მერაბ შარიქაძე: "იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება"

მერაბ შარიქაძე: "იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება"

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ტესტების ეგიდით ბორდოში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა. 

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსაჯობას შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტებში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დეიმონ მერფიმ "ბორჯღალოსნების" საზიანოდ შეცდომები დაუშვა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს მე-14 წუთზე თედო აბჟანდაძე, ხოლო 23-ე წუთზე ბექა საღინაძე გაუსინბინეს.

"ასეთ მატჩებში მსაჯს ნამდვილად შეუძლია ცვლილებების მოხდენა, ცხადია. ყველამ იცის საფრანგეთის ნაკრების დონე, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, ამიტომ მათ დახმარება აღარ სჭირდებოდათ. უყურეთ ამ მატჩს კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იპოვით ბევრ ისეთ მომენტს, რომლებშიც მან ფრანგები არ დააჯარიმა. თქვენ თუ თამაშს კიდევ უყურებთ და გაანალიზებთ მას, ამას დაინახავთ. ეს სამწუხარო და არასწორია ჩვენთვის. 

ჩვენ გვქონდა შანსი, რომ საფრანგეთთან გვეთამაშა, რაც ხშირად არ ხდება. ჩვენ მოედანზე მაქსიმუმი გავიღეთ და იმედგაცრუებულები ვიყავით, როდესაც ვხედავდით, რომ ვიღაც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს უნდა მეთქვა. რა თქმა უნდა შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება" -
განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.  

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთში ფიჯის წინააღმდეგ 20 ნოემბერს გამართავს.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"