აკადემიამ რაგბი ევროპის 7-კაცას საკლუბო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა

აკადემიამ რაგბი ევროპის 7-კაცას საკლუბო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა

4-5 სექტემბერს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რაგბი ევროპის 7-კაცას საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 11 ქვეყნის 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირზე საქართველოს ღირსება თბილისის "აკადემიამ" დაიცვა.

ლევან ობოლაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისურ "სამურაისთან", პოლონურ "პოზნანთან" და რუსულ "ზასტავასთან" ერთად მოხვდა. გახსნითი მატჩი "აკადემიისთვის" პრობლემური იყო. კლუბს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანებით მოუწია მისვლა, ასევე პირველ წუთში ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მათიაშვილმა მიიღო ტრავმა, რომელიც სერიოზული არ გამოდგა, თუმცა იმ მატჩში თამაში ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში, "მხატვრებმა" პირველი მატჩი "ზასტავასთან" 0:31 დათმეს. სამაგიეროდ, "აკადემიამ" მეორე მატჩში იყოჩაღა და "პოზნანი" 26:5 დაამარცხა, ხოლო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა "სამურაისთან" 17:26 წააგო. 

ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, "აკადემია" რვა საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა და პლეი-ოფში მე-9 ადგილისთვის მოუწია ბრძოლა. მათ ჯერ ბელარუსული "ჰარუგვა" 32:0 დაამარცხეს, შემდეგ კი "პოზნანს" აჯობეს დამაჯერებლად 42:5 და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.

აკადემიის შემადგენლობა აღნიშნულ ტურნირზე

ტურნირის პირველი სათამაშო დღე სრულად

ტურნირის მეორე სათამაშო დღე სრულად

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"