ნოემბრის ტესტები: საქართველო - ფიჯი ნეიტრალურ ადგილზე?

ნოემბრის ტესტები: საქართველო - ფიჯი ნეიტრალურ ადგილზე?

ნოემბრის ტესტებზე, საქართველოს და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა, შესაძლოა, საქართველოს მაგივრად, ნეიტრალურ ადგილზე გაიმართოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სარაგბო გამოცემა Rugbypass-ი ფიჯის რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ო'კონორის თქმით, ნოემბრის ტესტებისთვის ფიჯის ნაკრების მატჩები უკვე დადასტურებულია: "ჩვენი ტესტ-მატჩები ნოემბრის ტესტებისთვის დადასტურებულია. ჩვენ ვითამაშებთ სამ შეხვედრას ხარისხიანი მეტოქეების ესპანეთის, უელსის და საქართველოს წინააღმდეგ. ფიჯის რაგბის კავშირი ამჟამად მუშაობს ლოჯისტიკურ საკითხებზე და ვეძებთ გზებს, რომ რაც შეიძლება ძლიერი შემადგენლობის შეკრება მოვახერხოთ." 

როგორც ო'კონორმა ბრიტანულ The Times განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო წითელ ზონაშია, შესაძლოა, შეხვედრა ნეიტრალურ ადგილზე ჩატარდეს და ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას "მსოფლიო რაგბი" მიიღებს.

ფიჯის ნაკრები 6 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება და ზუსტი ადგილმდებარეობა ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, 14-ში "მფრინავი ფიჯელები" კარდიფში "ფრინსიფალითი სთედიუმზე" უელსს ეთამაშებიან, ხოლო 21-ში საქართველოსთან ჯახი შედგება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"