დიდი 10: არესმა ლოკომოტივი დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

დიდი 10: არესმა ლოკომოტივი დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

© გიორგი კილაძე

დიდი 10-ის მეექვსე ტურის გახსნით მატჩში "არესი" ქუთაისში "ლოკომოტივს" დაუხვდა და 22:12 აჯობა. 

"არესი" ამირან შვანგირაძის და ნოდარ სამხარაძის ლელოებით 12 ქულით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ირაკლი ქვათაძემ უპასუხა ერთი ლელო და პირველი ნახევარი 12:5 დასრულდა. 47-ე წუთზე "ლოკომოტივს" ბიძინა სამხარაძე წითელი ბარათით გაუძევეს, თუმცა სტუმრებმა სამ წუთში მაინც შეძლეს გათანაბრება - გაგა არაბულმა მეორე ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა. 

დარჩენილ დროში "ლოკომოტივს" გაგა არაბული და რამაზ ბენდელიანი გაუძევეს, რიცხობრივი უპირატესობით კი "არესმა" ისარგებლა და ჯერ საჯარიმო ლელო გაიფორმა, ბოლო წუთზე კი გიორგი თევდორაძემ ჯარიმა გაიტანა და ქუთაისელებმა 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"