გელა აფრასიძის ერთ-ერთმა კონკურენტმა მძიმე ტრავმა მიიღო

გელა აფრასიძის ერთ-ერთმა კონკურენტმა მძიმე ტრავმა მიიღო

"მონპელიეს" გამოცდილი ჰავბექი ბენუა პაიოგი, ტოპ 14-ის პირველ ტურში "ტულონთან" ფრედ (24:24) დასრულებულ მატჩში მძიმედ დაშავდა და თამაშს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. 

33 წლის პაიოგმა, რომელმაც "ტულონთან" მატჩში მგეზავის პოზიციაზე იასპარეზა, მუხლი დაიზიანა. როგორც შემდგომში გაირკვა, გამოცდილ მორაგბეს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, საოპერაციოა და თამაშს ექვსიდან ცხრა თვემდე ვერ შეძლებს. "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის ფილიპ სენ-ანდრეს თქმით, ბენუა გუნდს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

პაიოგის გარდა, "მონპელიეს" კიდევ ერთი გამოცდილი მორაგბე გამოაკლდა - კვაჭი გიიომ გირადო, რომელიც ბიცეპსის ტრავმის გამო მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებს.

ცნობისთვის, "მონპელიეს" ძირითადი ცხრა ნომერი კობუს რაინახი ამჟამად სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც "სპრინგბოკსი" რაგბი ჩემპიონშიპში იღებს მონაწილეობას, რომელიც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მონპელიეს" ჯანმრთელი ცხრა ნომერი დარჩა: გელა აფრასიძე, რომელიც წინა მატჩის მსგავსად, "ბრივთან" შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება და 22 წლის მარტინ დოანი, რომელიც ხვალინდელ მატჩისთვის თადარიგშია. ის "მონპელიემ" ნასიონალის "ალბიდან" დაიმატა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება