18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება

18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება

18 სექტემბერს ტოპ 14-ის მესამე ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც 13 ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ "ლიონის" რიგებში, კონკრეტულად კი 15-კაცას ძირითად გუნდში (7-კაცაში უკვე ითამაშა - ავტ.) 19 წლის დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება, რომელიც სასტარტო შემადგენლობაშია და ფრთაზე იასპარეზებს. ასევე ლიონელთა ძირითადშია მესამეხაზელი ბექა საღინაძე. "პერპინიანთან" საშინაო მატჩი 17 საათზე დაიწყება და კატალონიელთა სასტარტო თხუთმეტეულშია მარცხენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი.

ამ მატჩის პარალელურად კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. "ბრივი" შინ "პოს" ეთამაშება. ბრიველთა ძირითადშია მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე მარქაფაშია. "პოს" სასტარტოშია რვა ნომერი ბექა გორგაძე.

"ბიარიცი" საკუთარ კედლებში "რასინგ 92"-ს დაუხვდება. ბასკური კლუბის ძირითად შემადგენლობაშია რვა ნომერი თორნიკე ჯალაღონია, ხოლო მარცხენა ბურჯ უშანგი ჭეიშვილს შეცვლიდან ვიხილავთ. პარიზელთა ძირითადშია მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი.

"კასტრი" კი, რომლის მარქაფაშიც მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავაა, "ბორდოს" უმასპინძლებს და ჟირონდელთა სასტარტოშია მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

19 საათზე "მონპელიე" მოქმედ ჩემპიონ "ტულუზს" უმასპინძლებს. "მონპელიეს" სასტარტოშია ჰავბექი გელა აფრასიძე, ხოლო დღის დასკვნით მატჩში 23:05 საათზე "კლერმონი" შინ "ლა როშელს" ეთამაშება. სტუმართა მარქაფაშია მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"