შავი ლომის კონკურენტმა ოლიმპიადის გამარჯვებული დაიმატა

შავი ლომის კონკურენტმა ოლიმპიადის გამარჯვებული დაიმატა

ახლადშექმნილმა ებრაულმა ფრენჩაიზმა "თელ-ავივ ჰითმა" ფიჯელი მესამეხაზელი იასა ვერემალუა გაიფორმა. 

33 წლის მორაგბე უკანასკელი სამი სეზონის განმავლობაში აშშ-ის მეიჯორ ლიგაში ასპარეზობდა და "სან დიეგოს" ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც 2019 წელს აშშ-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან "სან დიეგოს" რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა და 6 ლელო გაიტანა. გარდა ამისა, ვერემალუას ფიჯის 7-კაცა ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, სულ კი მსოფლიოს გამორჩეულ 7-კაცა ნაკრებში 2013-2018 წლებში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

"თელ-ავივ ჰითის" სამხრეთაფრიკელმა სარაგბო დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა კევინ მუსიკანტმა განაცხადა, რომ ვერემალუას გამოცდილება და უნარები მათ ახლადშექმნილ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. შეთანხმებით კმაყოფილია ფიჯელი მორაგბეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ისრაელში სტუმრობა მას ყოველთვის სურდა და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.

შეგახსენებთ, რომ "თელ-ავივ ჰითი" ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" კონკურენტია და რუსულ კლუბებთან, "ლოკომოტივთან" და "ენისეისთან" ერთად ერთ ჯგუფში იმყოფებიან. "თელ-ავივ ჰითის" და "შავი ლომის" პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება, ხოლო ისრაელში მატჩი 18 დეკემბერს შედგება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"