ყოჩების სატრანსფერო სიახლეები

ყოჩების სატრანსფერო სიახლეები

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.

ამჯერად, "ყოჩების" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, რომელმაც გასულ წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდი ცხრა მორაგბემ დატოვა, ხოლო რვა დაიმატა. გარდა ამისა, გიორგი ბეგაძე, იოსებ გუშარაშვილი და ნიკა აბულაძე "შავ ლომშიც" იასპარეზებენ და "ყოჩებს" მხოლოდ მაშინ დაეხმარებიან, როდესაც რაგბი ევროპის სუპერ თასის მატჩები არ გაიმართება.

ბოლნისის "ყოჩების" ტრანსფერები:

მოვიდნენ: 
შოთა ღუდუშაური, ნუკრი ღუდუშაური ("არმია"), ირაკლი მარშანია, ბაჩანა ჭუმბაძე ("ლოკომოტივი"), ამირან მიქაძე ("ბათუმი"), გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა საჯაია ("იუნკერები"), სერხი ჩხაიძე ("იუნკერები");

წავიდნენ: გურამ გოგიძე ("იუნკერები"), გიორგი წიკლაური ("ბათუმი"), გიორგი ხარშილაძე, ლადო მიმინოშვილი, გიგა კორგელია, გიორგი ნოდია ("არმია"),
საბა ხურცილავა ("ტაო"), მიხეილ რეხვიაშვილი ("თელავი"), ელგუჯა კიკვიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება