ურუგვაიმ აშშ-ს გადაუსწრო - ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში

ურუგვაიმ აშშ-ს გადაუსწრო - ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში

შაბათ-კვირას ამერიკის კონტინენტის კვოტით 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, რამაც "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია.

ურუგვაის ნაკრებმა საპასუხო მატჩში აშშ-ს შინ 34:15 სძლია და მსოფლიო თასის საგზური გაიფორმა. "ლოს ტეროსმა" ამ გამარჯვებით 1.27 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, აშშ-ს გადაუსწრო და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. 

1.39 ქულა მოიხვეჭა ჩილემ, რომელმაც კანადას 33:24 აჯობა და მსოფლიო თასების ისტორიაში პირველად, "ნეკერჩხლები" მის მიღმა დატოვა. ჩილემ 28-ედან ორი პოზიციით წინ წაიწია, ხოლო კანადამ ორი ადგილი დაკარგა და 23-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ნიკა ამაშუკელი შემოდგომის ტესტებზე სამ უმაღლესი დონის მატჩზე მიიწვიეს
ზუგდიდში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ბექა საღინაძე ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა