იოლად დაამარცხა
რეი ლი-ლო სამი კვირით დასაჯეს
მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური MyRugby.Ge-ის მიხედვით
რუსეთი - სამოა 9:34 [VIDEO]
სამოამ რუსეთი მეორე ტაიმში დაჩაგრა
რუსეთმა სამოას პირველი ტაიმი მოუგო
მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია: მასპინძლებმა ოცივე გუნდი შთამბეჭდავად წარადგინეს [VIDEO]

შემადგენლობა

სეილალა ლემი

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 30

კეპი: 12

მოტუ მატუ'უ

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 32

კეპი: 20

რაი ნიუია

ამპლუა: კვაჭი

ასაკი: 27

კეპი: 3

მაიკლ ალაალატოა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 28

კეპი: 0

პოლ ემილ-ალო

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 27

კეპი: 12

ჯეიმს ლაი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 25

კეპი: 11

ჯორდან ლაი

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 26

კეპი: 14

ლოგოვი'ი მულიპოლა

ამპლუა: ბურჯი

ასაკი: 32

კეპი: 29

კეინ ლე'აუპეპე

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 5

ფილო პაულ

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 33

სენიო ტოლეაფოა

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 2

ჯოშ ტირელი

ამპლუა: მეორე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 6

აფა ამოსა

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 28

კეპი: 2

პიულა ფა'ასალელე

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 18

ტიჯეი იოანი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 30

კეპი: 20

ჯეკ ლემი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 31

კეპი: 34

კრის ვუი

ამპლუა: მესამე ხაზი

ასაკი: 26

კეპი: 14

პელი ქოულეი

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 26

კეპი: 12

სკოტ მალოლუა

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 26

კეპი: 0

მელანი მატავაო

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 23

კეპი: 9

დუაინ პოლოტაივაო

ამპლუა: ჰავბექი

ასაკი: 29

კეპი: 12

ეიჯეი ალატიმუ

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 26

კეპი: 4

ტუსი პისი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 37

კეპი: 37

უჯეი სეუტენი

ამპლუა: მგეზავი

ასაკი: 25

კეპი: 2

ქირონ ფონოტია

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 31

კეპი: 9

რეი ლი-ლო

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 33

კეპი: 24

ჰენრი ტაეფუ

ამპლუა: შუამარბი

ასაკი: 26

კეპი: 3

ედ ფიდოუ

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 26

კეპი: 7

ალაპატი ლეიუა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 30

კეპი: 27

ბელგიმ ტუატაგალოა

ამპლუა: გარემარბი

ასაკი: 30

კეპი: 2

ტიმ ნანაი-უილიამსი

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 11

აჰსი ტუალა

ამპლუა: ფულბექი

ასაკი: 30

კეპი: 19

სამოის ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარა 1924 წლის 18 აგვისტოს და 0:6 დამარცხდა. მათი სიმბოლო ჯვრის თანავარსკვლავედია, ხოლო ზედმეტსახელი "მანუ სამოაა".

სამოა მსოფლიო თასებზე

სამოის ნაკრებს აქამდე გამართული 8 ჩემპიონატიდან 7-ზე აქვს მონაწილეობა მიღებული და კუნძულელთაგან ყველაზე წარმატებითაც უასპარეზიათ. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე 1987 წელს სამოელები მიწვეულები არ იყვნენ და შესაბამისად მონაწილეობაც არ მიუღიათ, თუმცა შემდეგ ორ მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გააღწიეს და ფლეი ოფში დამარცხდნენ.                                                                                       

1991 წელს მათ დასავლეთ სამოას სახელით იასპარეზეს, რა დროსაც ჯგუფურ ეტაპზე ჯერ უელსს სძლიეს 16:13, შემდეგ კი არგენტინას 35:12. პლეი-ოფში კი შოტლანდიასთან 6:28 დამარცხდნენ. 1995 წელს იტალიის და არგენტინის დამარცხების შემდეგ, კვლავ გააღწიეს სამოელებმა ჯგუფიდან და პლეი-ოფში მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 14:42 დამარცხდნენ, ხოლო 1999 წელს ჯგუფურ ეტაპზე დაგროვილი თანაბარი ქულების გამო მეოთხედფინალში გასასვლელი პლეი-ოფი ითამაშა შოტლანდიასთან, სადაც 20:35 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამის შემდეგ სამოის ნაკრები სტაბილურად ახერხებდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვეღარ შეძლო. დანარჩენი მსოფლიო თასებიდან სამოელებმა ყველაზე კარგი შედეგები 2003 და 2011 წლებში აჩვენეს, სადაც 2-2 მატჩი მოიგეს და მომდევნო მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს სამოელები C ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ და ანგარიშით 46:9 დაგვამარცხეს.


დღევანდელი მდგომარეობა

სამოურ რაგბს დღეს მძიმე პერიოდი უდგას, როგორც მოედანზე ასევე, მის მიღმა. 2017 წელს მათმა რაგბის კავშირმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ფინანსური კრიზისის გამო სულ ცოტა ხნის წინ სამოას ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა ხალხის შემოწირულობებზე იყო დამოკიდებული. კრის ვუიმ და ჯელ ლემმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ხალხს დონაციისთვის, რისი წყალობითაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას შეძლებენ. ცალკე პრობლემაა მოთამაშეთა დამოკიდებულება ნაკრების მიმართ, რაც დრო გადის სულ უფრო მეტი მოთამაშე ამბობს ნაკრებში თამაშზე უარს, თავიანთი კლუბის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი კი გუნდის შედეგებზე პირდაპირ აისახება. სამოელებმა წლევანდელ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება პლეი-ოფში გერმანიის დამარცხების შემდეგღა მოახერხეს.

საკვანძო მოთამაშეები

შემადგენლობის თვალსაზრისით სამოას ნაკრებს მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, გუნდი საკმაოდ თანაბრად არის დაბალანსებული, თუმცა მათ შორის შეიძლება ტიმ ნანაი უილიამსის, ჯეკ ლემის და ტუსი პისის გამორჩევა, რომელთა თამაშზე სამოის ნაკრებში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

საინტერესო ფაქტები სამოას შესახებ

  • ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით სამოელებმა პაპუა ახალი გვინეა დაამარცხეს 2009 წელს ანგარიშით 115:7.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით თავად სამოელები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ 2008 წელს 14:101.
  • გუნდის კაპიტანი ჯეკ ლემია, რომელიც "ბრისტოლიდან" წამოსვლის შემდეგ ჯერჯერობით უკლუბოდ არის, მწვრთნელი კი სტივ ჯეკსონი.
  • სამოის ნაკრებში ყველაზე მეტი კეპი ბრაიან ლიმას აქვს 64, აგრეთვე ყველაზე მეტი ლელოც ლიმას აქვს დადებული - 29.                                        
  • სამოას სხვადასხვა პერიოდში არაერთი პირველი დონის გუნდი ჰყავს დამარცხებული, მათ შორის უელსი 4-ჯერ, არგენტინა 3-ჯერ, ავსტრალია 2011 წელს ანგარიშით 23:22, ირლანდია 40:25, შოტლანდია 27:17 და სხვა.
  • ისტორიაში სულ ორ მორაგბეს აქვს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები, მათ შორის არის სამოის ნაკრების ლეგენდა ბრაიან ლიმა.
  • სამოის ნაკრებს სულ 238 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 103 მოიგო, 126 წააგო და 9 ფრედ ითამაშა, შესაბამისად მატჩების 45,16% მოგებული აქვს.