ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიაში არ გაემგზავრება - პერთში გასამართი მატჩი გაუქმდა

ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიაში არ გაემგზავრება - პერთში გასამართი მატჩი გაუქმდა

28 აგვისტოს ავსტრალიის ქალაქ პერთში გასამართი რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ავსტრალიის ნაკრებს ახალი ზელანდიისთვის უნდა ემასპინძლა, გაუქმებულია.

მიზეზი, ორივე ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებაა. ავსტრალიას და ახალ ზელანდიას შორის აქამდე 14-დღიანი საკარანტინო შეზღუდვა არ არსებობდა, თუმცა მდგომარეობის გართულებისთანავე, ეს შეზღუდვა კვლავ ამოქმედდა, რის გამოც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ოლ ბლექსში" პერთში აღარ გაემგზავრება.

დაგეგმილისამებრ 21 აგვისტოს პორტ-ელიზაბეთში გაიმართება სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა, თუმცა სავარაუდოდ, სხვა მატჩების განრიგი კიდევ ერთხელ შეიცვლება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის დარჩენილი ნაწილი მხოლოდ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში უნდა გამართულიყო, შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ კი, დიდი შანსია, რომ არგენტინის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს ამ ქვეყნებში შესვლაზე პრობლემები შეექმნათ და შესაბამისად, რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარშიც ცვლილებები მოხდება.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)