რამდენი ბილეთია გაყიდული საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე?

რამდენი ბილეთია გაყიდული საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე?

ფრანგული გამოცემა 20minutes.fr წერს, რომ 14 ნოემბერს ბორდოში გასამართი ტესტ-მატჩისთვის, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს, გუშინდელი მონაცემებით 20 000 ბილეთამდეა გაყიდული.

მატჩი საფეხბურთო სტადიონ "მატმუტ ატლანტიკზე" გაიმართება, რომელიც 42115 მაყურებელს იტევს. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის ნაკრებს ბორდოში 2011 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, მოსალოდნელი იყო, რომ ამ დროისთვის უფრო მეტი ბილეთი იქნებოდა გაყიდული, თუმცა ჯერჯერობით გაყიდვის პროცესი მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ მეორე შეხვედრას გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"