სოსო მათიაშვილს მინიმუმ ნახევარი წელი გაუცდება

სოსო მათიაშვილს მინიმუმ ნახევარი წელი გაუცდება

საქართველოს ნაკრების და "შავი ლომის" ფულბექი სოსო მათიაშვილი, თამაშს მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.

მათიაშვილმა დაზიანება "შავი ლომის" სადებიუტო მატჩში მიიღო, რომელშიც ქართულმა ფრენჩაიზმა "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა. როგორც გაირკვა, მათიაშვილმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და საოპერაციოა. მსგავსი ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესს კი დაახლოებით 6-9 თვემდე სჭირდება.

"სამწუხაროდ დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეები. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს ‘ენისეისთან’ მატჩის წინ ველით", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების და "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"