თელ-ავივ ჰითის კაპიტანი: "დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან პირველი თამაში ჩავატარეთ"

თელ-ავივ ჰითის კაპიტანი: "დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან პირველი თამაში ჩავატარეთ"

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" დღეს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ასევე დებიუტანტი "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თელ-ავიველთა კაპიტანმა ნიქ გრუმიმ განაცხადა, რომ ამ მატჩში მათმა გუნდმა დიდი გამოცდება მიიღო, რაც სამომავლოდ ძალიან წაადგებათ: "დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან პირველი თამაში ჩავატარეთ. ჩვენ გვაქვს უნიკალური კონცეფცია, რომ მთელი მსოფლიოდან შევკრიბოთ მოთამაშეები. მატჩის შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა, თუმცა სწორედ ასეთი შეხვედრები გვეხმარება შეკვრასა და გამთლიანებაში."

"შავი ლომი" მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს პენზაში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო იმავე დღეს "თელ-ავივ ჰითი" გასვლაზე "ენისეის" ეთამაშება.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"