დიდი 10: ბათუმი სამიდან სამი მოგებით ლიდერობს

დიდი 10: ბათუმი სამიდან სამი მოგებით ლიდერობს

© ანი რეხვიაშვილი

სამი ტურის შემდეგ, დიდ 10-ს სამიდან სამი გამარჯვებით შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და შარშანწინანდელი ჩემპიონი "ბათუმი" ლიდერობს.

"ბათუმს" ძალიან მძიმე მატჩი გამოუვიდა. აჭარლები რუსთავში "ხარებს" ესტუმრნენ, რომელიც ორიდან ორი მოგებით იწონებდა თავს. ტაიმი 5:6 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ჯარიმა და საჯარიმო ლელო მიითვალეს, რის შემდეგაც 15:9 დაწინაურდნენ. "ბათუმმა" მატჩის შემოტრიალება ბოლო წუთებში მოახერხა - 74-ე წუთზე ნუკრი ფერსელიძემ დადო ლელო, თუმცა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და "ხარები" ერთი ქულით წინ იყო. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ვერ გაძლეს და 79-ე წუთზე კობა ჯიმშელეიშვილმა გამარჯვების ლელო მიითვალა, რომელიც მამუკა ნინიძემ გარდასახა და მატჩი 15:21 დასრულდა.

"ლოკომოტივმა" გორში შარშანდელი მესამე ადგილოსანი "აკადემია" ბონუსით 38:13 დაამარცხა. ლევან ობოლაძის შეგირდებმა სეზონი წარუმატებლად დაიწყეს და სამიდან სამი წაგება აქვთ. "ყოჩებმა" გასვლაზე "იუნკერებს" 36:24 სძლიეს, ხოლო ქუთაისის "არესმა" დებიუტანტი "ყაზბეგი" დიდი სხვაობით 43:0 დაამარცხა.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"