იაპონიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე გრანდებთან მატჩებს შორის, რაგბი ევროპის გუნდს ეთამაშება

იაპონიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე გრანდებთან მატჩებს შორის, რაგბი ევროპის გუნდს ეთამაშება

იაპონიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე პორტუგალიას გასვლაზე დაუპირისპირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Lefigaro.Fr ავრცელებს.

"საკურებს" შემოდგომის ტესტებისთვის ორი ტესტ-მატჩი უკვე დადასტურებული აქვთ: 6 ნოემბერს დუბლინში ირლანდიას ესტუმრებიან, ხოლო 20-ში "მარიფილდზე" შოტლანდიას ეწვევიან. ზემოხსენებული წყაროს ცნობით, პორტუგალიასთან მატჩი ტიერ 1-ის გუნდებთან შეხვედრებს შორის 13 ნოემბერს გაიმართება. ზუსტი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

იაპონიის და პორტუგალიის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"