ქართველების ბრივმა სეზონი პერპინიანთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ქართველების ბრივმა სეზონი პერპინიანთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ტოპ 14-ის პირველ ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე ელიტაში დაბრუნებულ "პერპინიანს" დაუხვდა და ბონუსით 36:15 აჯობა.

მასპინძელთაგან ლელოები ენცო ერვემ, ტევიტა რატუვამ და სეტარეკი ბიტუნიატამ მიითვალეს, ხოლო ერთი არეკნი და ოთხი ჯარიმა იმავე ერვემ შეასრულა ზუსტად. კატალონიელებმა ლელო ვერ დადეს, ხოლო ხუთი ჯარიმა ტრისტან ჯეიმს ტედერმა გაიტანა. 

"ბრივის" ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, რომელიც 53-ე წუთზე სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო კვაჭი ვანო კარკაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო. "პერპინიანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა მარცხენა ბურჯ გიორგი თეთრაშვილს, რომელმაც მოედანზე საწყისი 49 წუთი გაატარა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"