ლევან მაისაშვილი: "რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა"

ლევან მაისაშვილი: "რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა"

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" დღეს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ასევე დებიუტანტი "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე "შავი ლომის" და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი წარსდა, რომელმაც კორონავირუსთან უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ძალიან სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია და სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდა.

"რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა. გუნდმა დაახლოებით ორთვიანი ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დღეს გამოჩნდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. არ გვეტყობოდა შეუთამაშებლობა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს.

მეტოქე უდავოდ ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ქონდათ შეთამაშების პრობლემა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთად არიან. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაზეც ვარჯიშობდნენ კარგად გადმოიტანეს მოედანზე, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს.

რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა დღეს იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. ‘ლოკომოტივ პენზას’ და ‘ენისეის’ კარგად ვიცნობთ, გვაქვს მათი ბოლო თამაშები, ორშაბათიდან კი ანალიზს უფრო მეტ დროს დავუთმობთ", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

"შავი ლომი" მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს პენზაში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)