შავი ლომის კონკურენტმა სამი მაღალი დონის მორაგბე დაიმატა

შავი ლომის კონკურენტმა სამი მაღალი დონის მორაგბე დაიმატა

ახლადშექმნილმა ებრაულმა ფრენჩაიზმა "თელ-ავივ ჰითმა" მოახლოებული რაგბი ევროპის სუპერ თასისთვის 36-კაციანი განაცხადი წარადგინა.

დაახლოებით ათი დღის წინ გაუწყეთ, რომ ებრაელებმა 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მესამეხაზელი იასა ვერემალუა გაიფორმა. თუმცა, როგორც გაირკვა "თელ-ავივ ჰითს" მასზე კიდევ უფრო ცნობადი სახეებიც ჰყავს განაცხადში და როგორც ჩანს, ახალი ტურნირისთვის სერიოზულად ემზადებიან.

"თელ-ავივ ჰითმა" ნამიბიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რენალდო ბოთმა გაიფორმა. 31 წლის მესამეხაზელი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიც არიან: "ჰარლექუინსი", "ტოიოტა ვერბლიცი", "შარქსი" და "ბულზი". მის გარდა, ებრაელებმა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფრთა გაბრიელ იბიტოიე და სამხრეთაფრიკელი ცხრა ნომერი ნიკოლას გრუმი გაიფორმეს. 23 წლის იბიტოიე 2017 წელს საქართველოში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდათ. ის "ჰარლექუინსის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი საფრანგეთს მიაშურა, სადაც "აჟენის" და "მონპელიეს" მაისურები მოირგო. 31 წლის გრუმს ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა რამდენიმე უმაღლესი დონის კლუბში თამაში მოასწრო - "სტორმერსი", "ნორსჰემპტონი", "ლაიონსი", "ედინბურგი" და "ლონდონ აირიში".

შეგახსენებთ, რომ "თელ-ავივ ჰითი" ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" კონკურენტია და რუსულ კლუბებთან, "ლოკომოტივთან" და "ენისეისთან" ერთად ერთ ჯგუფში იმყოფებიან. "თელ-ავივ ჰითის" და "შავი ლომის" პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება, ხოლო ისრაელში მატჩი 18 დეკემბერს შედგება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"