საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე კარიერას ასრულებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე კარიერას ასრულებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე ლუი პიკამოლი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სარაგბო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ, ფრანგულ პრესაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 

"ლე ბლეს" ერთ-ერთი გამორჩეული რვა ნომერი, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა, კარიერის უკანასკნელ სეზონს "ბორდოში" ატარებს, სადაც 2020 წლის დეკემბერში "მონპელიედან" გადავიდა და ამ დროის განმავლობაში 19 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 

35 წლის პიკამოლი საფრანგეთის ნაკრებში 2008-2019 წლებში ასპარეზობდა და 82 მატჩში 10 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"