ბათუმის ბავშვთა გუნდების მწვრთნელს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება!

ბათუმის ბავშვთა გუნდების მწვრთნელს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება!

სარაგბო კლუბ "ბათუმის" ბავშვთა გუნდების მწვრთნელს ლევან დოლიძეს მძიმე დაავადება დაუდგინდა და სამკურნალოდ, საზოგადოებისგან ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ლევანისთვის.

ლევანი არის "სარაგბო კლუბი ბათუმის" ბავშვთა მწვრთნელი და ის უკვე დიდი ხანია პატარა თაობას ზრდის.

დღეს ლევანის სიცოცხლე საფრთხეშია. მას დაუდგინდა არაკლასიფიცირებული B-უჯრედოვანი ლიმფომა. ვინაიდან პირველადი დიაგნოზი არასწორად იყო დასმული (ტ უჯრედოვანი ლიმფომა), საქართველოში ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად მას სასწრაფოდ ესაჭიროება ალოგენური ძვლის ტვინის გადანერგვა საზღვარგარეთ (სხვისი ძვლის ტვინის). ეს კი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
გთხოვთ, ნუ მივცემთ ამ დაავადებას იმის საშუალებას რომ მოერიოს. გავიმარჯვოთ სიკეთით . ვიხსნათ ლევანი და მისი ოჯახი ამ დიდი ტკივილისგან. მჯერა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის ვვარსებობთ.

ძალიან, ძალიან გთხოვთ გავვერთიანდეთ და ერთად დავეხმაროთ მას გადარჩენაში",
- წერს ფეისბუქის მომხმარებელი თეო მგალობლიშვილი.

ანგარიშის ნომრები

#GE66BG0000000162140845 საქართველოს ბანკი. მიმღები: ინგა აბუსერიძე.
#GE88LB0711159079811000 ლიბერთი ბანკი. მიმღები: ლევან დოლიძე.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ნიკა ამაშუკელი შემოდგომის ტესტებზე სამ უმაღლესი დონის მატჩზე მიიწვიეს
ზუგდიდში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ბექა საღინაძე ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა