ლევან ჩილაჩავას ლელო და თედო აბჟანდაძის 17 ქულა ტოპ 14-ში (VIDEO)

ლევან ჩილაჩავას ლელო და თედო აბჟანდაძის 17 ქულა ტოპ 14-ში (VIDEO)

ტოპ 14-ის მეცხრე ტურში "კასტრი" საკუთარ მოედანზე "ბრივს" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით 23:22 აჯობა. 

"კასტრის" ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელმაც 48-ე წუთამდე ითამაშა და 28-ე წუთზე მოწინააღმდეგის დალელოვება მოახერხა. ბრიველთა სასტარტოში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე, კვაჭი ვანო კარკაძე კი მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჩაერთო თამაშში. ბრიველთა 22 ქულიდან 17 ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც 5 ჯარიმის და 1 გარდასახვის გატანა მოახერხა. 

"კასტრი" 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ბრივი" 17 ქულით მეათე პოზიციას იკავებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"