სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდიის ძლევით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა

სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდიის ძლევით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა

ორშაბათს "მსოფლიო რაგბიმ" განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურში ახალი ზელანდია უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 31:29 დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ავსტრალიასთან მარცხის გამო დათმო. სამხრეთ აფრიკამ 0.86 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 91.13 ქულა დაუგროვდა, ხოლო ახალზელანდიას 90.97 ქულა აქვს.

მოწინავე ოცეულში სხვა ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა არგენტინამ ავსტრალიასთან მარცხის გამო 0.84 ქულა დაკარგა და მეცხრე ადგილოსან უელსს 0.10 ქულითღა უსწრებს. ავსტრალიამ კი მესამე ადგილი უფრო გაიმყარა.

მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში აშშ-მ ურუგვაი 19:16 დაამარცხა, 0.69 ქულა მოიპოვა, 67.81 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მე-16 ადგილი გაიმყარა, ხოლო თავად მე-17 ადგილოსან ურუგვაის მონაგარი 66.33 ქულამდე შეუმცირდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"