საქართველოში სარაგბო სეზონი პირველი ლიგით გაიხსნება

საქართველოში სარაგბო სეზონი პირველი ლიგით გაიხსნება

როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დიდი 10-ის დაწყება ორი კვირით გადაიდო და სტარტს 24 სექტემბერს აიღებს. 

რაგბის კავშირის ეგიდით გამართული ტურნირებიდან, 2021/2022 წლების სეზონს პირველი ლიგა გახსნის, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყება. 

უკვე ცნობილია, რომ ოზურგეთის "არწივებში" კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, რომელშიც გურულებს თბილისის "ხვამლისთვის" უნდა ემასპინძლათ, გადაიდო.

პირველი ლიგის პირველი ტურის სხვა მატჩების განრიგი ასეთია:

11 სექტემბერი


14:00 ბორჯომი - ვეფხვები
16:00 ჭადარი - ჯიქი
17:00 ბაგრატი - არმაზი

12 სექტემბერი

14:00 ტაო - არმია

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება