"ეს ბიჭები არაერთ გამარჯვებას გვაჩუქებენ" - იოსებ ტყემალაძე

"ეს ბიჭები არაერთ გამარჯვებას გვაჩუქებენ" - იოსებ ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მონიჭებული სიხარულისთვის, თითოეულ მათგანს, აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს მადლობა გადაუხადა.

კალინინგრადში გამართულ ტურნირზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას 27:0 და თასი ზედიზედ მესამედ შემართა.

„მინდა მივესალმო ჩვანს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით მონიჭებული სიხარულისთვის. ეს ბიჭები არიან ქართული რაგბის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ“.

„სამი თამაშის მოგება და თანაც ლელოს მიუღებლად, ნიშნავს იმას, რომ ამ ბიჭებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული საკუთარი როლი, კარგად იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ მომავალშიც. მათ დაიმსახურეს უფრო მაღალ დონეზე თამაში და ამის შესაძლებლობა სულ მალე ექნებათ“.
„კიდევ ერთხელ მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ მოთამაშეს, მათ აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს – ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა“ – განაცხადა ტყემალაძემ.

Rugby.Ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"