არესის სატრანსფერო სიახლეები

არესის სატრანსფერო სიახლეები

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.

ამჯერად, "არესის" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. ქუთაისელებმა გასულ წელს დიდ 10-ში პირველად იასპარეზეს, ელიტაში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს და შესაბამისად, დასახულ მიზანს მიაღწიეს. "არესმა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ შვიდი მორაგბე დაიმატა, ხოლო კლუბი 13 მოთამაშემ დატოვა. 

"არესის" სატრანსფერო სიახლეები:

მოვიდნენ: ლევან სანიკიძე (ბურჯი, "ლოკომოტივი"), ზაალ ცქიფურიშვილი (კვაჭი, ვლადივასტოკის "ვეფხვები", რუსეთი), ირაკლი თევზაძე (მეორე ხაზი, დაწინაურდა "ა" ლიგის გუნდიდან), ჯაბა ჩეჩელაშვილი (მეორე ხაზი, წყალტუბოს "დინოზავრი"), იაგო ხაბულიანი (ფრთა/ფულბექი, "აია"), გიორგი თევდორაძე (მგეზავი, "აია"), გიორგი შარაშენიძე (შუამარბი/ფრთა, "აია");

წავიდნენ: გიორგი ტორაძე (კვაჭი, "ფლიორანსი", საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი (მეორე/მესამე ხაზი, "არმია"), ბებუნი კუხიანიძე (მეორე ხაზი, "აია"), იაგო ხელაძე (მეორე ხაზი, იჯარა დაუსრულდა, "ბათუმი"), ბონდო აბაშიძე (მგეზავი, "აია"), დავით გობეჯიშვილი (მგეზავი, "ლაიპციგი", გერმანია) რეზი ბაკურაძე (ბურჯი, "ბაგრატი"), ლევან რატიანი (მესამე ხაზი, "ბაგრატი"), ალეკო ვაშაკიძე (წყალტუბოს "დინოზავრი", იჯარა დაუსრულდა), გიორგი გოგიაშვილი, გიორგი ღლონტი ("აია", იჯარა დაუსრულდათ), არჩილ ღონღაძე (უკლუბოდ), გიორგი კალანდაძე (უკლუბოდ).


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"