ვასილ კაკოვინი ტოპ 14-ის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ვასილ კაკოვინი ტოპ 14-ის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

© Icon Sport

გამოცდილი მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, ტოპ 14-ის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ "რაგბირამამ" შეადგინა.

31 წლის პირველხაზელი "კლერმონთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 57 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა, რაც "სტად ფრანსეს" გამარჯვების (22:14) მოპოვებაში დაეხმარა. 

კაკოვინი "სტად ფრანსეს" 2020 წლის ზაფხულში "რასინგ 92"-დან შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში 26 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"