ბექა საღინაძე ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ბექა საღინაძე ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

© Icon Sport

ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში, რომელიც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ "რაგბირამამ" შეადგინა, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა საღინაძე მოხვდა. 

"ლიონი" კვირას "სტად ჟერლანზე" საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს "ტულუზს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 25:19 აჯობა. ბექა საღინაძე ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, რომელმაც 70 წუთის განმავლობაში ჩინებულად იასპარეზა და მე-15 წუთზე, როგორც "ლიონის" რიგებში, ასევე ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.

"ლიონი" 21 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერე "ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)